სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი პლასტიკური ქირურგის უცნობი ხელოვნება - მამა-შვილი ქაშიბაძეების "არაჩვეულებრივი გამოფენა"
ცნობილი პლასტიკური ქირურგის უცნობი ხელოვნება - მამა-შვილი ქაშიბაძეების "არაჩვეულებრივი გამოფენა"

სხვი­სი არ ვიცი, მაგ­რამ მე ნამ­დვი­ლად აღ­მოვ­ჩნდი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მელ­საც სა­ხე­ლი ცნო­ბი­ლი ფილ­მის ცნო­ბი­ლი ფრა­ზის - "მე და მამა ვმუ­შა­ობთ" მი­ხედ­ვით, ზუს­ტად შე­ურ­ჩი­ეს...

დიახ, მამა-შვილს მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლად უმუ­შა­ვი­ათ და წლე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი ტი­ლო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში ერ­თმა­ნე­თის სა­პი­რის­პი­როდ გა­მო­ფი­ნეს. თა­მაზ და გუგა ქა­ში­ბა­ძე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მამა - ზო­ო­ინ­ჟი­ნე­რია, შვი­ლი - ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი.

"ისი­ნი მამა-შვი­ლო­ბის გარ­და, ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რუ­ლის ფე­რე­ბით გა­მო­ხატ­ვის უნარ­მაც და­ა­კავ­ში­რა. ოჯა­ხის წევრთა გა­მო­ფე­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ გა­აკ­ვირ­ვებ, მაგ­რამ ის, რომ პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტი შვი­ლის სა­ღე­ბა­ვებ­მა შთა­ა­გო­ნა და მა­თი­ვე მეშ­ვე­ო­ბით შექ­მნა, მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რია - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პი­რი­ქით ხდე­ბა ხოლ­მე. ასე და­ი­ბა­და მე­ო­რე მხატ­ვა­რი ქა­ში­ბა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში და მა­მაშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ფე­რე­ბით მე­ტყვე­ლე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე მხატ­ვარს არა­ერთ გა­მო­ფე­ნა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი," - გვე­უბ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნინო გე­დე­ნი­ძე.

"ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი არის სამ­ყა­რო, რო­მელ­საც მე ვიც­ნობ და ძა­ლი­ან ხში­რად ვარ იმ სამ­ყა­რო­ში. მას­ში ასა­ხულ­ნი ჩემ­თვის რე­ა­ლუ­რი გმი­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ჩემ­თან ერ­თად არი­ან და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს... კი, ისი­ნი ჩემ­ში არ­სე­ბო­ბენ თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლე­ბით, თვი­სე­ბე­ბით, ხა­სი­ა­თით...

ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ, ეს საქ­მე ახლა არ და­მი­წყია, თუმ­ცა მა­მამ 44 წლის ასაკ­ში შექ­მნა პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი. გა­მო­დის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე უფრო დიდი სტა­ჟი მაქვს, ვიდ­რე მა­მას. ასე რომ, რაც თავი მახ­სოვს, ვხა­ტავ", - გვე­უბ­ნე­ბა გუგა ქა­ში­ბა­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი სამ­ყა­რო აქვს თა­ვის ტი­ლო­ებ­ში შექ­მნი­ლი, რომ­ლის მი­მართ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი გულ­გრი­ლი ვერ დარ­ჩე­ბა...

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ წა­ვი­და ის მხატ­ვრო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გვპა­სუ­ხობს: "ეტყო­ბა, სა­თა­ნა­დო მუხ­ტი არ მქონ­და, რომ მხატ­ვა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე და მამა ორი­ვე მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ვართ... სა­ერ­თოდ, მხატ­ვრად ან იბა­დე­ბი, ან - არა. 2 პრო­ფე­სია ერ­თად რთუ­ლია, რად­გა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნაა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად და ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა ემ­სა­ხუ­რო".

- არა­და, მგო­ნი, სა­ა­მი­სოდ ნი­ა­და­გი გქონ­დათ...

- ალ­ბათ ბო­ლომ­დე ისე არ იყო, რომ მთე­ლი ჩემი არ­სე­ბა მხატ­ვრო­ბის­თვის მი­მე­ძღვნა... დრო ხატ­ვის­თვის ნაკ­ლე­ბად მაქვს. იმის­თვის, რომ დავ­ხა­ტო, ზოგ­ჯერ ვიკ­ლებ ძილს, გარ­თო­ბას, ხან­და­ხან სამ­სა­ხუ­რი­დან ერთი სული მაქვს, სახ­ლში რო­დის მი­ვალ, რომ უბ­რა­ლოდ ხატო..

- კი, ურ­თუ­ლე­სი პრო­ფე­სია გაქვთ. ამას­თან, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხართ...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს ხელს უწყობს. მხატ­ვრო­ბა მეხ­მა­რე­ბა ჩემს ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ა­ში და ჩემი პრო­ფე­სია მხატ­ვრო­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ავ­სებს... ვხა­ტავ ჩემი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის და არა იმის­თვოს, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარვდგე...

- გა­მო­ფე­ნის­თვის ზუს­ტი სა­ხელ­წო­დე­ბა და­გირ­ქმე­ვი­ათ...

- მე და მა­მას ერთი და იგი­ვე აზრი არა­ფერ­ზე გვაქს, იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კა თუ სპორ­ტი, ყვე­ლა­ფერ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ვართ და ეს გა­მო­ფე­ნაც ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ, ამ ფორ­მით ერ­თგვა­რი ბრძო­ლაა, მაგ­რამ, მამა უკე­თე­სად ხა­ტავს.

ნინო გე­დე­ნი­ძე:

- დღე­ვან­დე­ლი მა­მაშ­ვი­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა ის არის, რომ გუგა ქა­ში­ბა­ძეს სურ­და, მა­მის­თვის, იუ­ბი­ლე­ზე სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რაც კი­დევ სულ სხვა რამ არის. მით უფრო, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "მა­მის დღე" აღი­ნიშ­ნა... რო­დე­საც მა­მაშ­ვი­ლო­ბა დე­დაშ­ვი­ლო­ბას უტოლ­დე­ბა, ეს უკვე ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია და არა მარ­ტო ჩვე­ნი, პლა­ნე­ტის გა­დარ­ჩე­ნის ხერ­ხე­მა­ლია. ბა­ტონ თა­მაზს და­ბა­დე­ბის დღეს ვუ­ლო­ცავთ და მად­ლო­ბას ვუხ­დით გუ­გას, რომ ასე­თი სა­ხით სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბის პრე­ცე­დენ­ტი და­უშ­ვა, რაც ჩვენს სივ­რცე­ში შედ­გა.

გუგა კარ­გი შვი­ლია, კარ­გი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქი­რურ­გი, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დიდი სი­კე­თის მომ­ტა­ნი და ყვე­ლა­ფე­რი კი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის არის მა­გა­ლი­თი.

ბა­ტო­ნი თა­მა­ზი ახლა გა­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ შვი­ლი ხომ მშობ­ლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია? ასე­თი ადა­მი­ანს ვერ გაზ­რდი­და კაცი, თუ ბევ­რად უფრო მეტ ხა­რისხში არ ატა­რებს ამ თვი­სე­ბებს, ვიდ­რე შვი­ლი, რაც სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია და ეს მისი ნა­ხა­ტე­ბი­და­ნაც ჩანს. აქ ორი აბ­სო­ლუ­ტი­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლია... ერთ-ერ­თმა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა თქვა, "ბა­ტონ თა­მაზ­თან ზამ­თა­რიც კი გა­ზა­ფხუ­ლი­ვით თბი­ლია". ასე­თია ბა­ტო­ნი თა­მა­ზი, მისი ნა­ხა­ტე­ბი და მისი შვი­ლი ასე­ვე სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ცნობილი პლასტიკური ქირურგის უცნობი ხელოვნება - მამა-შვილი ქაშიბაძეების "არაჩვეულებრივი გამოფენა"

ცნობილი პლასტიკური ქირურგის უცნობი ხელოვნება - მამა-შვილი ქაშიბაძეების "არაჩვეულებრივი გამოფენა"

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად აღმოვჩნდი არაჩვეულებრივ გამოფენაზე, რომელსაც სახელი ცნობილი ფილმის ცნობილი ფრაზის - "მე და მამა ვმუშაობთ" მიხედვით, ზუსტად შეურჩიეს...

დიახ, მამა-შვილს მართლა სერიოზულად უმუშავიათ და წლების მანძილზე დაგროვილი ტილოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ერთმანეთის საპირისპიროდ გამოფინეს. თამაზ და გუგა ქაშიბაძეები განსხვავებული პროფესიის ადამიანები არიან. მამა - ზოოინჟინერია, შვილი - ცნობილი პლასტიკური ქირურგი.

"ისინი მამა-შვილობის გარდა, ერთმანეთს სიყვარულის ფერებით გამოხატვის უნარმაც დააკავშირა. ოჯახის წევრთა გამოფენებით საზოგადოებას ვერ გააკვირვებ, მაგრამ ის, რომ პირველი ნახატი შვილის საღებავებმა შთააგონა და მათივე მეშვეობით შექმნა, მართლაც გასაოცარია - ხშირ შემთხვევაში, პირიქით ხდება ხოლმე. ასე დაიბადა მეორე მხატვარი ქაშიბაძეების ოჯახში და მამაშვილური ურთიერთობა ფერებით მეტყველებაში გადაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხატვარს არაერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული," - გვეუბნება ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გედენიძე.

"ჩემი ნამუშევრები არის სამყარო, რომელსაც მე ვიცნობ და ძალიან ხშირად ვარ იმ სამყაროში. მასში ასახულნი ჩემთვის რეალური გმირები არიან, რომლებიც მუდმივად ჩემთან ერთად არიან და მათთან ურთიერთობა მაქვს... კი, ისინი ჩემში არსებობენ თავიანთი სახელებით, თვისებებით, ხასიათით...

ბავშვობიდან ვხატავ, ეს საქმე ახლა არ დამიწყია, თუმცა მამამ 44 წლის ასაკში შექმნა პირველი ნამუშევარი. გამოდის ამ მიმართულებით მე უფრო დიდი სტაჟი მაქვს, ვიდრე მამას. ასე რომ, რაც თავი მახსოვს, ვხატავ", - გვეუბნება გუგა ქაშიბაძე, ადამიანი, რომელსაც საოცარი სამყარო აქვს თავის ტილოებში შექმნილი, რომლის მიმართ დამთვალიერებელი გულგრილი ვერ დარჩება...

კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა ის მხატვრობის მიმართულებით, გვპასუხობს: "ეტყობა, სათანადო მუხტი არ მქონდა, რომ მხატვარი ვყოფილიყავი. მე და მამა ორივე მოყვარულები ვართ... საერთოდ, მხატვრად ან იბადები, ან - არა. 2 პროფესია ერთად რთულია, რადგანაც ყოველდღიური რუტინაა, რომელსაც მუდმივად და ყოველდღიურად უნდა ემსახურო".

- არადა, მგონი, საამისოდ ნიადაგი გქონდათ...

- ალბათ ბოლომდე ისე არ იყო, რომ მთელი ჩემი არსება მხატვრობისთვის მიმეძღვნა... დრო ხატვისთვის ნაკლებად მაქვს. იმისთვის, რომ დავხატო, ზოგჯერ ვიკლებ ძილს, გართობას, ხანდახან სამსახურიდან ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ, რომ უბრალოდ ხატო..

- კი, ურთულესი პროფესია გაქვთ. ამასთან, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ხართ...

- ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს უწყობს. მხატვრობა მეხმარება ჩემს ძირითად პროფესიაში და ჩემი პროფესია მხატვრობაში მეხმარება. ისინი ერთმანეთს ავსებს... ვხატავ ჩემი სიამოვნებისთვის და არა იმისთვოს, რომ ფართო საზოგადოების წინაშე წარვდგე...

- გამოფენისთვის ზუსტი სახელწოდება დაგირქმევიათ...

- მე და მამას ერთი და იგივე აზრი არაფერზე გვაქს, იქნება ეს პოლიტიკა თუ სპორტი, ყველაფერში მოწინააღმდეგეები ვართ და ეს გამოფენაც ერთმანეთის პირისპირ, ამ ფორმით ერთგვარი ბრძოლაა, მაგრამ, მამა უკეთესად ხატავს.

ნინო გედენიძე:

- დღევანდელი მამაშვილური გამოფენის განსაკუთრებულობა ის არის, რომ გუგა ქაშიბაძეს სურდა, მამისთვის, იუბილეზე საჩუქარი გაეკეთებინა, რაც კიდევ სულ სხვა რამ არის. მით უფრო, რომ რამდენიმე დღის წინ, "მამის დღე" აღინიშნა... როდესაც მამაშვილობა დედაშვილობას უტოლდება, ეს უკვე ეროვნული ღირებულებებია და არა მარტო ჩვენი, პლანეტის გადარჩენის ხერხემალია. ბატონ თამაზს დაბადების დღეს ვულოცავთ და მადლობას ვუხდით გუგას, რომ ასეთი სახით საჩუქრის გაკეთების პრეცედენტი დაუშვა, რაც ჩვენს სივრცეში შედგა.

გუგა კარგი შვილია, კარგი ადამიანი, პროფესიონალი ქირურგი, ადამიანებისთვის დიდი სიკეთის მომტანი და ყველაფერი კი ახალგაზრდებისთვის არის მაგალითი.

ბატონი თამაზი ახლა გავიცანი, მაგრამ შვილი ხომ მშობლის სავიზიტო ბარათია? ასეთი ადამიანს ვერ გაზრდიდა კაცი, თუ ბევრად უფრო მეტ ხარისხში არ ატარებს ამ თვისებებს, ვიდრე შვილი, რაც სრულიად გასაგებია და ეს მისი ნახატებიდანაც ჩანს. აქ ორი აბსოლუტირად განსხვავებული სტილია... ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა თქვა, "ბატონ თამაზთან ზამთარიც კი გაზაფხულივით თბილია". ასეთია ბატონი თამაზი, მისი ნახატები და მისი შვილი ასევე საკუთარი შემოქმედებით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე