"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი ქსელი ჩალაგდა.
ასევე, წყალსადნის 160 მმ-იანი ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა და 2 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
კომპანია ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, გადაერთების სამუშაოებს, დღეს, ღამის 00:00 საათიდან განახორციელებს.
სამუშაობის მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 25 ივნისის ღამის 00:00 საათიდან, ხვალ, 26 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: პეკინის გამზირის N 2, 4-ს და იყალთოს ქუჩას.
კომპანიის განცხადებით, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების შემდეგ, აღნიშული ქუჩების მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.