სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ ეკა ბესელიას შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სასამართლომ ეკა ბესელიას შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკა ბე­სე­ლი­ას შვი­ლის, რატი მი­ლო­რა­ვას სარ­ჩე­ლი შპს "დრო­ნი.ჯი"-ს წი­ნა­აღ­მდეგ არ დაკ­მა­ყო­ფილ­და. მი­ლო­რა­ვა "დრო­ნი.ჯი"-სგან ითხოვ­და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცდა­რი ფაქ­ტე­ბის შემ­ცვე­ლი, პი­რი­სათ­ვის ზი­ა­ნის მიმ­ყე­ნე­ბე­ლი, მისი სა­ხე­ლის გამ­ტე­ხი გან­ცხა­დე­ბე­ბის უარ­ყო­ფა­სა და სა­ნაც­ვლოდ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას.

მო­სარ­ჩე­ლის გან­მარ­ტე­ბით, შპს "დრო­ნი.ჯი"-ს მიერ, მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ინ­ტერ­ნეტ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პრე­სა.გე"-ზე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, 2014 წლის 30 აგ­ვის­ტოს, დაჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე, თბი­ლის­ში, ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე "სქაი ბარ­ში," დაჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, რატი მი­ლო­რა­ვას ყოფ­ნის, გარ­დაც­ვლილ­თან მათი შე­ლა­პა­რა­კე­ბის და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და მო­სარ­ჩე­ლის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ დაკ­მა­ყო­ფილ­და რატი მ.-ს სარ­ჩე­ლი შპს "დრო­ნი.ჯი"-ს მი­მართ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცდა­რი ფაქ­ტე­ბის შემ­ცვე­ლი, პი­რი­სათ­ვის ზი­ა­ნის მიმ­ყე­ნე­ბე­ლი, მისი სა­ხე­ლის გამ­ტე­ხი გან­ცხა­დე­ბე­ბის უარ­ყო­ფი­სა და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ.

მო­სარ­ჩე­ლის გან­მარ­ტე­ბით, შპს "დრო­ნი.ჯი"-ს მიერ, მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ინ­ტერ­ნეტ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პრე­სა.გე"-ზე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, 2014 წლის 30 აგ­ვის­ტოს, დაჩი დ.-ს მკვლე­ლო­ბამ­დე, თბი­ლის­ში, ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე "სქაი ბარ­ში," დაჩი დ.-ს მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ მი­ხე­ილ გ.-სთან ერ­თად, ერთ-ერთი პარ­ლა­მენ­ტა­რის შვი­ლის რატი მ.-ს ყოფ­ნის, გარ­დაც­ვლილ­თან მათი შე­ლა­პა­რა­კე­ბის და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და მო­სარ­ჩე­ლის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ. მო­პა­სუ­ხე შპს "დრო­ნი.ჯი""-მ სარ­ჩე­ლი არ ცნო.

ვი­ნა­ი­დან მო­სარ­ჩე­ლე მხა­რემ ვერ და­ამ­ტკი­ცა, რომ მო­პა­სუ­ხის მიერ, მის მი­მართ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი იყო ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი, არ­სე­ბი­თად მცდა­რი ფაქ­ტის შემ­ცვე­ლი და მის­თვის ზი­ა­ნის მიმ­ყე­ნე­ბე­ლი, სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა რატი მ.-ს სარ­ჩე­ლი, ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ მი­უ­თი­თა, რომ სარ­ჩე­ლი იყო ხან­დაზ­მუ­ლი, "სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-19 მუხ­ლის და­ნა­წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში

"პრე­სა.ჯი" 2014 წლის 30 აგ­ვის­ტოს წერ­და, რომ გა­მო­ცე­მას მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ დი­ჯეი და რე­ჟი­სო­რი, დაჩი დარ­ჩია იმ პი­როვ­ნე­ბამ მოკ­ლა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ბარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ას შვი­ლი, რატი მი­ლო­რა­ვა.

"წყა­როს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით კი: "დაჩი დარ­ჩი­ა­სა და მი­ხე­ილ გ-ს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა "სქაი ბარ­ში" მოხ­და. ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა, რო­მე­ლიც ეკა ბე­სე­ლი­ას შვილ­თან, რატი მი­ლო­რა­ვას­თან ერ­თად იყო, დარ­ჩი­ას "რამე კაის" დაკ­ვრა სთხო­ვა, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა რომ "ასე­თე­ბი "სქა­ი­ში" არ ხდე­ბა". სწო­რედ ეს გახ­და იმ ბი­ჭ­სა და და­ჩის შო­რის კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი. მათ შო­რის და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა "სქაი ბა­რის" დაც­ვამ გან­მუხ­ტა, რო­მელ­მაც ეჭ­ვმი­ტა­ნილს ბარი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ ბარი მა­ლე­ვე და­ტო­ვა ბე­სე­ლი­ას შვილ­მა, რატი მი­ლო­რა­ვა­მაც, ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად", - წერ­და წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით "პრე­სა.ჯი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სასამართლომ ეკა ბესელიას შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ ეკა ბესელიას შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას სარჩელი შპს "დრონი.ჯი"-ს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. მილორავა "დრონი.ჯი"-სგან ითხოვდა, გავრცელებული მცდარი ფაქტების შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებების უარყოფასა და სანაცვლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებას.

მოსარჩელის განმარტებით, შპს "დრონი.ჯი"-ს მიერ, მის საკუთრებაში არსებულ ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო "პრესა.გე"-ზე, გავრცელდა ინფორმაცია, 2014 წლის 30 აგვისტოს, დაჩი დარჩიას მკვლელობამდე, თბილისში, ავლაბარში მდებარე "სქაი ბარში," დაჩი დარჩიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მიხეილ გრძელიშვილთან ერთად, რატი მილორავას ყოფნის, გარდაცვლილთან მათი შელაპარაკების და მკვლელობაში ეჭვმიტანილის და მოსარჩელის მეგობრობის შესახებ.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა რატი მ.-ს სარჩელი შპს "დრონი.ჯი"-ს მიმართ, გავრცელებული მცდარი ფაქტების შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს "დრონი.ჯი"-ს მიერ, მის საკუთრებაში არსებულ ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო "პრესა.გე"-ზე, გავრცელდა ინფორმაცია, 2014 წლის 30 აგვისტოს, დაჩი დ.-ს მკვლელობამდე, თბილისში, ავლაბარში მდებარე "სქაი ბარში," დაჩი დ.-ს მკვლელობაში ეჭვმიტანილ მიხეილ გ.-სთან ერთად, ერთ-ერთი პარლამენტარის შვილის რატი მ.-ს ყოფნის, გარდაცვლილთან მათი შელაპარაკების და მკვლელობაში ეჭვმიტანილის და მოსარჩელის მეგობრობის შესახებ. მოპასუხე შპს "დრონი.ჯი""-მ სარჩელი არ ცნო.

ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მიერ, მის მიმართ გავრცელებული ცნობები იყო ცილისმწამებლური, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა რატი მ.-ს სარჩელი, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში

"პრესა.ჯი" 2014 წლის 30 აგვისტოს წერდა, რომ გამოცემას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დიჯეი და რეჟისორი, დაჩი დარჩია იმ პიროვნებამ მოკლა, რომელთან ერთადაც ბარში იმყოფებოდა დეპუტატ ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა.

"წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი: "დაჩი დარჩიასა და მიხეილ გ-ს შორის შელაპარაკება "სქაი ბარში" მოხდა. ეჭვმიტანილმა, რომელიც ეკა ბესელიას შვილთან, რატი მილორავასთან ერთად იყო, დარჩიას "რამე კაის" დაკვრა სთხოვა, რაზეც მან უპასუხა რომ "ასეთები "სქაიში" არ ხდება". სწორედ ეს გახდა იმ ბიჭსა და დაჩის შორის კონფლიქტის მიზეზი. მათ შორის დაწყებული დაპირისპირება "სქაი ბარის" დაცვამ განმუხტა, რომელმაც ეჭვმიტანილს ბარი დაატოვებინა. ამის შემდეგ ბარი მალევე დატოვა ბესელიას შვილმა, რატი მილორავამაც, ორ მეგობართან ერთად", - წერდა წყაროზე დაყრდნობით "პრესა.ჯი".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ