მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - არც 6 და არც 50 მილიონის შესახებ არ ვიცოდი
პატრიარქი - არც 6 და არც 50 მილიონის შესახებ არ ვიცოდი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე აცხა­დებს, რომ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ში ხსე­ნე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

უწ­მინ­დე­სი­სა და დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რი­სას სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტის, ედი­შერ ქარ­ჩა­ვას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ეს­პა­ნეთ­ში სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია აქვს შექ­მნი­ლი და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ტრან­ზაქ­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

შეხ­ვედ­რა­ზე უწ­მინ­დესს მი­მარ­თა დე­კა­ნო­ზის დამ და გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­აჩ­ნია და სწო­რედ ამი­ტომ ითხოვს მას­თან შეხ­ვედ­რას.

"აქ გა­იჟ­ღე­რა მი­ლი­ო­ნებ­ზე სა­უ­ბარ­მა. სი­ცო­ცხლეც რომ მომ­თხო­ვონ, მე გავ­წი­რავ მა­მა­ოს სი­ცო­ცხლის­თვის, იმი­ტომ რომ, მე მჯე­რა მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის. ჩვენ ამით ვცო­ცხლობთ დღეს­დღე­ო­ბით, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩვენს გვერ­დზეა. რაც შე­ე­ხე­ბა იმ 50 მი­ლი­ონს, 100 მი­ლი­ონს, იმი­ტომ ითხოვს მა­მაო თქვენ­თან შეხ­ვედ­რას, რომ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი აქვს, ჰა­ერ­ზე არა­ფერს ითხოვს, რად­გან ასე­თი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ამ სამ­სა­ხურს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. ამ მი­ლი­ო­ნებ­ზე, რა­საც ლა­პა­რა­კობს, არა­ფე­რი ჭორი არ არის, ეს არის სა­ბუ­თე­ბით", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნო­ზის დამ.

მამა მი­ქა­ე­ლი და­ინ­ტე­რეს­და, ნამ­დვი­ლად უწ­მინ­დე­სის ხელ­მო­წე­რა არის თუ არა სა­ბუ­თებ­ზე, რა­ზეც თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ "დიახ".

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, თქვე­ნი ხელ­მო­წე­რი­ლი და თქვე­ნი პი­რა­დი ბეჭ­დით არის სა­ბუ­თე­ბი, ჩვენს ხელ­შია", - მი­მარ­თა უწ­მინ­დესს თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

სა­უ­ბარ­ში ჩა­ერ­თო არ­ქი­მან­დრი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე) და რო­გორც გა­ნა­ცხა­და, მე­დი­ის შე­დე­გად მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ბუ­თებ­ში არის მინ­დო­ბი­ლო­ბა, რომ მამა გი­ორ­გის ეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ას­რუ­ლოს ყვე­ლა სა­ხის ქმე­დე­ბა, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, იქ არ იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ დე­კა­ნოზს ან­გა­რი­ში გა­ეხ­სნა ეს­პა­ნეთ­ში.

სა­პა­სუ­ხოდ სა­უ­ბარ­ში ჩა­ერ­თო მე­უ­ფე ია­კო­ბიც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ "უწ­მინ­დეს­მა 50 მი­ლი­ო­ნის შე­სა­ხებ არ იცო­და", რა­ზეც მას პატ­რი­არ­ქი და­ე­თან­ხმა და ბრძა­ნა, რომ "მან ახლა გა­ი­გო".

თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ სა­უ­ბარ­ში 6 მი­ლი­ო­ნიც ახ­სე­ნა და გან­მარ­ტა, რომ 50 მი­ლი­ო­ნი იყო ლი­მი­ტი, რო­მე­ლიც ხსე­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ზე უნდა ჩა­რი­ცხუ­ლი­ყო.

"მე არც 6 ვი­ცო­დი და არც 50", - უპა­სუ­ხა თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძეს უწ­მინ­დეს­მა.

თა­ვის მხრივ, დე­კა­ნო­ზის დე­დის გან­ცხა­დე­ბით, ან­გა­რიშ­ზე არც ერთი თეთ­რი არ და­რი­ცხუ­ლა.

მე­უ­ფე თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძემ ყვე­ლას სა­უ­ბა­რი იმ არ­გუ­მენ­ტით შე­ა­წყვე­ტი­ნა, რომ "ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ გან­სა­ხილ­ვე­ლი არ არის და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში უნდა გა­ირ­კვეს".

უწ­მინ­დე­სი­სა და დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რის აუ­დი­ო­მა­სა­ლას სა­პატ­რი­არ­ქო ასა­ჯა­რო­ებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პატრიარქი - არც 6 და არც 50 მილიონის შესახებ არ ვიცოდი

პატრიარქი - არც 6 და არც 50 მილიონის შესახებ არ ვიცოდი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ საქმეში ხსენებული მილიონების შესახებ არაფერი იცოდა.

უწმინდესისა და დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრისას საუბარი შეეხო საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომლის ინფორმაციითაც, არსებობს დოკუმენტაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ესპანეთში საკუთარი კომპანია აქვს შექმნილი და მისი საშუალებით 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო.

შეხვედრაზე უწმინდესს მიმართა დეკანოზის დამ და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტაცია გააჩნია და სწორედ ამიტომ ითხოვს მასთან შეხვედრას.

”აქ გაიჟღერა მილიონებზე საუბარმა. სიცოცხლეც რომ მომთხოვონ, მე გავწირავ მამაოს სიცოცხლისთვის, იმიტომ რომ, მე მჯერა მისი უდანაშაულობის. ჩვენ ამით ვცოცხლობთ დღესდღეობით, რომ მთელი საქართველო ჩვენს გვერდზეა. რაც შეეხება იმ 50 მილიონს, 100 მილიონს, იმიტომ ითხოვს მამაო თქვენთან შეხვედრას, რომ დასაბუთებული აქვს, ჰაერზე არაფერს ითხოვს, რადგან ასეთი ახალგაზრდა ბიჭი ამ სამსახურს ჩაუდგა სათავეში. ამ მილიონებზე, რასაც ლაპარაკობს, არაფერი ჭორი არ არის, ეს არის საბუთებით”, - აღნიშნა დეკანოზის დამ.

მამა მიქაელი დაინტერესდა, ნამდვილად უწმინდესის ხელმოწერა არის თუ არა საბუთებზე, რაზეც თორნიკე მამალაძემ უპასუხა, რომ ”დიახ”.

”თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ხელმოწერილი და თქვენი პირადი ბეჭდით არის საბუთები, ჩვენს ხელშია”, - მიმართა უწმინდესს თორნიკე მამალაძემ.

საუბარში ჩაერთო არქიმანდრიტი თეოდორე (ჭუაძე) და როგორც განაცხადა, მედიის შედეგად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბუთებში არის მინდობილობა, რომ მამა გიორგის ეძლევა უფლება საავადმყოფოსთან დაკავშირებით შეასრულოს ყველა სახის ქმედება, თუმცა მისივე თქმით, იქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ დეკანოზს ანგარიში გაეხსნა ესპანეთში.

საპასუხოდ საუბარში ჩაერთო მეუფე იაკობიც, რომელმაც განაცხადა, რომ ”უწმინდესმა 50 მილიონის შესახებ არ იცოდა”, რაზეც მას პატრიარქი დაეთანხმა და ბრძანა, რომ ”მან ახლა გაიგო”.

თორნიკე მამალაძემ საუბარში 6 მილიონიც ახსენა და განმარტა, რომ 50 მილიონი იყო ლიმიტი, რომელიც ხსენებულ ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო.

”მე არც 6 ვიცოდი და არც 50”, - უპასუხა თორნიკე მამალაძეს უწმინდესმა.

თავის მხრივ, დეკანოზის დედის განცხადებით, ანგარიშზე არც ერთი თეთრი არ დარიცხულა.

მეუფე თეოდორე ჭუაძემ ყველას საუბარი იმ არგუმენტით შეაწყვეტინა, რომ ”ეს ყველაფერი საჯაროდ განსახილველი არ არის და ყველაფერი ერთმანეთში უნდა გაირკვეს”.

უწმინდესისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალას საპატრიარქო ასაჯაროებს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი