პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე, როგორც მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე, როგორც მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მის, ჟურ­ნა­ლისტ ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა მოწ­მე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყო.

"2017 წლის 25 ივ­ნისს ქ. თბი­ლის­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძე­ბო ნა­წილ­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა მოწ­მე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 372-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გა­მო­ძე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც იგი მი­უ­თი­თებს, რომ მას­ზე, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ზე, მსჯავ­რდე­ბულ ი. ფირ­ცხა­ლა­ვას მხრი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის შეც­ვლას", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის მთა­ვარ­მა მოწ­მემ, ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას, ასე­ვე, "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლისტ თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ნო­დარ მე­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა.

რო­გორც მა­მა­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, საქ­მე ეხე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს. მა­მა­ლა­ძე უარ­ყოფს ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ბრალ­დე­ბას მისი აგენ­ტო­ბის შე­სა­ხებ და აცხა­დებს, რომ ეს სი­უ­ჟე­ტი მისი, რო­გორც მთა­ვა­რი მოწ­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და სა­სა­მარ­თლოს წინ მას­ზე წნე­ხის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო თით­ქოს ჩემს აგენ­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვი­თომ კუდ-ის აგენ­ტი ვი­ყა­ვი. ეს რე­პორ­ტა­ჟი გა­ვი­და გამ­სვლელ სი­უ­ჟე­ტად. მე ვთვლი, რომ ეს ისა­ხავ­და მიზ­ნად ჩემს, რო­გორც მოწ­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, შე­ი­ლა­ხა ჩემი საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია, ღირ­სე­ბა. ვი­თხოვ გარ­კვე­ვას, და­გეგ­მეს თუ არა "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა და მან ეს სი­უ­ჟე­ტი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, რათა სა­სა­მარ­თლოს წინ ჩემ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო წნე­ხი", - გა­ნა­ცხა­და მა­მა­ლა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რას დღეს მი­მარ­თა.

ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან წე­რილს აგ­ზავ­ნის, რო­მელ­შიც ე.წ. "ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე" პრო­კუ­რა­ტუ­რის მთა­ვარ მოწ­მეს ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს. ფირ­ცხა­ლა­ვას წე­რილს სა­პა­ტიმ­რო­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" აქ­ვეყ­ნებს. სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლია.

პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე, როგორც მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე, როგორც მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე დაიწყო.

"2017 წლის 25 ივნისს ქ. თბილისში პროკურატურის საგამოძებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ი. ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც მიზნად ისახავს მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას", - აცხადებენ პროკურატურაში.

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ასევე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

როგორც მამალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს. მამალაძე უარყოფს ირაკლი ფირცხალავას ბრალდებას მისი აგენტობის შესახებ და აცხადებს, რომ ეს სიუჟეტი მისი, როგორც მთავარი მოწმის დისკრედიტაციას და სასამართლოს წინ მასზე წნეხის განხორციელებას ემსახურება.

"შევიტანე განცხადება ირაკლი ფირცხალავას მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო თითქოს ჩემს აგენტობასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების დროს ვითომ კუდ-ის აგენტი ვიყავი. ეს რეპორტაჟი გავიდა გამსვლელ სიუჟეტად. მე ვთვლი, რომ ეს ისახავდა მიზნად ჩემს, როგორც მოწმის დისკრედიტაციას, შეილახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია, ღირსება. ვითხოვ გარკვევას, დაგეგმეს თუ არა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა და მან ეს სიუჟეტი ჩემს წინააღმდეგ, რათა სასამართლოს წინ ჩემზე განხორციელებულიყო წნეხი", - განაცხადა მამალაძემ. მისივე თქმით, პროკურატურას დღეს მიმართა.

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ფირცხალავა ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს აგზავნის, რომელშიც ე.წ. "ციანიდის საქმეზე" პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს. ფირცხალავას წერილს საპატიმროდან ტელეკომპანია "რუსთავი 2" აქვეყნებს. სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ