მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა
ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა

დღეს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სკო­ლის 6 თვის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ჯამ­და. პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა თა­მარ კა­ი­კა­ციშ­ვილ­მა აჭა­რა­ში სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტრე­ნინ­გებ­სა და მათ შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რა.

ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სკო­ლის ფარ­გლებ­ში პირ­ველ ორ კვარ­ტალ­ში მთი­ან აჭა­რა­სა და ბა­თუმ­ში ტუ­რიზ­მში და­საქ­მე­ბუ­ლი 307 ადა­მი­ა­ნი გა­დამ­ზად­და ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა, და­სუფ­თა­ვე­ბა, პი­ა­რი და რეკ­ლა­მა, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. მთი­ან აჭა­რა­ში ტუ­რიზ­მში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი წელს პირ­ვე­ლად ჩა­უ­ტარ­დათ, რაც 207 სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტის გა­დამ­ზა­დე­ბულ მე­პატ­რო­ნეს ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლაქს, ბა­თუმ­ში ტრე­ნინგ-კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი 100-მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა. მათ შო­რის წელს პირ­ვე­ლად 16 გიდი ბა­თუ­მის ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დამ­ზად­და.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სკო­ლის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო ტრე­ნინ­გის "ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა აჭა­რის რეკ­ლა­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში რეკ­ლა­მის როლ­ზე ესა­უბ­რა. შეხ­ვედ­რის ბო­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცა.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა პრო­ექ­ტი "ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სკო­ლა" წელს და­ი­წყო. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი რე­გი­ონ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მთი­ან აჭა­რა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან თან­ხვედ­რაა. წლის ბო­ლომ­დე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ტრე­ნინ­გე­ბი და­მა­ტე­ბით ტუ­რიზ­მში და­საქ­მე­ბულ 100-ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის განვითარების სკოლის 6 თვის საქმიანობა შეჯამდა. პრეზენტაციისას სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ტრენინგებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა.

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში პირველ ორ კვარტალში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა.

პრეზენტაციას ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ჩატარებული ბოლო ტრენინგის „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ მონაწილეები ესწრებოდნენ. მათ დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა აჭარის რეკლამირების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე და ტურიზმის განვითარებაში რეკლამის როლზე ესაუბრა. შეხვედრის ბოლოს თავმჯდომარემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“ წელს დაიწყო. პროექტის მიზანი რეგიონში, განსაკუთრებით კი მთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაა. წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში ტრენინგები დამატებით ტურიზმში დასაქმებულ 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი