პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით ბა­ლანსდე­ბა და მკა­ფი­ოდ ნა­წილ­დე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. პრე­მი­ერ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა.

"2010 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო კონ­სტი­ტუ­ცია, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ხარ­ვე­ზი და კონ­სტი­ტუ­ვი­უ­რი ლო­გი­კით და­უშ­ვე­ბე­ლი ნორ­მე­ბი გახ­და შე­ტა­ნი­ლი და სწო­რედ ამ ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის და­ბა­ლან­სე­ბა და სრულ­ფა­სო­ვან სა­პარ­ლა­მენ­ტო მო­დელ­ზე გა­დას­ვლა იყო ჩვე­ნი გუნ­დის მხრი­დან ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბის მი­ზა­ნი. ამი­ტომ შე­იქ­მნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში ნე­ბის­მი­ერ წევ­რს ჰქონ­და სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თი­თო­ე­ულ მათ­განს შე­ეძ­ლო მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. სხვა­დას­ხვა ნორ­მის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­ტა­ნის სა­კი­თხი კი ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით წყდე­ბო­და. ამას­თან, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩა­ტარ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის სა­ყო­ველ­თაო გან­ხილ­ვე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გა­დაგ­ზავ­ნი­ლი იქნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში, სა­დაც ცვლი­ლე­ბე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის წინ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად იქნა შე­ფა­სე­ბუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით ბა­ლანსდე­ბა და მკა­ფი­ოდ ნა­წილ­დე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა.

"2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი და კონსტიტუვიური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახდა შეტანილი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის საყოველთაო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, სადაც ცვლილებები დემოკრატიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."