პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გალის მოსახლეობა და აფხაზური "ბინადრობის მოწმობები"
გალის მოსახლეობა და აფხაზური "ბინადრობის მოწმობები"

ოკუ­პი­რე­ბულ გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში, ე.წ. და­ბა­ლი ზო­ნის სხვა­დას­ხვა სოფ­ლი­დან 500-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. ად­გი­ლობ­რი­ვებს სამი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა აქვთ: გა­უქ­მდეს ე.წ. ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბე­ბი, გა­იხ­სნას და­ბალ ზო­ნა­ში ჩა­კე­ტი­ლი ორი გა­და­სას­ვლე­ლი და შემ­ცირ­დეს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო გა­და­სა­ხა­დე­ბი...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან შე­სახ­ვედ­რად სო­ხუ­მი­დან დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი­სა და ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათი მო­თხოვ­ნე­ბი მო­ის­მი­ნეს... მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მხა­რე­ებ­მა ვე­რა­ნა­ირ შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს. აქ­ცი­ა­ზე ე.წ. მი­ლი­ცი­აც იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.. ნა­ბა­კე­ვამ­დე მი­სას­ვლელ გზას ნიღ­ბი­ა­ნი აფხა­ზე­თის ე.წ. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნა სრუ­ლე­ბით სხვა კონ­ტექტსში გა­ა­შუ­ქა აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ნა­ბა­კევ­ში, აფხა­ზუ­რად, სო­ფელ ბა­ტა­ი­გუ­რა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნანი ქარ­და­ვა­სა და ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის ზა­ი­რა ქარ­და­ვას ორ­გა­ნი­ზე­ბით, აქ­ცია გა­მარ­თეს, რო­მელ­საც 80-მდე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და და ისი­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბას ითხოვ­დნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ, ზემო ბარ­ღე­ბი­სა და ოტო­ბა­ი­ას მცხოვ­რებ­ლე­ბი.

Apsny LIFE -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი მო­თხოვ­ნის ერთი ნა­წი­ლი, აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­კე­ნაც იყო მი­მარ­თუ­ლი, - ისი­ნი ითხოვ­დნენ, "ფორ­მა 9" ვადა წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ასე­ვე, მათი მო­თხოვ­ნა აფხა­ზე­თის ან რუ­სე­თის პას­პორ­ტე­ბის გა­და­ცე­მას შე­ე­ხე­ბო­და.

აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი გა­მო­იკ­ვე­თა, - მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც "სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის" სა­კითხს გუ­ლის­ხმობს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, ეს პირ­ვე­ლი, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი აქ­ცია იყო, რო­მე­ლიც გაგ­რძელ­დე­ბა და იმ შეთმხვე­ვა­ში თუ პრობ­ლე­მა დრო­უ­ლად არ მოგ­ვარ­და, შე­საძ­ლოა, სო­ხუმ­ში, ე.წ.რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბას­თან გაგ­რძელ­დეს.

Apsny LIFE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ლის რა­ი­ო­ნის ად­მინ­სტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თე­მურ ნა­და­რა­ი­ას თქმით, ეს იყო ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის შეკ­რე­ბა და არა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია...

სა­ერ­თოდ, უკვე კარ­გია ხა­ნია, გა­ლის რა­ი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აფხა­ზეთ­ში ჩიხ­შია, - მან ვერ შეძ­ლო გა­ლის და­ნარ­ჩენ აფხა­ზეთ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა, არა­და, აც­ნო­ბი­რებს, რომ გალი რე­გი­ო­ნის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

"აფხა­ზეთ­ში ჩვენ არა­ვინ ვართ იმ ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯე­ბით, რომ­ლებ­საც პას­პორ­ტე­ბის ნაც­ვლად გვაძ­ლე­ვენ... გა­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად კი ცხოვ­რე­ბა არ გა­მო­დის, აქ მე­დი­ცი­ნა სა­ერ­თოდ არ არის. ბავ­შვი ზუგ­დიდ­ში გა­ვა­ჩი­ნე და გა­მოკ­ვლე­ვებ­ზეც იქ უნდა ვა­ტა­რო იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ გა­უ­გე­ბა­რი დო­კუ­მენ­ტე­ბით სი­ა­რუ­ლი სა­ზღვარ­ზე ძა­ლი­ან რთუ­ლია", - ამ­ბობს აფხა­ზურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი...

"იმე­დია, ჩვე­ნი შვი­ლი­ე­ბის­თვის რამე შე­იც­ვლე­ბა და ისი­ნი თა­ვი­ანთ მიწა-წყალ­ზე სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან... გავ­წვალ­დით ამ ქა­ღალ­დე­ბით, - ჯერ "ფორ­მა ცხრაო", ახლა ეს ახა­ლი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა... არა­და, ამ­ბო­ბენ, მაგ ახა­ლი სა­ბუ­თით მან­ქა­ნის ყიდ­ვა­საც ვერ შეძ­ლებ­თო, ანუ რა სტა­ტუ­სი გვაქვს, ვერ­ვი­გებთ... " - ამ­ბობს გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი.

ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მის სა­კითხს "არას­წორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას"უწო­დე­ბენ სხვე­ბიც, მათი თქმით, - ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას აძ­ლე­ვენ გა­ლის მკვიდ­რებს. "ჩვენ აქ დრო­ე­ბით კი არა, მუდ­მი­ვად ვცხობ­რობთ... ახლა კი, ისე­თი გან­ცდა გვაქვს, რომ ჩვე­ნი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა უნ­დათ... მაგ­რამ იქი­თაც რომ არ ვჭირ­დე­ბით არა­ვის?!. აქ შრო­მის­მოყ­ვა­რე ხალ­ხია. უკე­თე­სად ვი­ცხოვ­რებ­დით, ხელს რომ არ გვიშ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ ილო­ზა­ცი­ა­ში გვაქ­ცე­ვენ" - ამ­ბობს სხვა გაკ­ლე­ლი, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ გა­მო­სა­ვალს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­შიც ვერ ხე­დავს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

გალის მოსახლეობა და აფხაზური "ბინადრობის მოწმობები"

გალის მოსახლეობა და აფხაზური "ბინადრობის მოწმობები"

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, ე.წ. დაბალი ზონის სხვადასხვა სოფლიდან 500-მდე ადამიანი შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: გაუქმდეს ე.წ. ბინადრობის მოწმობები, გაიხსნას დაბალ ზონაში ჩაკეტილი ორი გადასასვლელი და შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო გადასახადები...

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან შესახვედრად სოხუმიდან დე ფაქტო ხელისუფლების, ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პარლამენტის წარმომადგენლები და მათი მოთხოვნები მოისმინეს... მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯერჯერობით მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აქციაზე ე.წ. მილიციაც იყო მობილიზებული.. ნაბაკევამდე მისასვლელ გზას ნიღბიანი აფხაზეთის ე.წ. სპეცრაზმელები აკონტროლებდნენ.

გალის რაიონის მოსახლეობის მოთხოვნა სრულებით სხვა კონტექტსში გააშუქა აფხაზურმა მედიამ. მათი ინფორმაციით, - ნაბაკევში, აფხაზურად, სოფელ ბატაიგურაში, ადგილობრივებმა, ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნანი ქარდავასა და ყოფილი ხელმძღვანელის ზაირა ქარდავას ორგანიზებით, აქცია გამართეს, რომელსაც 80-მდე ადამიანი ესწრებოდა და ისინი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ, ზემო ბარღებისა და ოტობაიას მცხოვრებლები.

Apsny LIFE -ის ინფორმაციით, მათი მოთხოვნის ერთი ნაწილი, აფხაზეთის ხელმძღვანელობისკენაც იყო მიმართული, - ისინი ითხოვდნენ, "ფორმა 9" ვადა წლის ბოლომდე გაგრძელებულიყო. ასევე, მათი მოთხოვნა აფხაზეთის ან რუსეთის პასპორტების გადაცემას შეეხებოდა.

აქციის მსვლელობისას კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, - მათ შორის ხელისუფლების უმოქმედება, რომელიც "საზღვრის გადაკვეთის" საკითხს გულისხმობს.

აფხაზური მედიის თქმით, ეს პირველი, გამაფრთხილებელი აქცია იყო, რომელიც გაგრძელდება და იმ შეთმხვევაში თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა, სოხუმში, ე.წ.რუსეთის საელჩოს შენობასთან გაგრძელდეს.

Apsny LIFE-ს ინფორმაციით, გალის რაიონის ადმინსტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება და არა საპროტესტო აქცია...

საერთოდ, უკვე კარგია ხანია, გალის რაიონთან დაკავშირებით, აფხაზეთში ჩიხშია, - მან ვერ შეძლო გალის დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრირება, არადა, აცნობირებს, რომ გალი რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით.

"აფხაზეთში ჩვენ არავინ ვართ იმ ქაღალდის ნაგლეჯებით, რომლებსაც პასპორტების ნაცვლად გვაძლევენ... გალიდან გაუსვლელად კი ცხოვრება არ გამოდის, აქ მედიცინა საერთოდ არ არის. ბავშვი ზუგდიდში გავაჩინე და გამოკვლევებზეც იქ უნდა ვატარო იმის მიუხედავად, რომ ამ გაუგებარი დოკუმენტებით სიარული საზღვარზე ძალიან რთულია", - ამბობს აფხაზურ მედიასთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი...

"იმედია, ჩვენი შვილიებისთვის რამე შეიცვლება და ისინი თავიანთ მიწა-წყალზე სრულუფლებიანი მოქალაქეები იქნებიან... გავწვალდით ამ ქაღალდებით, - ჯერ "ფორმა ცხრაო", ახლა ეს ახალი ბინადრობის მოწმობა... არადა, ამბობენ, მაგ ახალი საბუთით მანქანის ყიდვასაც ვერ შეძლებთო, ანუ რა სტატუსი გვაქვს, ვერვიგებთ... " - ამბობს გალის რაიონის მკვიდრი.

ბინადრობის მოწმობის გაცემის საკითხს "არასწორ დამოკიდებულებას"უწოდებენ სხვებიც, მათი თქმით, - ბინადრობის მოწმობას აძლევენ გალის მკვიდრებს. "ჩვენ აქ დროებით კი არა, მუდმივად ვცხობრობთ... ახლა კი, ისეთი განცდა გვაქვს, რომ ჩვენი თავიდან მოშორება უნდათ... მაგრამ იქითაც რომ არ ვჭირდებით არავის?!. აქ შრომისმოყვარე ხალხია. უკეთესად ვიცხოვრებდით, ხელს რომ არ გვიშლიდნენ, მაგრამ ილოზაციაში გვაქცევენ" - ამბობს სხვა გაკლელი, რომელსაც მიაჩნია, რომ გამოსავალს გრძელვადიან პერსპექტივაშიც ვერ ხედავს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე