პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ტაშ­კენ­ტის "ფახ­თა­ქორ­მა" ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე კლუ­ბის სტა­დი­ო­ნის საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გი­ნა.

44 წლის ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­ტრაქ­ტი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რით გა­ფორმ­და. ამას­თან, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უზ­ბე­კუ­რი კლუ­ბის სამ­წვრთნე­ლო შტაბ­ში შოთა არ­ვე­ლა­ძეს­თან ერ­თად იმუ­შა­ვე­ბენ არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე და გოჩა ტყე­ბუ­ჩა­ვა.

"მინ­და, უდი­დე­სი მად­ლო­ბა გან­ვა­ცხა­დო ნდო­ბი­სათ­ვის. ყვე­ლას გვახ­სოვს, რო­გო­რი გუნ­დი იყო "ფახ­თა­ქო­რი". ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, გუნდს ის დი­დე­ბა და­ვუბ­რო­ნოთ, რო­მელ­საც იმ­სა­ხუ­რებს", - გა­ნა­ცხა­და შოთა არ­ვე­ლა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შოთა არ­ვე­ლა­ძე ბო­ლოს თელ-ავი­ვის "მა­ქა­ბის" წვრთნი­და, რო­მელ­თა­ნაც კონ­ტრაქ­ტი წლის და­სა­წყის­ში გა­წყვი­ტა. მა­ნამ­დე კი მას თურ­ქულ "ქა­ი­სე­რის­ფორ­ში", "ქა­სამ­ფი­შა­სა" და "ტრაბ­ზონსფორ­ში" უმუ­შა­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა "ფახ­თა­ქორს", უზ­ბე­კე­თის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ გუნდს ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში დღეს არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს - 21 ქუ­ლით სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე­ხუ­თე პო­ზი­ცი­ა­ზეა, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში კი მწვრთნე­ლი უკვე ორ­ჯერ შე­ეც­ვა­ლა.

შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ტაშკენტის "ფახთაქორმა" ახალი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კლუბის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად წარადგინა.

44 წლის ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გაფორმდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უზბეკური კლუბის სამწვრთნელო შტაბში შოთა არველაძესთან ერთად იმუშავებენ არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა.

"მინდა, უდიდესი მადლობა განვაცხადო ნდობისათვის. ყველას გვახსოვს, როგორი გუნდი იყო "ფახთაქორი". ჩვენ შევეცდებით, გუნდს ის დიდება დავუბრონოთ, რომელსაც იმსახურებს", - განაცხადა შოთა არველაძემ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის "მაქაბის" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი წლის დასაწყისში გაწყვიტა. მანამდე კი მას თურქულ "ქაისერისფორში", "ქასამფიშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია.

რაც შეეხება "ფახთაქორს", უზბეკეთის ყველაზე ცნობილ გუნდს ქვეყნის ჩემპიონატში დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს - 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, მიმდინარე სეზონში კი მწვრთნელი უკვე ორჯერ შეეცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი