საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელოდება მსმენელს 21 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" - ნინო ქათამაძე გრანდიოზული კონცერტის გეგმებზე საუბრობს
რა ელოდება მსმენელს 21 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" - ნინო ქათამაძე გრანდიოზული კონცერტის გეგმებზე საუბრობს

21 აგ­ვის­ტოს ნინო ქა­თა­მა­ძე ჯგუფ Insight-თან ერ­თად "ბლექ სი არე­ნას" სცე­ნა­ზე ათა­სო­ბით მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე სოლო კონ­ცერ­ტით წარ­სდგე­ბა. მომ­ღე­რა­ლი და­ბა­დე­ბის დღეს სცე­ნა­ზე ათა­სო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს. მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა "Happy Birthday" პრო­ექტ Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან ერ­თად, "ბლექ სი არე­ნას" სცე­ნა­ზე სხვა­დას­ხვა კომ­პო­ზი­ცი­ას შე­ას­რუ­ლე­ბენ ჯგუ­ფი Insight ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­მე­ბის ტაძ­რის სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დი, ჯგუ­ფი The Quintessence, სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვით კი DJ Paul Trouble Anderson.

პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ არე­ნის­თვის შე­იქ­მნა უნი­კა­ლუ­რია და პირ­ვე­ლად ამ სცე­ნა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და არტ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი კონ­ცერტს მსმე­ნე­ლის­თვის და­უ­ვი­წყარს გახ­დის. Ambebi.geმომ­ღე­რალ ნინო ქა­თა­მა­ძეს ესა­უბ­რა:

"ბლექ სი სივ­რცე" სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­გი­ჟე ჩა­ი­დი­ნო სცე­ნა­ზე, ეს კი უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­დე­ბის დღეს. მე­ყო­ლე­ბა უამ­რა­ვი სტუ­მა­რი და ეს არის ჩემ­თვის უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია, რომ უფრო მეტი სი­ახ­ლე შევ­თა­ვა­ზოთ მსმე­ნელს. შარ­შან ვერ შედ­გა კო­ლა­ბო­რა­ცია DJ-სთან ერ­თად ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, წელს კი გვინ­და რით­მუ­ლი ხა­ზი­სა და ხმის შერ­წყმა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­ვი­დეს. მინ­და რომ ეს იყოს სა­ცეკ­ვა­ოც და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნიც. "ბლექ სი არე­ნას" უზარ­მა­ზარ სივ­რცეს სჭირ­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მით გა­მო­ყე­ნე­ბა. კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა ის, რომ გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია, სიმ­ღე­რას კი ლა­ივ­ში შე­ვას­რუ­ლებთ, ეს სიმ­ღე­რა ალ­ბომ yellow-ში შე­დის".

რო­გორც "ბლექ სი არე­ნას"დი­რექ­ტორ­მა ანი კავ­ლე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ნინო ქა­თა­მა­ძის კონ­ცერ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში და რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის მო­სა­ზი­დად. კავ­ლე­ლიშ­ვი­ლის თქმით, ამ კონ­ცერ­ტში არ არის კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი, რად­გან მომ­ღერ­ლის თხოვ­ნით, ბი­ლე­თე­ბი ყვე­ლას­თვის საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ნინო ქა­თა­მა­ძის დიდი სურ­ვი­ლია, რომ კონ­ცერტს რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი თუ მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და­ეს­წრნონ.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"ნინო, რა თქმა უნდა, ყველ­გან ნინო ქა­თა­მა­ძეა, მაგ­რამ რო­დე­საც თავს იყ­რის ასე­თი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი პუბ­ლი­კა, სცე­ნის­კენ დიდი ენერ­გია მო­დის და ამ დროს კი­დევ რა­ღაც გან­სა­კუ­რე­ბუ­ლი იბა­დე­ბა. სწო­რედ ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის და­ბა­დე­ბის მო­ლო­დინ­ში ვართ. ასე­თი მას­შტა­ბის და­ხუ­რუ­ლი კონ­ცერ­ტი ნი­ნოს თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში არ ჰქო­ნია და ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ვინც კონ­ცერტს და­ეს­წრე­ბა, მათ­თვის ეს გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კა­ლურ ნა­წილს, ჩვენ გვაქვს ური­ცხვი რე­პერ­ტუ­ა­რი. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ორ­კერ­სტი და მე ნი­ნოს ჯერ კი­დევ ორი ალ­ბო­მით ადრე შე­ვუ­ერ­თდით. ამ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან კი ვა­პი­რებთ ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ სცე­ნა­ზე უყუ­რებთ მულ­ტი­ჟან­რულ ნინო ქა­თა­მა­ძეს, რომ­ლის ჟან­რის გან­სა­ზღვრა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ­ცერ­თმა მუ­სი­კა­ლურ­მა კრი­ტი­კოს­მა ვერ შეძ­ლო, მას­თან ერ­თად და­უკ­რავს სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ასე­ვე ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­სუ­ლი­ე­რო გუნ­დი, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ეს სუ­ლი­ე­რე­ბა შე­უ­ერ­თდე­ბა ამ კონ­ცერტს. ეს არის მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­საც არა­სო­დეს არ უმ­ღე­რია სხვა ენა­ზე, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ჩვე­ნი მომ­ღერ­ლე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­პო­ვეს წარ­მა­ტე­ბა. ის მღე­რის ქარ­თულ და თა­ვის მო­გო­ნილ ენა­ზე, რო­მე­ლიც ჯერ არა­ვინ არ იცის და ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა.... როცა ვხე­დავ ნი­ნოს სიმ­ღე­რით ქარ­თულ ენა­ზე ამ­ღე­რე­ბულ უცხო­ე­ლებს".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა უკვე და­წყე­უ­ლია. კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ფასი 10 ლა­რი­დან იწყე­ბა და 100 ლა­რამ­დეა.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რა ელოდება მსმენელს 21 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" - ნინო ქათამაძე გრანდიოზული კონცერტის გეგმებზე საუბრობს

რა ელოდება მსმენელს 21 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" - ნინო ქათამაძე გრანდიოზული კონცერტის გეგმებზე საუბრობს

21 აგვისტოს ნინო ქათამაძე ჯგუფ Insight-თან ერთად "ბლექ სი არენას" სცენაზე ათასობით მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგება. მომღერალი დაბადების დღეს სცენაზე ათასობით მაყურებელთან ერთად აღნიშნავს. მასშტაბური ღონისძიება "Happy Birthday" პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ნინო ქათამაძესთან ერთად, "ბლექ სი არენას" სცენაზე სხვადასხვა კომპოზიციას შეასრულებენ ჯგუფი Insight ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ჯგუფი The Quintessence, სპეციალური მოწვევით კი DJ Paul Trouble Anderson.

პროექტი, რომელიც სწორედ ამ არენისთვის შეიქმნა უნიკალურია და პირველად ამ სცენაზე გაიმართება. მუსიკალური სიახლეები და არტ ექსპერიმენტები კონცერტს მსმენელისთვის დაუვიწყარს გახდის. Ambebi.ge მომღერალ ნინო ქათამაძეს ესაუბრა:

"ბლექ სი სივრცე" საშუალებას იძლევა ყველანაირი სიგიჟე ჩაიდინო სცენაზე, ეს კი უფრო მომხიბვლელია განსაკუთრებით დაბადების დღეს. მეყოლება უამრავი სტუმარი და ეს არის ჩემთვის უფრო მეტი მოტივაცია, რომ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ მსმენელს. შარშან ვერ შედგა კოლაბორაცია DJ-სთან ერთად ტექნიკური მიზეზების გამო, წელს კი გვინდა რითმული ხაზისა და ხმის შერწყმა ძალიან საინტერესოდ გამოვიდეს. მინდა რომ ეს იყოს საცეკვაოც და სასიამოვნო მოსასმენიც. "ბლექ სი არენას" უზარმაზარ სივრცეს სჭირდება განსხვავებული ფორმით გამოყენება. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ გვექნება ჩვენი კლიპის პრეზენტაცია, სიმღერას კი ლაივში შევასრულებთ, ეს სიმღერა ალბომ yellow-ში შედის".

როგორც "ბლექ სი არენას"დირექტორმა ანი კავლელიშვილმა განაცხადა, ნინო ქათამაძის კონცერტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში და რეგიონში ტურისტების მოსაზიდად. კავლელიშვილის თქმით, ამ კონცერტში არ არის კომერციული ინტერესი, რადგან მომღერლის თხოვნით, ბილეთები ყველასთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია. ნინო ქათამაძის დიდი სურვილია, რომ კონცერტს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თუ მუსიკის მოყვარულები დაესწრნონ.

ნიკოლოზ რაჭველი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი:

"ნინო, რა თქმა უნდა, ყველგან ნინო ქათამაძეა, მაგრამ როდესაც თავს იყრის ასეთი მრავალრიცხოვანი პუბლიკა, სცენისკენ დიდი ენერგია მოდის და ამ დროს კიდევ რაღაც განსაკურებული იბადება. სწორედ ამ განსაკუთრებულის დაბადების მოლოდინში ვართ. ასეთი მასშტაბის დახურული კონცერტი ნინოს თავის ქვეყანაში არ ჰქონია და ვფიქრობ, რომ ყველა ვინც კონცერტს დაესწრება, მათთვის ეს გამორჩეული და დაუვიწყარი საღამო იქნება. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, ჩვენ გვაქვს ურიცხვი რეპერტუარი. საქართველოს ეროვნული ორკერსტი და მე ნინოს ჯერ კიდევ ორი ალბომით ადრე შევუერთდით. ამ რეპერტუარიდან კი ვაპირებთ ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებები შევასრულოთ.

წარმოიდგინეთ, ერთ სცენაზე უყურებთ მულტიჟანრულ ნინო ქათამაძეს, რომლის ჟანრის განსაზღვრა ჯერჯერობით ვერცერთმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა ვერ შეძლო, მასთან ერთად დაუკრავს სიმფონიური ორკესტრი, ასევე ყველაზე ძლიერი სასულიერო გუნდი, რომელიც სულიერებას ემსახურება და ეს სულიერება შეუერთდება ამ კონცერტს. ეს არის მომღერალი, რომელსაც არასოდეს არ უმღერია სხვა ენაზე, განსხვავებით სხვა ჩვენი მომღერლებისგან, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვეს წარმატება. ის მღერის ქართულ და თავის მოგონილ ენაზე, რომელიც ჯერ არავინ არ იცის და ჩემთვის ძალიან საამაყოა.... როცა ვხედავ ნინოს სიმღერით ქართულ ენაზე ამღერებულ უცხოელებს".

შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყეულია. კონცერტზე დასასწრები ბილეთები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ფასი 10 ლარიდან იწყება და 100 ლარამდეა.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ