პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი: "ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი "დეზოდორის" თავსახურში ჰქონდა, დაუვარდა და ყველამ დაინახა"
პროკურორი: "ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი "დეზოდორის" თავსახურში ჰქონდა, დაუვარდა და ყველამ დაინახა"

"ბრალ­დე­ბულს სურ­და სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ეხ­სნა "დე­ზო­დო­რი", სა­დაც მა­ლუ­ლად ჰქონ­და ცი­ა­ნი­დი და ისე და­ე­მა­ლა ის, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ვერ ენა­ხა. თუმ­ცა, შემ­თხვე­ვით და­უ­ვარ­და ის და ეს მოწ­მე­ებ­მაც და­ი­ნა­ხეს" - ამის შე­სა­ხებ ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც წიკ­ლა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მოწ­მე­ებ­მა ისა­უბ­რეს იმ ფაქ­ტებ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­და მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ბარ­გის და­ლუქ­ვა აე­რო­პორ­ტში და მა­თი­ვე თან­დას­წრე­ბით უკვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში და­ლუ­ქუ­ლი და და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი ბარ­გის შე­მოწ­მე­ბა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძეს ბარ­გში მომ­წამ­ვლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბა - ცი­ა­ნი­დი ჰქონ­და.

"მოწ­მე­ე­ბის, კერ­ძოდ, აე­რო­პორ­ტის სა­ბარ­გო გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­სა­ზღვრე­ე­ბის თან­დას­წრე­ბით და­ი­ლუ­ქა ბარ­გი და მა­თი­ვე თან­დას­წრე­ბით მოხ­და უკვე ამ ბარ­გის გახ­სნა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. მათ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ბარ­გში მომ­წამ­ვლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბა - ცი­ა­ნი­დი აღ­მოჩ­ნდა. კერ­ძოდ, თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა ამო­ი­ღო "დე­ზო­დო­რი", რომ­ლის თავ­სა­ხურ­ში ჰქონ­და ფა­რუ­ლად და­მა­ლუ­ლი სა­წამ­ლა­ვი. ბრალ­დე­ბულს სურ­და, და­ე­მა­ლა ისე, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ვერ ენა­ხა, თუმ­ცა მას და­უ­ვარ­და თავ­სა­ხუ­რი და ყვე­ლამ და­ვი­ნა­ხეთ ცი­ა­ნი­დი. ეს სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში მოწ­მე­ებ­მაც აღ­ნიშ­ნეს", - გა­ნა­ცხა­და ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს აე­რო­პორ­ტში გა­კე­თე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ბარ­გის და­ლუქ­ვას ეხე­ბა და სა­დაც ჩანს, რომ მა­მა­ლა­ძის ბარ­გი ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ნო­ნის დაც­ვით ილუ­ქე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პროკურორი: "ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი "დეზოდორის" თავსახურში ჰქონდა, დაუვარდა და ყველამ დაინახა"

პროკურორი: "ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი "დეზოდორის" თავსახურში ჰქონდა, დაუვარდა და ყველამ დაინახა"

"ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა "დეზოდორი", სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა. თუმცა, შემთხვევით დაუვარდა ის და ეს მოწმეებმაც დაინახეს" - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა მამა გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგის შემოწმება.

პროკურორის თქმით, პროკურატურაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დეკანოზ მამალაძეს ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი ჰქონდა.

"მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღო "დეზოდორი", რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, არსებობს აეროპორტში გაკეთებული ფოტომასალა, რომელიც ბარგის დალუქვას ეხება და სადაც ჩანს, რომ მამალაძის ბარგი ყველანაირი კანონის დაცვით ილუქება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ