ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, მოხუცი დედის მკვლელობისთვის დაკავებულ ირმა ყოჩიაშვილს კი - 20 წლიანი პატიმრობა ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ირმა ყოჩიაშვილს კი - 20 წლიანი პატიმრობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა.
"განაჩენის შესახებ ყველაზე საოცრება ის არის, რომ მესამე ნაწილში, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, გამართლდა ბექა შენგელია. დარჩა მეორე ნაწილი და მაინც მიესაჯა უვადო პატიმრობა", - განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, დასაბუთებული განაჩენის წაკითხვამდე დამატებით ვერაფერს იტყვის, შემდეგ კი განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში.