საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაგა-ბაღების პერსონალისთვის, შესაძლოა, ეთიკის ნორმები დაწესდეს
ბაგა-ბაღების პერსონალისთვის, შესაძლოა, ეთიკის ნორმები დაწესდეს

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც "ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ად­რე­უ­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი ან/და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი ან/და სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის, ქცე­ვი­სა და ეთი­კის ნორ­მე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­დან აც­ნო­ბეს, დე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბას წინ უძღო­და სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მუშა ფორ­მა­ტით ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ UNICEF-ის ექ­სპერ­ტე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს სა­რე­ვი­ზიო და იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­სი­ე­ბის, მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

საკ­რე­ბუ­ლოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, "ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

თა­მარ ტა­ლი­აშ­ვილ­მა სხდო­მა­ზე წარ­მო­ად­გი­ნა დე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი და ისა­უბ­რა იმ არ­სე­ბით პრინ­ცი­პებ­სა და ას­პექ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც დე­ბუ­ლე­ბის ძი­რი­თად ღერძს წარ­მო­ად­გენს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვთა აღ­ზრდის პო­ზი­ტი­უ­რი მე­თო­დი შე­მოგ­ვაქვს აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სის ფუნ­და­მენ­ტად. ეს დო­კუ­მენ­ტი ქმნის კომ­ფორ­ტულ და ჰარ­მო­ნი­ულ გა­რე­მოს, რო­გორც ბავ­შვის­თვის, ისე მშობ­ლის­თვის, ასე­ვე აღ­მზრდე­ლე­ბი­სა და ბაგა-ბა­ღე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის", - გა­ნა­ცხა­და საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა.

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ე­სალ­მე­ბა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პერ­სო­ნა­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის, ქცე­ვი­სა და ეთი­კის ნორ­მე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბას.ეთ

"ფაქ­ტობ­რი­ვად ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის. ჩვენ მზად ვართ გა­ვი­ტა­ნოთ ეს სა­კი­თხი საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე და მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ," - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვილ­მა.

კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ თორ­დი­ნა­ვაც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და დრო­უ­ლია.

სხდო­მა­ზე გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია, რომ­ლის დრო­საც სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ასე­ვე გა­მო­ხა­ტეს საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებ­მა ია მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა და ლია ჯახ­ვე­ლა­ძემ, UNICEF-ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ოფი­ცერ­მა მაკო ყუ­ფა­რა­ძემ და ექ­სპერ­ტმა მაკა ჭი­ხო­რი­ამ და და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი.

საკ­რე­ბუ­ლოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სხდო­მა­ზე მიწ­ვე­ულ­მა ბაგა-ბა­ღე­ბის დი­რექ­ტო­რებ­მა იმ­სჯე­ლეს არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და იმ და­დე­ბით ეფექ­ტზე, რო­მე­ლიც ექ­ნე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის მი­ღე­ბას.

კო­მი­სი­ის სხდო­მას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლალი შიმ­შე­ლაშ­ვი­ლი.

სხდო­მა­ზე ერ­თხმად გა­და­წყდა, რომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პერ­სო­ნა­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის, ქცე­ვი­სა და ეთი­კის ნორ­მე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტს მი­ე­ცეს მსვლე­ლო­ბა შემ­დე­გი გან­ხილ­ვი­სათ­ვის.

ბაგა-ბაღების პერსონალისთვის, შესაძლოა, ეთიკის ნორმები დაწესდეს

ბაგა-ბაღების პერსონალისთვის, შესაძლოა, ეთიკის ნორმები დაწესდეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტი განიხილეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დებულების პროექტის მომზადებას წინ უძღოდა სამუშაო პროცესი, რომელშიც, საკრებულოს დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მუშა ფორმატით ჩართულები იყვნენ UNICEF-ის ექსპერტები, საკრებულოს სარევიზიო და იურიდიული კომისიების, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.

საკრებულოს პრესსამსახურის განმარტებით, "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონის შესაბამისად, თვითმმართველობებში ნორმატიული აქტების მომზადების მიზნით, სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე წარმოადგინა დებულების პროექტი და ისაუბრა იმ არსებით პრინციპებსა და ასპექტებზე, რომელიც დებულების ძირითად ღერძს წარმოადგენს.

"მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდი შემოგვაქვს აღზრდა-განათლების პროცესის ფუნდამენტად. ეს დოკუმენტი ქმნის კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, ასევე აღმზრდელებისა და ბაგა-ბაღების მენეჯმენტისთვის", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავებას.ეთ

"ფაქტობრივად ეს არის ისტორიული დოკუმენტი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენ მზად ვართ გავიტანოთ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ," - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ სამართლებრივი აქტის მიღება მნიშვნელოვანი და დროულია.

სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც საკუთარი მოსაზრება დადგენილების პროექტთან დაკავშირებით ასევე გამოხატეს საკრებულოს დეპუტატებმა ია მაკასარაშვილმა და ლია ჯახველაძემ, UNICEF-ის საგანმანათლებლო პროგრამის ოფიცერმა მაკო ყუფარაძემ და ექსპერტმა მაკა ჭიხორიამ და დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი პროექტი.

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე მიწვეულმა ბაგა-ბაღების დირექტორებმა იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და იმ დადებით ეფექტზე, რომელიც ექნება საკრებულოს მიერ აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას.

კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ლალი შიმშელაშვილი.

სხდომაზე ერთხმად გადაწყდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს მიეცეს მსვლელობა შემდეგი განხილვისათვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი