პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "კრიტიკული დღეები" მამაკაცებსაც აქვთ
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "კრიტიკული დღეები" მამაკაცებსაც აქვთ

მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მა­მა­კა­ცებ­საც აქვთ "კრი­ტი­კუ­ლი დღე­ე­ბი".

ფსი­ქო­ლო­გებ­მა გა­მო­კი­თხეს 2 412 ადა­მი­ა­ნი, მათი 50% მა­მა­კა­ცი გახ­ლდათ. მო­ნა­წი­ლე­ებს ჰკი­თხეს, ჰქო­ნი­ათ თუ არა პრე­მენსტრუ­ა­ლუ­რი სინ­დრო­მი - დაღ­ლი­ლო­ბა, ტკი­ვი­ლე­ბი მუც­ლის არე­ში და მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა. მა­მა­კა­ცე­ბის 26%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი სიმპტო­მე­ბი აწუ­ხებს.

ამას­თან, ამ სიმპტო­მებს მათ თა­ვი­ან­თი პარტნი­ო­რე­ბიც ატყობ­დნენ. ყვე­ლა გა­მო­კი­თხულ ქალს, ვისი პარტნი­ო­რიც ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ "კრი­ტი­კუ­ლი დღე­ე­ბი" აქვთ, ჰკი­თხეს, გვერ­დში ედგნენ თუ არა მე­ო­რე ნა­ხევ­რებს ასეთ პე­რი­ოდ­ში. 43% ცდი­ლობ­და ამის გა­კე­თე­ბას. 44% ცდი­ლობ­და გა­ემხნე­ვე­ბი­ნა პარტნი­ო­რი, და­ნარ­ჩე­ნი ფრთხი­ლად მოქ­მე­დებ­და მათ­თან. ამას­თან, ქა­ლე­ბის 33%, რომ­ლებ­საც არ ჯე­რო­დათ თა­ვი­ან­თი პარტნი­ო­რე­ბის, ურ­ჩევ­დნენ მათ "კა­ცუ­რად" მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ და თავი ხელ­ში აეყ­ვა­ნათ.

მა­მა­კა­ცებ­მა აირ­ჩი­ეს რამ­დე­ნი­მე სიმპტო­მი, რო­მე­ლიც პრე­მენსტრუ­ა­ლურ პე­რი­ოდს ახა­სი­ა­თებს, მათ შო­რის გა­მუდ­მე­ბუ­ლი შიმ­ში­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. 12% ასეთ დღე­ებ­ში ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და თა­ვის წო­ნას. 5% მენსტრუ­ა­ლუ­რი ტკი­ვი­ლის მსგავ­სი ტკი­ვი­ლი­თაც კი იტან­ჯე­ბო­და.

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის აზ­რით, მა­მა­კა­ცებ­საც აქვთ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ციკ­ლი. ის ახ­დენს გავ­ლე­ნას აქ­ტი­ვო­ბის დო­ნე­ზე, სექ­სუ­ა­ლურ ლტოლ­ვა­ზე და ემო­ცი­ებ­ზე. მა­გა­ლი­თად, მკვლე­ვა­რი ჯედ და­ი­მონ­დი ამ­ტკი­ცებს, რომ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი და დეპ­რე­სია მა­მა­კა­ცებ­ში ტეს­ტოს­ტე­რო­ნის ნაკ­ლე­ბო­ბის ბრა­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rosbalt.ru-ს მი­ხედ­ვით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "კრიტიკული დღეები" მამაკაცებსაც აქვთ

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "კრიტიკული დღეები" მამაკაცებსაც აქვთ

მეცნიერების მტკიცებით, მამაკაცებსაც აქვთ "კრიტიკული დღეები".

ფსიქოლოგებმა გამოკითხეს 2 412 ადამიანი, მათი 50% მამაკაცი გახლდათ. მონაწილეებს ჰკითხეს, ჰქონიათ თუ არა პრემენსტრუალური სინდრომი - დაღლილობა, ტკივილები მუცლის არეში და მომატებული მგრძნობელობა. მამაკაცების 26%-მა განაცხადა, რომ ასეთი სიმპტომები აწუხებს.

ამასთან, ამ სიმპტომებს მათ თავიანთი პარტნიორებიც ატყობდნენ. ყველა გამოკითხულ ქალს, ვისი პარტნიორიც ირწმუნებოდა, რომ "კრიტიკული დღეები" აქვთ, ჰკითხეს, გვერდში ედგნენ თუ არა მეორე ნახევრებს ასეთ პერიოდში. 43% ცდილობდა ამის გაკეთებას. 44% ცდილობდა გაემხნევებინა პარტნიორი, დანარჩენი ფრთხილად მოქმედებდა მათთან. ამასთან, ქალების 33%, რომლებსაც არ ჯეროდათ თავიანთი პარტნიორების, ურჩევდნენ მათ "კაცურად" მოქცეულიყვნენ და თავი ხელში აეყვანათ.

მამაკაცებმა აირჩიეს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც პრემენსტრუალურ პერიოდს ახასიათებს, მათ შორის გამუდმებული შიმშილი, დაღლილობა და გაღიზიანება. 12% ასეთ დღეებში ძალიან განიცდიდა თავის წონას. 5% მენსტრუალური ტკივილის მსგავსი ტკივილითაც კი იტანჯებოდა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მამაკაცებსაც აქვთ ჰორმონალური ციკლი. ის ახდენს გავლენას აქტივობის დონეზე, სექსუალურ ლტოლვაზე და ემოციებზე. მაგალითად, მკვლევარი ჯედ დაიმონდი ამტკიცებს, რომ გაღიზიანებული ხასიათი და დეპრესია მამაკაცებში ტესტოსტერონის ნაკლებობის ბრალია.

მომზადებულია rosbalt.ru-ს მიხედვით