"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილს წარადგენს. ცერემონია მეტეხის ტაძრის ეზოში, გორგასლის ძეგლთან ამ წუთებში მიმდინარეობს.
ტაძრის ეზოში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სტუმრებს შორის არიან საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და ბებია მზია წერეთელი.
ფოტო: ინგა მურუსიძე