პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს დათო როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს დათო როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იუ­მო­რისტ და­ვით როს­ტო­მაშ­ვი­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მიმ­დი­ნა­რე წლის 14 ივ­ნისს შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და­ვით როს­ტო­მაშ­ვი­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბის ფაქ­ტზე.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქნა 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზუ­რაბ ქ., რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა და­ვით როს­ტო­მაშ­ვილ­მა და მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, ქე­თე­ვან როს­ტო­მაშ­ვილ­მა ამო­იც­ნეს, რო­გორც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი.

რაც შე­ე­ხე­ბა 2017 წლის 22 ივ­ნისს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, თით­ქოს და­ვით როს­ტო­მაშ­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე ზუ­რაბ ქ. მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სპორტდარ­ბაზ "სა­კე­მა­ტა­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი მოხ­და 2017 წლის 14 ივ­ნისს, 15:51 სა­ათ­ზე. სპორტდარ­ბაზ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წერ­ში ზუ­რაბ ქ.-ს დარ­ბა­ზი­დან გას­ვლის ფაქ­ტი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგ­ვის­ტო), 15:40 სა­ათ­ზე.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჯერ არ­დამ­დგა­რი თა­რი­ღის მოშ­ვე­ლი­ე­ბით, ზუ­რაბ. ქ-ს უდა­ნა­შუ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის არ­გუ­მენ­ტად მოყ­ვა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს დათო როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს დათო როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუმორისტ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში დაიწყო გამოძიება დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ., რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

რაც შეეხება 2017 წლის 22 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, თითქოს დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ ქ. მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზ "საკემატაში" იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ყაჩაღობის ფაქტი მოხდა 2017 წლის 14 ივნისს, 15:51 საათზე. სპორტდარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ზურაბ ქ.-ს დარბაზიდან გასვლის ფაქტი დაფიქსირებულია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგვისტო), 15:40 საათზე.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჯერ არდამდგარი თარიღის მოშველიებით, ზურაბ. ქ-ს უდანაშულობის დასამტკიცებლად აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ