პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ თქვენი წინაპარი გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გადახედეთ ამ სიას
თუ თქვენი წინაპარი გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გადახედეთ ამ სიას

მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­ვაგ­რძობთ თე­მას, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც არა­ერ­თხელ აღ­ვნიშ­ნეთ, ყი­რიმ­სა და ქერჩში და კი­დევ სხვა, რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, სა­დაც ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლად პო­უ­ლო­ბენ და­ღუ­პუ­ლი, მე­ომ­რე­ბის ნეშ­თებს, მათ შო­რის არი­ან, ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბიც...

ამ­ჯე­რად, AMBEBI.GE-ს მკი­თხველს იმ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს ვაწ­ვდით, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნულ ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ და რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებს დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­აჩ­ნდათ;

ქა­ლა­ქი ორე­ლი, 1941 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გერ­მა­ნე­ლე­ბამ აი­ღეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ მე-4 საბ­ჭო­თა ტანკსა­წი­ნა­აღ­დე­გო არ­ტი­ლე­რია იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, გერ­მა­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ქა­ლა­ქი ორ დღე­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, უბ­რძოლ­ვე­ლად აი­ღეს, თუ არ ჩავ­თვლით, ქა­ლა­ქის აე­რო­პორ­ტში საბ­ჭო­თა სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მცდე­ლო­ბას, არ შე­მო­ეშ­ვათ ისი­ნი...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ყი­რიმ­ში ნა­პოვ­ნია კი­დევ 4 ქარ­თვე­ლის ნეშ­ტი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ი­კარ­გნენ

რამ­დე­ნი­მე თვე­ში, გერ­მა­ნე­ლებ­მა ქა­ლა­ქის ციხე სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კად გა­და­აქ­ცი­ეს. რო­გორც გერ­მა­ნულ გა­ზეთ "რეჩ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მე­მუ­ა­რებ­ში, ოფი­ცე­რი გე­ინც გუ­დე­რი­ა­ნი იგო­ნებს, - ბა­ნაკ­ში 80 ათას­ზე მეტი საბ­ჭო­თა ტყვე და­ი­ღუ­პა. უფრო ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დათ სულ ბა­ნაკ­ში, არ არ­სე­ბობს.

და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან, ქა­ლა­ქის არ­ქივ­ში, მხო­ლოდ 5 500 ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მი ინა­ხე­ბა, მათ შო­რის, 35 სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო.

ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ბა­ნა­კის სამი ლა­ზა­რე­თის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბო­და, თუმ­ცა, მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ძნე­ლი იყო, რად­გან მხო­ლოდ ტყვეს ნო­მე­რი და მისი უგზო-უკვლოდ და­კარ­გვის თა­რი­ღი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი... რო­გორც ირ­კვე­ვა, ტყვე­ებს არა­ვი­თა­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა არ ეწე­ო­დათ, ექთ­ნე­ბი, მხო­ლოდ მათ მო­ნა­ცე­მებს, - გვარ-სა­ხე­ლებს, და­ბა­დე­ბის ად­გილს, წელ­სა და რი­ცხვს იწერ­დნენ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, შეც­დო­მი­თაც...

ქა­ლაქ ორელ­ში, გერ­მა­ნე­ლე­ბის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში ნა­პოვ­ნი და წლე­ბის შემ­დეგ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის არას­რუ­ლი სია ასე­თია:

დი­მიტ­რი მა­რუ­სიშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს, თბი­ლის­ში, მარ­ტყო­ფის ქუ­ჩა­ზე. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 23 იან­ვარს.

შალ­ვა რა­მი­ნის ძე კუკ­სა­ძე (კუხ­სა­ძე ან შე­საძ­ლოა გოგ­სა­ძეც), და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლი­ხეთ­ში. მე­უღ­ლე მი­ხა­ი­ლის ასუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით და­ი­კარ­გა 1942 წლის 7 მა­ისს. აღ­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ღუ­პა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში 1942 წლის 28 მა­ისს.

ამ­ბრო­სი სე­მი­ო­ნის ძე ლა­ლი­აშ­ვი­ლი (ან ლი­ლი­აშ­ვი­ლი), და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, თერ­ჯო­ლა­ში, მე­უღ­ლე და­რი­კო (ან ტა­სი­კოს) და­ნი­ე­ლის ასუ­ლი. და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 1942 წლის 7 მა­ი­სი­დან, და­ი­ღუ­პა იმა­ვე წლის 3 ივ­ლისს.

წა­ი­კი­თხეთ: ქარ­თვე­ლი ქა­ლის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც ომში და­კარ­გუ­ლი ბა­ბუა, 70 წლის შემ­დეგ AMBEBI.GE-ს სა­შუ­ა­ლე­ბით იპო­ვა

და­ვით გი­ორ­გის ძე სი­ხა­რუ­ლი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წელს, ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შუა გა­ნახ­ლე­ბა­ში. და­ღუ­პუ­ლია ორე­ლის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში, 1942 წლის 5 მა­ისს.

ასე­ვე, ნა­პოვ­ნია კა­ლუ­ჟის ოლ­ქში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის ნეშ­თი, რომ­ლე­ბიც აგ­რეთ­ვე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ.

აკა­კი გუ­ნია, ან­ტო­ნის (ან ან­თი­მო­ზის) ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­მი­ქა­ო­ში. მე­უღ­ლე ოლია... ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა, უკვე ნა­პოვ­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, - მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, და­ი­ღუ­პა 1942 წელს, თე­ბერ­ვალს, კა­ლუ­ჟის ოლ­ქის, სო­ფელ ოლო­ნი­ის მთებ­ში (ეს არის ცენ­ტრა­ლუ­რი რუ­სე­თის ნა­წი­ლი).

უო­რიტ (?!) კონ­სტან­ტი­ნეს ძე ნი­ქო­ბა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნებ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე, მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან და­ი­ღუ­პა, 1942 წლის 4 მარტს, სო­ფელ ოლო­ნი­ის მთებ­ში.

P.S მათ ნეშტს, სამ­ძებ­რო კო­მი­სია, ჭი­რი­სუფ­ლის გა­მო­ჩე­ნამ­დე, იმა­ვე ქა­ლა­ქებ­ში გა­კე­თე­ბულ, დრო­ე­ბით "ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე" დაკ­რძა­ლავს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თუ თქვენი წინაპარი გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გადახედეთ ამ სიას

თუ თქვენი წინაპარი გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გადახედეთ ამ სიას

მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, განვაგრძობთ თემას, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრების შესახებ. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ყირიმსა და ქერჩში და კიდევ სხვა, რამდენიმე ქალაქში, სადაც ომის მონაწილეების თქმით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა, გრძელდება სამძებრო სამუშაოები. კომისიის წევრები და მოხალისეები, პერიოდულად პოულობენ დაღუპული, მეომრების ნეშთებს, მათ შორის არიან, ქართველი მეომრებიც...

ამჯერად, AMBEBI.GE-ს მკითხველს იმ ქართველი მეომრების გვარ-სახელებს ვაწვდით, რომლებიც გერმანულ ტყვეთა ბანაკებში აღმოჩნდნენ და რომლებიც ოჯახებს დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდათ;

ქალაქი ორელი, 1941 წლის ოქტომბრის დასაწყისში გერმანელებამ აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ იქ მე-4 საბჭოთა ტანკსაწინააღდეგო არტილერია იყო მობილიზებული, გერმანელმა სამხედროებმა ქალაქი ორ დღეში, ფაქტობრივად, უბრძოლველად აიღეს, თუ არ ჩავთვლით, ქალაქის აეროპორტში საბჭოთა საჰაერო დესანტის მიერ განხორციელებულ მცდელობას, არ შემოეშვათ ისინი...

ასევე წაიკითხეთ: ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ

რამდენიმე თვეში, გერმანელებმა ქალაქის ციხე საკონცენტრაციო ბანაკად გადააქციეს. როგორც გერმანულ გაზეთ "რეჩში" გამოქვეყნებულ მემუარებში, ოფიცერი გეინც გუდერიანი იგონებს, - ბანაკში 80 ათასზე მეტი საბჭოთა ტყვე დაიღუპა. უფრო ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი ჰყავდათ სულ ბანაკში, არ არსებობს.

დაღუპულებიდან, ქალაქის არქივში, მხოლოდ 5 500 ადამიანის მონაცემი ინახება, მათ შორის, 35 საქართველოდან იყო.

ეს მონაცემები ბანაკის სამი ლაზარეთის არქივში ინახებოდა, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ძნელი იყო, რადგან მხოლოდ ტყვეს ნომერი და მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის თარიღი იყო მითითებული... როგორც ირკვევა, ტყვეებს არავითარი სამედიცინო დახმარება არ ეწეოდათ, ექთნები, მხოლოდ მათ მონაცემებს, - გვარ-სახელებს, დაბადების ადგილს, წელსა და რიცხვს იწერდნენ, ხშირ შემთხვევაში, შეცდომითაც...

ქალაქ ორელში, გერმანელების საკონცენტრაციო ბანაკში ნაპოვნი და წლების შემდეგ იდენტიფიცირებული ქართველი ტყვეების არასრული სია ასეთია:

დიმიტრი მარუსიშვილი, დაბადებული 1911 წელს, თბილისში, მარტყოფის ქუჩაზე. დაიღუპა 1942 წლის 23 იანვარს.

შალვა რამინის ძე კუკსაძე (კუხსაძე ან შესაძლოა გოგსაძეც), დაბადებული 1902 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ლიხეთში. მეუღლე მიხაილის ასული. ოფიციალური მონაცემებით დაიკარგა 1942 წლის 7 მაისს. აღმოჩენილი ინფორმაციით, დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 28 მაისს.

ამბროსი სემიონის ძე ლალიაშვილი (ან ლილიაშვილი), დაბადებული 1902 წელს, თერჯოლაში, მეუღლე დარიკო (ან ტასიკოს) დანიელის ასული. დაკარგულად ითვლება 1942 წლის 7 მაისიდან, დაიღუპა იმავე წლის 3 ივლისს.

წაიკითხეთ: ქართველი ქალის დაუჯერებელი ამბავი, რომელმაც ომში დაკარგული ბაბუა, 70 წლის შემდეგ AMBEBI.GE-ს საშუალებით იპოვა

დავით გიორგის ძე სიხარულიძე, დაბადებული 1922 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა განახლებაში. დაღუპულია ორელის საკონცენტრაციო ბანაკში, 1942 წლის 5 მაისს.

ასევე, ნაპოვნია კალუჟის ოლქში დაღუპული ქართველი მეომრების ნეშთი, რომლებიც აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

აკაკი გუნია, ანტონის (ან ანთიმოზის) ძე, დაბადებული 1918 წელს, აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში. მეუღლე ოლია... ოფიციალური ინფორმაციით, ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, უკვე ნაპოვნი მონაცემების თანახმად, - მიღებული ჭრილობების შედეგად, დაიღუპა 1942 წელს, თებერვალს, კალუჟის ოლქის, სოფელ ოლონიის მთებში (ეს არის ცენტრალური რუსეთის ნაწილი).

უორიტ (?!) კონსტანტინეს ძე ნიქობაძე, დაბადებული წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, რომელიც ასევე, მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა, 1942 წლის 4 მარტს, სოფელ ოლონიის მთებში.

P.S მათ ნეშტს, სამძებრო კომისია, ჭირისუფლის გამოჩენამდე, იმავე ქალაქებში გაკეთებულ, დროებით "ძმათა სასაფლაოზე" დაკრძალავს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე