საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შოთა პა­კე­ლი­ა­ნის მი­მართ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მო­სა­მარ­თლის მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ისან-სამ­გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის გარე და შიდა პე­რი­მეტ­რის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, მათ შო­რის, დღეს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცლე­ბე­უ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი

"შოთა პა­კე­ლი­ა­ნის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქტს, ქ. თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მო­სა­მარ­თლის მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ისა­ნი-სამ­გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის გარე და შიდა პე­რი­მეტ­რის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, მათ შო­რის, დღეს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცლე­ბე­უ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. ასე­ვე, შოთა პა­კე­ლი­ა­ნის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოშ იხი­ლე­ბა დაც­ვის მხა­რემ იშუ­ამ­დგომ­ლა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დარ­თუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­თხო­ვის შე­სა­ხებ, რაც დაკ­მა­ყო­ფილ­და სა­სა­მარ­თლოს მიერ და შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის მხა­რეს გა­და­ე­ცა ხსე­ნე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი.

მო­ცე­მუ­ლი ეტა­პი­სათ­ვის, საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლია კომ­პლექ­სუ­რი ფო­ნოს­კო­პი­უ­რი და ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბი­სა და მათ­ზე ასა­ხუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა.

შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისან-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი

"შოთა პაკელიანის მიერ სასამართლოში გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი. ასევე, შოთა პაკელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოშ იხილება დაცვის მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართული ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და შესაბამისად, დაცვის მხარეს გადაეცა ხსენებული ჩანაწერები.

მოცემული ეტაპისათვის, საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობისა და მათზე ასახული პირების იდენტიფიცირების მიზნით", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ