სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებაზე - "ჩემი მისვლა არ შეიძლება"
პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებაზე - "ჩემი მისვლა არ შეიძლება"

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ოჯახ­მა პატ­რი­არ­ქს და­კა­ვე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, რა­ზეც უწ­მინ­დეს­მა მათ უარი უთხრა.

უწ­მინ­დესს დე­კა­ნო­ზის მო­ნა­ხუ­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა მა­მა­ლა­ძის დამ და ძმამ.

"იქ­ნებ მო­ი­ნა­ხუ­ლოთ მა­მაო. იქ­ნებ რა აქვს სათ­ქმე­ლი, იქ­ნებ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ უნდა გი­თხრათ თქვენ. 4 თვეა ის არ ზი­ა­რე­ბუ­ლა, 4 თვეა აღ­სა­რე­ბა არ უთ­ქვამს, იქ­ნებ თქვენ და­ეხ­მა­როთ და თქვენ ნა­ხოთ. იქ­ნებ თქვენ მიხ­ვი­დეთ და თქვენ ნა­ხოთ, ან თვი­თონ მა­მაო მო­ვი­დეს, ხომ შე­იძ­ლე­ბა?", - მი­მარ­თა დე­კა­ნო­ზის დამ უწ­მინ­დესს, რა­ზეც არ­ქი­მან­დრიტ­მა და­ვით ჭინ­ჭა­რა­ულ­მა უპა­სუ­ხა, რომ მას და მამა კა­ხა­ბერ გო­გო­ტიშ­ვილს და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ დე­კა­ნო­ზი მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ.

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ბო­ბოყ­ვათ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე თქვენ დაგ­ვა­ვა­ლეთ მე და მამა კა­ხა­ბერს ეს საქ­მე, რომ მამა გი­ორ­გი მოგ­ვე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ახლა მამა გი­ორ­გი ბრძან­დე­ბა და ახლა ჩა­მო­ვე­დით, ჩა­მობ­რძან­დით თქვენ. შევ­ჯერ­დე­ბით, რომ მამა გი­ორ­გის ხვალ ან ზეგ მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ. სა­ბუ­თებს მო­ვა­წეს­რი­გებთ და მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ", -აღ­ნიშ­ნა დაით ჭინ­ჭა­რა­ულ­მა.

თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ კი სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე თა­ვი­დან­ვე ითხოვს, რომ შეხ­ვედ­რა მოხ­დეს ან პატ­რი­არ­ქთან, ან მე­უ­ფეს­თან.

"ჩემი მის­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ იტყვი­ან რომ ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­აო, ეს არის ზე­გავ­ლე­ნაო", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

უწ­მინ­დე­სი­სა და დე­კა­ნო­ზის ოჯა­ხის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა 21 ივ­ნისს, სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი დღეს თა­ვად სა­პატ­რი­არ­ქომ გა­ა­სა­ჯა­როა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებაზე - "ჩემი მისვლა არ შეიძლება"

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებაზე - "ჩემი მისვლა არ შეიძლება"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა პატრიარქს დაკავებული სასულიერო პირის მონახულების თხოვნით მიმართა, რაზეც უწმინდესმა მათ უარი უთხრა.

უწმინდესს დეკანოზის მონახულების თხოვნით მიმართა მამალაძის დამ და ძმამ.

"იქნებ მოინახულოთ მამაო. იქნებ რა აქვს სათქმელი, იქნებ ძალიან ბევრი რამ უნდა გითხრათ თქვენ. 4 თვეა ის არ ზიარებულა, 4 თვეა აღსარება არ უთქვამს, იქნებ თქვენ დაეხმაროთ და თქვენ ნახოთ. იქნებ თქვენ მიხვიდეთ და თქვენ ნახოთ, ან თვითონ მამაო მოვიდეს, ხომ შეიძლება?", - მიმართა დეკანოზის დამ უწმინდესს, რაზეც არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა უპასუხა, რომ მას და მამა კახაბერ გოგოტიშვილს დავალებული ჰქონდათ, რომ დეკანოზი მოენახულებინათ.

"თქვენო უწმინდესობავ, ბობოყვათში გამგზავრებამდე თქვენ დაგვავალეთ მე და მამა კახაბერს ეს საქმე, რომ მამა გიორგი მოგვენახულებინა იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა მამა გიორგი ბრძანდება და ახლა ჩამოვედით, ჩამობრძანდით თქვენ. შევჯერდებით, რომ მამა გიორგის ხვალ ან ზეგ მოვინახულოთ. საბუთებს მოვაწესრიგებთ და მოვინახულებთ", -აღნიშნა დაით ჭინჭარაულმა.

თორნიკე მამალაძემ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავიდანვე ითხოვს, რომ შეხვედრა მოხდეს ან პატრიარქთან, ან მეუფესთან.

"ჩემი მისვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ იტყვიან რომ ზეგავლენა იქონიაო, ეს არის ზეგავლენაო", - ბრძანა უწმინდესმა.

უწმინდესისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა 21 ივნისს, საპატრიარქოში გაიმართა. შეხვედრის აუდიოჩანაწერი დღეს თავად საპატრიარქომ გაასაჯაროა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი