სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი - ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული
პროკურორი - ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 26 ივ­ნისს გა­ნახ­ლდე­ბა. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე კი საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე და­ი­კი­თხა.

ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ დე­კა­ნო­ზი­სად­მი წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი არ და­ა­დას­ტუ­რა და მისი ჩვე­ნე­ბა ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი იყო. ასე­ვე, მისი ჩვე­ნე­ბა ეფუძ­ნე­ბო­და მხო­ლოდ ვა­რა­უ­დებს.

"ირაკ­ლი მა­მალ­ძემ სა­სა­მარ­თლოს მის­ცა არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის მის მიერ გა­მო­ძი­ე­ბა­ში მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­თან. მან და­ა­დას­ტუ­რა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მან მი­ი­ღო მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის­გან, არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი. მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ მამა გი­ორ­გიმ მას­თან ახ­სე­ნა, რომ ის ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლას არ გეგ­მავ­და, ღმერ­თმა და­მი­ფა­რო­სო",- გა­ნა­ცხა­და სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა მეხ­რიშ­ვილ­მა.

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძე. "მოწ­მემ ცალ­სა­ხად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ცი­ა­ნი­დი სჭირ­დე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად, რათა იქ ჩა­ე­დი­ნა ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა. ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ჰქონ­და ზი­ზღი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მი­მართ, მას აღიქ­ვამ­და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის და­მაბ­რკო­ლებ­ლად და ამ­ბობ­და, რომ და­საბ­რე­დია. ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ მის­ცა სწო­რედ ის ჩვე­ნე­ბა, რაც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი და ცალ­სა­ხად თქვა, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს სურ­და ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა და გან­მარ­ტა, რომ სურ­და, შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბაც", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პროკურორი - ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული

პროკურორი - ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი 26 ივნისს განახლდება. დღევანდელ სხდომაზე კი საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დაიკითხა.

ადვოკატების ინფორმაციით, ირაკლი მამალაძემ დეკანოზისადმი წარდგენილი ბრალი არ დაადასტურა და მისი ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი იყო. ასევე, მისი ჩვენება ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდებს.

"ირაკლი მამალძემ სასამართლოს მისცა არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან. მან დაადასტურა ის გარემოება, რომ მის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერებისა და იმ ინფორმაციებისგან, რომლებიც მან მიიღო მამა გიორგი მამალაძისგან, არ გამომდინარეობდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ფაქტი. მან დაადასტურა, რომ მამა გიორგიმ მასთან ახსენა, რომ ის ადამიანის მოკვლას არ გეგმავდა, ღმერთმა დამიფაროსო",- განაცხადა სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

საპირისპიროს აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე. "მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ციანიდი სჭირდებოდა გერმანიაში გასამგზავრებლად, რათა იქ ჩაედინა ადამიანის მკვლელობა. ირაკლი მამალაძემ განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს ჰქონდა ზიზღი შორენა თეთრუაშვილის მიმართ, მას აღიქვამდა კარიერული წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობის დამაბრკოლებლად და ამბობდა, რომ დასაბრედია. ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული და ცალსახად თქვა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა ადამიანის მკვლელობა და განმარტა, რომ სურდა, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაც", - განაცხადა პროკურორმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ