შემზარავი ფაქტი, რომლის დეტალებზეც ვისაუბრებთ, ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს, არასრულწლოვან გოგონებზე მოძალადე მამაკაცი დღემდე დაუსჯელია. არადა, 2014 წელს დაიწყო პოლიციამ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება, ბავშვები მოძალადეს ამხელდნენ, მაგრამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ეს საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. სამწუხაროდ, პოლიციამ მისი დასჯა ვერ შეძლო. ისიც აშკარაა, ბავშვების დედას საკუთარი შვილები რომ დაეცვა და მოძალადე ემხილა, დამნაშავე აუცილებლად იქნებოდა გისოსებს მიღმა, მაგრამ როგორც ჩანს, დედაც გაურიგდა დამნაშავეს.
მოძალადე მამაკაცი ბავშვების ბებიის ქმარია. საბედნიეროდ, პატარებმა მას თავი დააღწიეს და უსაფრთხოდ არიან, მათ დედას კი მშობლის უფლება შეჩერებული აქვს. 4 არასრულწლოვანი უკვე მეხუთე წელია, მინდობით აღზრდაშია. საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტოს სერვისცენტრი და სოცმუშაკი პატარების ყველა ნაბიჯს აკონტროლებს.
სერვისცენტრის უფროსი, სოცმუშაკი, სოფო ბარბაქაძე:
- მსგავსი ამბავი საბედნიეროდ იშვიათია, თუმცა რაც მოხდა, ამაზრზენია და ძალიან განვიცდი, დამნაშავე რომ დაუსჯელია. საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, ამიტომ მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ. 2013 წელს, ახალგაზრდა ქალმა მოგვმართა და გვითხრა, რომ 4 შვილთან ერთად ქუჩაში იყო დარჩენილი და გვთხოვა, ბავშვები სახელმწიფო ზრუნვაში ყოფილიყვნენ. მძაფრად გვიამბო თავისი ცხოვრების დეტალები. ამბობდა, - დევნილი ვარ, მეუღლემ მიმატოვა, ნათესავის ბინას ვაფარებ თავს, მანაც იქ დარჩენაზე უარი მითხრა და წასასვლელი არსად მაქვსო. თავიდან ისიც არ გაგვიმხილა, რომ დედამისის ქმართან ცხოვრობდა. სასწრაფოდ მოვიძიეთ ბავშვების მიმღები ოჯახი. უფროსი 10 წლის იყო, ყველაზე პატარა - 6-ის, ორი ბიჭი და ორი გოგონაა. მათი აზრიც მოვისმინეთ. წინასწარ გავაცანით ბავშვებს მიმღები მშობელი, დედას ის პირობებიც ვაჩვენეთ, სადაც ისინი იცხოვრებდნენ. მოეწონა და ოთხივე პატარა მიმღებ მშობელთან დავტოვეთ. ემოციურად დაშორდნენ დედას, ტიროდნენ. გვეგონა, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი დედა იყო და ამ ქალბატონის პირობების სასწრაფოდ გაძლიერებაზე ვფიქრობდით, რომ მალე შესძლებოდა შვილების სახლში დაბრუნება. დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ ერთ დღეს რეალობა გაირკვა.
- ბავშვები სიდუხჭირეში იზრდებოდნენ?
- უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. ბოლო ერთი წელი სკოლაშიც არ უვლიათ. მანამდეც დედა ყურადღებას არ იჩენდა, ბავშვებმა არაფერი იცოდნენ, უბრალოდ ისინი კლასიდან კლასში გადაჰყავდათ. უმძიმესი ჰიგიენური მდგომარეობა ჰქონდათ, სპეციფიკური სუნი, მკბენარებიც ჰყავდათ. ეტყობა იმდენად უყურადღებოდ იზრდებოდნენ, თავის მოვლის უნარ-ჩვევებიც კი არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მიმღებმა მშობელმა ეს პრობლემები მოაგვარა. სკოლაში შევიყვანეთ, ინდივიდუალურად შეიქმნა მათთვის პროგრამები და დღეს მათი აკადემიური მოსწრება მაღალია. მიმღები მშობელი არაფერს აკლებს, საჩუქრებით ანებივრებს პატარებს და მათაც ძალიან შეიყვარეს. რამდენიმე თვეში პატარა გოგონამ მიმღებ მშობელს საშინელი ამბავი უამბო.
- როგორც შევიტყვეთ, გოგონებზე ბებიის ქმარი ძალადობდა, მართალია?
- დიახ, ეს მწარე რეალობაა. 2014 წლის თებერვალი იყო, 8 წლის გოგონას აბანავებდა მიმღები მშობელი და დაბანისას ბავშვმა უთხრა, რომ მისი ბებიის ქმარი ძალიან ცუდი ადამიანი იყო. როცა ჰკითხა, ამას რატომ ამბობო, ბავშვმა დეტალურად უამბო, როგორ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა ეს კაცი. გაუკუღმართებული ფორმით ამყარებდა ბავშვთან სქესობრივ კავშირს... მოსმენილით შეძრულმა ქალმა გვერდზე გაიხმო თურმე უფროსი გოგონა და მას ჰკითხა, - ბაბუანაცვალი ცუდად ხომ არ გექცეოდაო? ბავშვმა ტირილი დაიწყო და მოუყვა ამაზრზენ დეტალებს. ყველაფერი იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ გვიან ღამით სასწრაფოდ დამირეკა ქალბატონმა. გოგონებს ცალ-ცალკე ვესაუბრე და რაც მათგან მოვისმინე, კრიტიკას ვერ უძლებდა. დეტალების აფიშირება ჟურნალის ფურცლებზე ალბათ უხერხულია, თუმცა გეტყვით, რომ გაუკუღმართებულ სქესობრივ კონტაქტს სხვადასხვა ფორმით ამყარებდა ბავშვებთან, ამას სისტემატური ხასიათი განსაკუთრებით 10 წლის გოგონასთან ჰქონდა. შენობა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, მიტოვებულია და ოთახი სულ 5-6 კვადრატია. იქ იდგა ორი წვრილი საწოლი. მამაკაცი ცდილობდა, გოგონები დაემარტოხელებინა და დღისით ცალ-ცალკე შეჰყავდა ისინი ოთახში. წინასწარ მიჰყავდა ბავშვები მაღაზიაში, ყიდულობდა ტკბილეულს მათთვის. უფროს გოგონასთან უფრო ხანგრძლივად გაგრძელდა ძალადობა და ის ვეღარ აპროტესტებდა, რადგან მოკვლით ემუქრებოდა. როცა ეს დეტალები გავიგეთ, მაშინვე გამოვიძახეთ პოლიცია და ფაქტზე გამოძიება დაიწყო... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე