ჩანთა ქალის განუყოფელი აქსესუარია... რას არ იპოვით მასში? საუკუნის წინ ჩაგდებული საღეჭი რეზინიდან დაწყებული, დიდი ხნის წინ დაკარგული ტუშით დამთავრებული.
გსმენიათ გამოთქმა: "მითხარი, რას ატარებ ჩანთით და გეტყვი ვინ ხარ შენო?" - დიახ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს გამოთქმა სინამდვილეში მეგობრებზეა, მაგრამ, განა ჩანთა ქალის საუკეთესო მეგობარი არ არის?!
მოდით, ერთად გავიგოთ, რისი პოვნაა შესაძლებელი შორენა ბეგაშვილის ჩანთაში.
- რისი პოვნა შეიძლება შენს ჩანთაში?
- აუცილებლად საფულე, ტელეფონი, მანქანის გასაღები, ყოველდღიური დამატენიანებელი, ტუჩის ბალზამი და მეტი მემგონი არაფერი...
- ყველაზე მოულოდნელი ნივთი შენს ჩანთაში...
- მსახიობი ვარ, შესაბამისად, ეკრანზე ან ფოტოსესიის დროს, ნებისმიერი რამ შეიძლება დამჭირდეს, ამიტომ ხშირად დამაქვს თან ისეთი უცნაური ნივთები, როგორიცაა: კოლგოტი, სავარცხელი, თმის ლაქი და ა.შ. იმდენად ხშირია ჩემს ჩანთაში, როგორც მსახიობის ჩანთაში უცნაური ნივთები, უჩვეულოდ აღარაფერი მეჩვენება განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები