Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეონა დვალი იტალიელ ბიზნესმენზე თხოვდება - ვინ არის ოპერის მომღერლის რჩეული და ვის ანდო იტალიური ქორწილის ორგანიზება
თეონა დვალი იტალიელ ბიზნესმენზე თხოვდება - ვინ არის ოპერის მომღერლის რჩეული და ვის ანდო იტალიური ქორწილის ორგანიზება

მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე ბევ­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გა­მო­სუ­ლა წარ­მა­ტე­ბით. თე­ო­ნა დვა­ლი პა­ტა­რა ასაკ­ში გა­იც­ნეს უცხო­ეთ­ში, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. თბი­ლი­სი­დან ლა სკა­ლამ­დე გავ­ლილ გზა­ზე, ახ­დე­ნილ და აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბებ­ზე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე თე­ო­ნა გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა.

- რო­გორც მშობ­ლე­ბი მიყ­ვე­ბი­ან, სიმ­ღე­რა სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად და­მი­წყია. 3 წლის ვი­ყა­ვი, როცა საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლად და სწო­რად ვმღე­რო­დი. ჩვენს ოჯახ­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ მუ­სი­კა. ყვე­ლა მღე­რის, მაგ­რამ მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც სიმ­ღე­რა პრო­ფე­სი­ად გა­ი­ხა­და. მამა ფი­ნან­სისტ-ეკო­ნო­მის­ტია, დედა - მუ­სი­კო­სი პე­და­გო­გი. დე­დის ბიძა გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და­ვით თო­რა­ძე, მისი შვი­ლი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­ა­ნის­ტი ლექ­სო თო­რა­ძეა. ასე რომ, მოვ­ხვდი სა­ო­ცარ მუ­სი­კა­ლურ გა­რე­მო­ში და თა­ვი­დან­ვე მქონ­და ინ­ტე­რე­სი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კი­სად­მი. ოჯახ­ში ხში­რად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ჩემი მშობ­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი და სუფ­რას­თან, მეც მათ­თან ერ­თად ვმღე­რო­დი ხალ­ხურ თუ ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებს. ამით ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­დნენ, მა­ქებ­დნენ და მეც, სტი­მუ­ლი მეძ­ლე­ო­და.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა სად გა­აგ­რძე­ლე?

- კლა­სი­დან ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი, ვინც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში აბა­რებ­და. პირ­ველ წელს მუ­სი­კის­მცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე, სა­კომ­პო­ზი­ციო ფა­კულ­ტეტ­ზე - ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ წელს, პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ვა­ბა­რე ვო­კა­ლის გან­ხრით.GზაPრესს

- მო­მი­ყე­ვი შენს პირ­ველ წარ­მა­ტე­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც დარ­წმუნ­დი, რომ პრო­ფე­სია სწო­რად აირ­ჩიე.

- დე­დას ყო­ველ­თვის დავ­ყავ­დი სა­ბავ­შვო კონ­კურ­სებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. ალ­ბათ, 12 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, როცა გა­ვი­მარ­ჯვე ბორ­ჯო­მის ფეს­ტი­ვალ­ზე "ბრო­ლის ნაძ­ვი". უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა ნანი ბრეგ­ვა­ძემ გად­მომ­ცა გრან-პრი. ის ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე იყო და შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა. იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკვე ვი­ცო­დი, პრო­ფე­სი­ად რას ავირ­ჩევ­დი. სცე­ნა­ზე თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ­დი.

- რო­გორ გა­იკ­ვლიე გზა უცხო­ე­თის­კენ?

- ჩემი წარ­მა­ტე­ბის გზა იტა­ლი­ი­დან და­ი­წყო. გა­საკ­ვი­რიც არ არის, იტა­ლია ხომ ოპე­რის სამ­შობ­ლოა! ამ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად 22 წლი­სა ჩა­ვე­დი, გა­მო­ჩე­ნი­ლი და ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის, რე­ნა­ტა სკო­ტოს მას­ტერ კლას­ზე. გა­მი­მარ­თლა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მოვ­ხვდი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მომ­ღე­რალ­თან. ის სხვა სტუ­დენ­ტე­ბის­გან ყო­ველ­თვის გა­მო­მარ­ჩევ­და, ძა­ლი­ან მოვ­წონ­დი და სულ მა­ქებ­და. ყვე­ლა­ზე რთულ ნა­წარ­მო­ებს მე მაძ­ლევ­და, - შენ თუ არა, ამის შეს­რუ­ლე­ბას სხვა ვინ შეძ­ლებ­სო?.. ვე­ი­მე­დე­ბო­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად დე­დას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, მერე დედა წა­ვი­და და მარ­ტო დავ­რჩი, ვერ ვსა­უბ­რობ­დი იტა­ლი­უ­რად და არც მეს­მო­და. მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რად ვლა­პა­რა­კობ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იტა­ლი­ა­ში თავს მა­ინც კარ­გად ვგრძნობ­დი. არ მქონ­და იმის შეგ­რძნე­ბა, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი, რად­გან იტა­ლი­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ქარ­თვე­ლებს, რო­გორც ხა­სი­ა­თით, ისე გა­რეგ­ნუ­ლად. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი გა­ვი­ჩი­ნე და ნელ-ნელა, ენაც ვის­წავ­ლე. ახლა უკვე სრულ­ყო­ფი­ლად ვსა­უბ­რობ იტა­ლი­უ­რად.

- გა­იხ­სე­ნე პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზეს.

- ჩემი პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი სა­ო­პე­რო სტუ­დი­ა­ში იყო, შემ­დგომ­ში უკვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სცე­ნა­ზე. გა­მო­გი­ტყდე­ბით, თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა იყო და სურ­ვი­ლი ამიხ­და: პირ­ვე­ლად ვიმ­ღე­რე ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რის სცე­ნა­ზე და შემ­დგომ­ში უკვე გა­და­ვი­ნაც­ვლე იტა­ლი­ა­ში.

- გარ­და ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, რა სჭირ­დე­ბა ოპე­რის მომ­ღე­რალს სა­ი­მი­სოდ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს?

- ოპე­რა სინ­თე­ზუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ოპე­რის მომ­ღე­რალს ჰქონ­დეს სამ­სა­ხი­ო­ბო ნიჭი. ასე­ვე, ბევრ დად­გმა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცეკ­ვის, აკ­რო­ბა­ტუ­ლი ილე­თე­ბის ცოდ­ნაც და რაც მთა­ვა­რია, უნდა გიყ­ვარ­დეს შრო­მა, გქონ­დეს ნიჭი და იღ­ბა­ლი.

- რო­გორც ჩანს, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ.

- ნამ­დვი­ლად, შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით მშვილ­დო­სა­ნი გახ­ლა­ვართ და ალ­ბათ, ესეც მი­წყობს ხელს წარ­მა­ტე­ბა­ში. შრო­მა და სწავ­ლა არ მე­ზა­რე­ბა. მიღ­წე­უ­ლით არას­დროს ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი. კრი­ტი­კუ­ლი ვარ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ და ბევ­რს ვშრო­მობ იმის­თვის, რომ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის­კენ გზა გა­ვიკ­ვა­ლო.

- უცხო­ეთ­ში თუ გიმ­ღე­რია ქარ­თუ­ლად?

- ია­პო­ნი­ა­ში ვიმ­ღე­რე, იმ­პე­რა­ტორ­თან შეხ­ვედ­რი­სას, სა­დაც დიდი ვახ­შა­მი გა­მარ­თეს. გვთხო­ვეს, რომ ყვე­ლას სა­კუ­თარ ენა­ზე გვემ­ღე­რა და მე შე­ვას­რუ­ლე ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის "მზე­თა მზის სა­ხეო". უცხო ქვეყ­ნის სცე­ნა­ზე სულ სხვა­ნა­ი­რად ავმღერ­დი, ეს ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი იყო.

- მა­შინ, როცა პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­დი, გჯე­რო­და, რომ ოდეს­მე თავ­ბრუ­დამ­ხვევ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­დი?

- გა­მო­გი­ტყდე­ბით და, მჯე­რო­და. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ შუა გზა­ზე ვარ, ბევ­რი სცე­ნის და­პყრო­ბა მინ­და და ბევ­რი ქვეყ­ნის დიდ სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა მაქვს ოც­ნე­ბად. თუკი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში თა­ვად არ ხარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, სხვას ვე­რას­დროს მო­ა­წო­ნებ თავს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

თეონა დვალი იტალიელ ბიზნესმენზე თხოვდება - ვინ არის ოპერის მომღერლის რჩეული და ვის ანდო იტალიური ქორწილის ორგანიზება

თეონა დვალი იტალიელ ბიზნესმენზე თხოვდება - ვინ არის ოპერის მომღერლის რჩეული და ვის ანდო იტალიური ქორწილის ორგანიზება

მსოფლიო საოპერო სცენაზე ბევრი ქართველი მომღერალი გამოსულა წარმატებით. თეონა დვალი პატარა ასაკში გაიცნეს უცხოეთში, როგორც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. თბილისიდან ლა სკალამდე გავლილ გზაზე, ახდენილ და აუხდენელ ოცნებებზე, პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე თეონა გულახდილად გვესაუბრა.

- როგორც მშობლები მიყვებიან, სიმღერა საუბრის პარალელურად დამიწყია. 3 წლის ვიყავი, როცა საკმაოდ გამართულად და სწორად ვმღეროდი. ჩვენს ოჯახში ძალიან უყვართ მუსიკა. ყველა მღერის, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვინც სიმღერა პროფესიად გაიხადა. მამა ფინანსისტ-ეკონომისტია, დედა - მუსიკოსი პედაგოგი. დედის ბიძა გახლდათ ცნობილი კომპოზიტორი დავით თორაძე, მისი შვილი კი მოგეხსენებათ, არაჩვეულებრივი პიანისტი ლექსო თორაძეა. ასე რომ, მოვხვდი საოცარ მუსიკალურ გარემოში და თავიდანვე მქონდა ინტერესი კლასიკური მუსიკისადმი. ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ჩემი მშობლების მეგობრები და სუფრასთან, მეც მათთან ერთად ვმღეროდი ხალხურ თუ ქალაქურ სიმღერებს. ამით ძალიან ხალისობდნენ, მაქებდნენ და მეც, სტიმული მეძლეოდა.

- სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სად გააგრძელე?

- კლასიდან ერთადერთი ვიყავი, ვინც კონსერვატორიაში აბარებდა. პირველ წელს მუსიკისმცოდნეობაზე ჩავაბარე, საკომპოზიციო ფაკულტეტზე - ბაკალავრიატი დავამთავრე. შემდეგ წელს, პარალელურად ჩავაბარე ვოკალის განხრით.GზაPრესს

- მომიყევი შენს პირველ წარ­მატებაზე, რის შემდეგაც დარწმუნდი, რომ პროფესია სწორად აირჩიე.

- დედას ყოველთვის დავყავდი საბავშვო კონკურსებსა და ფესტივალებზე. ალბათ, 12 წლის ვიქნებოდი, როცა გავიმარჯვე ბორჯომის ფესტივალზე "ბროლის ნაძვი". უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ გადმომცა გრან-პრი. ის ჟიურის თავმჯდომარე იყო და შემდგომი წარმატებები მიწინასწარმეტყველა. იმ დროიდან მოყოლებული, უკვე ვიცოდი, პროფესიად რას ავირჩევდი. სცენაზე თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი.

- როგორ გაიკვლიე გზა უცხოეთისკენ?

- ჩემი წარმატების გზა იტალიიდან დაიწყო. გასაკვირიც არ არის, იტალია ხომ ოპერის სამშობლოა! ამ ქვეყანაში პირველად 22 წლისა ჩავედი, გამოჩენილი და ცნობილი საოპერო მომღერლის, რენატა სკოტოს მასტერ კლასზე. გამიმართლა, რომ იმ პერიოდში მოვხვდი არაჩვეულებრივ მომღერალთან. ის სხვა სტუდენტებისგან ყოველთვის გამომარჩევდა, ძალიან მოვწონდი და სულ მაქებდა. ყველაზე რთულ ნაწარმოებს მე მაძლევდა, - შენ თუ არა, ამის შესრულებას სხვა ვინ შეძლებსო?.. ვეიმედებოდი. თავდაპირველად დედასთან ერთად ვიყავი, მერე დედა წავიდა და მარტო დავრჩი, ვერ ვსაუბრობდი იტალიურად და არც მესმოდა. მხოლოდ ინგლისურად ვლაპარაკობდი. მიუხედავად ამისა, იტალიაში თავს მაინც კარგად ვგრძნობდი. არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავი, რადგან იტალიელები ძალიან ჰგვანან ქართველებს, როგორც ხასიათით, ისე გარეგნულად. დროთა განმავლობაში უამრავი მეგობარი გავიჩინე და ნელ-ნელა, ენაც ვისწავლე. ახლა უკვე სრულყოფილად ვსაუბრობ იტალიურად.

- გაიხსენე პირველი სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა შემოგთავაზეს.

- ჩემი პირველი სპექტაკლი საოპერო სტუდიაში იყო, შემდგომში უკვე კონსერვატორიის სცენაზე. გამოგიტყდებით, თბილისის ოპერის სცენაზე სიმღერა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო და სურვილი ამიხდა: პირველად ვიმღერე ფალიაშვილის სახელობის ოპერის სცენაზე და შემ­დგომში უკვე გადავინაცვლე იტალიაში.

- გარდა ვოკალური მონაცემებისა, რა სჭირდება ოპერის მომღერალს საიმისოდ, რომ წარმატებული იყოს?

- ოპერა სინთეზური ხელოვნებაა. აუცილებელია, რომ ოპერის მომღერალს ჰქონდეს სამსახიობო ნიჭი. ასევე, ბევრ დადგმაში აუცილებელია ცეკვის, აკრობატული ილეთების ცოდ­ნაც და რაც მთავარია, უნდა გიყვარდეს შრომა, გქონდეს ნიჭი და იღბალი.

- როგორც ჩანს, მიზანდასახული ადამიანი ხარ.

- ნამდვილად, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი გახლავართ და ალბათ, ესეც მიწყობს ხელს წარმატებაში. შრომა და სწავლა არ მეზარება. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ დასახული მიზნებისკენ გზა გავიკვალო.

- უცხოეთში თუ გიმღერია ქართულად?

- იაპონიაში ვიმღერე, იმპერატორთან შეხვედრისას, სადაც დიდი ვახშამი გამართეს. გვთხოვეს, რომ ყველას საკუთარ ენაზე გვემღერა და მე შევასრულე ალექსი მაჭავარიანის "მზეთა მზის სახეო". უცხო ქვეყნის სცენაზე სულ სხვანაირად ავმღერდი, ეს ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი იყო.

- მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდი, გჯეროდა, რომ ოდესმე თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწევდი?

- გამოგიტყდებით და, მჯეროდა. თუმცა, ჯერ კიდევ შუა გზაზე ვარ, ბევრი სცენის დაპყრობა მინდა და ბევრი ქვეყნის დიდ სცენაზე სიმღერა მაქვს ოცნებად. თუკი ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში თავად არ ხარ დარწმუნებული, სხვას ვერასდროს მოაწონებ თავს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"