პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმპათიური ქართველი მორაგბე, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია - "ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ"
სიმპათიური ქართველი მორაგბე, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია - "ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ"

რაგ­ბის თა­მა­ში 15 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, ამ­ჟა­მად კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი - ლაშა ლო­მი­ძე ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა. 2012 წელს, საფ­რან­გეთ­ში გუნდ "მონტპე­ლი­ეს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჩა­ი­რი­ცხა, 2 წლის შემ­დეგ, ასე­ვე ფრან­გულ - "ბე­ზი­ერსში" გა­და­ვი­და, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი ახალ სე­ზონს "ლონ­დონ აი­რიშ­თან" ერ­თად და­ი­წყებს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, თურ­მე, კუ­ლი­ნა­რი­ის­გან სუ­ლაც არ არის შორს და მარ­ტო ცხოვ­რე­ბი­სას, მის­თვის საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბაც ის­წავ­ლა.

ოკე­ა­ნის­პი­რა სტე­ლენ­ბო­სი და მშვი­დი დას­ვე­ნე­ბა სახ­ლში

- ივ­ნი­სის თვე­ში ნაკ­რე­ბის თა­მა­შე­ბი იწყე­ბა და ამე­რი­კა­ში, კა­ნა­და­სა და არ­გენ­ტი­ნა­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბით, ამის მერე კი სე­ზონს უკვე ახალ გუნდთან ერ­თად ვი­წყებ - "ლონ­დონ აი­რიშ­თან" კონ­ტრაქტს მო­ვა­წე­რე ხელი. როცა ვარ­ჯი­შებ­სა და თა­მა­შებს შო­რის დას­ვე­ნე­ბა გვაქვს, ძი­რი­თად დროს სახ­ლში ვა­ტა­რებ, წყნა­რად, მშვი­დად, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა მიყ­ვარს, მუ­სი­კის მოს­მე­ნა, წიგ­ნე­ბის კი­თხვა; თუ უცხო­ეთ­ში ვარ, ქარ­თულ გა­და­ცე­მებს, სე­რი­ა­ლებს ვუ­ყუ­რებ; სხვა­თა შო­რის, თა­ვი­სუ­ფალ დროს, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბაც მიყ­ვარს. სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც უნდა ჩა­ვი­დეთ, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი დღე მა­ინც ყო­ველ­თვის გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ ქა­ლა­ქი, იქა­უ­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ჩემ­თვის სამ­ხრე­თი აფ­რი­კა იყო, სა­დაც სამი თვე ვი­ცხოვ­რე (მა­შინ 19 წლის ვი­ყა­ვი). სამ­ხრეთ აფ­რი­კის სა­უ­კე­თე­სო აკა­დე­მი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად გამ­გზავ­ნეს. კე­იპ­ტა­უნ­თან, ძა­ლი­ან ლა­მაზ ქა­ლაქ­ში - სტე­ლენ­ბოს­ში (სტელ­ლენ­ბო­უს­ცჰ) ვი­ყა­ვი. ოკე­ა­ნის­პი­რა კუ­რორ­ტი იყო და იქ სა­უ­კე­თე­სო დრო გა­ვა­ტა­რე. ფი­ჯის კუნ­ძუ­ლებ­ზეც მა­გა­რი იყო. თა­მა­შე­ბი გვქონ­და, სე­ზო­ნის ბოლო ტურ­ნი­რი გახ­ლდათ და გა­დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ამი­ტომ ცო­ტას ვვარ­ჯი­შობ­დით და მეტს ვის­ვე­ნებ­დით. ეს პე­რი­ო­დიც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა.

გურ­მა­ნი სპორ­ტსმე­ნი და კუ­ლი­ნა­რია, რო­გორც თავ­შე­საქ­ცე­ვი საქ­მე

- კუ­ლი­ნა­რია და გემ­რი­ე­ლად ჭამა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, გურ­მა­ნი ვარ. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს და უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის დროს, მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე. ყვე­ლა­ნა­ი­რი ხა­ჭა­პუ­რი მიყ­ვარს და მე თვი­თო­ნაც ვამ­ზა­დებ ნე­ბის­მი­ერს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­ცხვარს, ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. ფრან­გუ­ლი და იტა­ლი­უ­რი ყვე­ლით ისე­თი კარ­გი ხა­ჭა­პუ­რი არ გა­მო­დი­ო­და, რო­გო­რიც ქარ­თუ­ლი ყვე­ლით მზად­დე­ბა. სუ­შიც მიყ­ვარს და ამა­საც კარ­გად ვა­კე­თებ. წვნი­ა­ნე­ბის გარ­და, თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი კერ­ძი მიყ­ვარს. ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა როცა დამ­ჭირ­და, მა­შინ ვის­წავ­ლე, დე­დი­სა და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით. საფ­რან­გეთ­ში ყოფ­ნის დროს, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არც მქონ­და, ახლა კი ამ პრო­ცე­სით ძა­ლი­ან ვერ­თო­ბი. თუმ­ცა, არც კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი მიყ­ვარს და არც ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის გა­სინ­ჯვა. ხორ­ცე­ულ­სა და ცო­მე­ულს, ბურ­გე­რებს უფრო ვე­ტა­ნე­ბი...

გემ­რი­ე­ლი და წყნა­რი გარ­თო­ბა

- ძი­რი­თა­დად, მე და ჩემი გუნ­დე­ლე­ბი სად­მე მივ­დი­ვართ ან ერ­თმა­ნეთს შინ ვსტუმ­რობთ. დიდი წვე­უ­ლე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. თბი­ლის­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად ყოფ­ნას, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვა­ხერ­ხებ. თა­მა­შის მერე, ისევ და ისევ გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად, სად­მე ბარ­ში ან რეს­ტო­რან­ში თუ ამოვ­ყოფ ხოლ­მე თავს. ჩემი "გარ­თო­ბა" ჭა­მაა (იცი­ნის). ხმა­უ­რი­ა­ნი გარ­თო­ბე­ბი, კლუ­ბე­ბი აღარ მომ­წონს. ერთი პე­რი­ო­დი ღა­მის ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ბოლო დროს აღარ მი­ზი­დავს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სიმპათიური ქართველი მორაგბე, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია - "ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ"

სიმპათიური ქართველი მორაგბე, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია - "ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ"

რაგბის თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ამჟამად კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი - ლაშა ლომიძე ქართული სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. 2012 წელს, საფრანგეთში გუნდ "მონტპელიეს" შემადგენლობაში ჩაირიცხა, 2 წლის შემდეგ, ასევე ფრანგულ - "ბეზიერსში" გადავიდა, რამდენიმე თვეში კი ახალ სეზონს "ლონდონ აირიშთან" ერთად დაიწყებს. წარმატებული სპორტსმენი, თურმე, კულინარიისგან სულაც არ არის შორს და მარტო ცხოვრებისას, მისთვის საყვარელი კერძების მომზადებაც ისწავლა.

ოკეანისპირა სტელენბოსი და მშვიდი დასვენება სახლში

- ივნისის თვეში ნაკრების თამაშები იწყება და ამერიკაში, კანადასა და არგენტინაში გავემგზავრებით, ამის მერე კი სეზონს უკვე ახალ გუნდთან ერთად ვიწყებ - "ლონდონ აირიშთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი. როცა ვარჯიშებსა და თამაშებს შორის დასვენება გვაქვს, ძირითად დროს სახლში ვატარებ, წყნარად, მშვიდად, ფილმების ყურება მიყვარს, მუსიკის მოსმენა, წიგნების კითხვა; თუ უცხოეთში ვარ, ქართულ გადაცემებს, სერიალებს ვუყურებ; სხვათა შორის, თავისუფალ დროს, კერძების მომზადებაც მიყვარს. საზღვარგარეთ, სადაც უნდა ჩავიდეთ, კვირის განმავლობაში ერთი დღე მაინც ყოველთვის გვაქვს გამოყოფილი, რომ ქალაქი, იქაური ღირსშესანიშნაობები დავათვალიეროთ. ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ჩემთვის სამხრეთი აფრიკა იყო, სადაც სამი თვე ვიცხოვრე (მაშინ 19 წლის ვიყავი). სამხრეთ აფრიკის საუკეთესო აკადემიაში სასწავლებლად გამგზავნეს. კეიპტაუნთან, ძალიან ლამაზ ქალაქში - სტელენბოსში (სტელლენბოუსცჰ) ვიყავი. ოკეანისპირა კურორტი იყო და იქ საუკეთესო დრო გავატარე. ფიჯის კუნძულებზეც მაგარი იყო. თამაშები გვქონდა, სეზონის ბოლო ტურნირი გახლდათ და გადაღლილები ვიყავით, ამიტომ ცოტას ვვარჯიშობდით და მეტს ვისვენებდით. ეს პერიოდიც კარგად მახსენდება.

გურმანი სპორტსმენი და კულინარია, როგორც თავშესაქცევი საქმე

- კულინარია და გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს, გურმანი ვარ. ქართული სამზარეულო ყველაზე მეტად მომწონს და უცხოეთში ყოფნის დროს, მენატრება ხოლმე. ყველანაირი ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ ნებისმიერს. საქართველოში გამომცხვარს, ვერაფერი შეედრება. ფრანგული და იტალიური ყველით ისეთი კარგი ხაჭაპური არ გამოდიოდა, როგორიც ქართული ყველით მზადდება. სუშიც მიყვარს და ამასაც კარგად ვაკეთებ. წვნიანების გარდა, თითქმის ყველა ქართული კერძი მიყვარს. ამ ყველაფრის გაკეთება როცა დამჭირდა, მაშინ ვისწავლე, დედისა და მეგობრების დახმარებით. საფრანგეთში ყოფნის დროს, სხვა გამოსავალი არც მქონდა, ახლა კი ამ პროცესით ძალიან ვერთობი. თუმცა, არც კულინარიული ექსპერიმენტები მიყვარს და არც ეგზოტიკური კერძების გასინჯვა. ხორცეულსა და ცომეულს, ბურგერებს უფრო ვეტანები...

გემრიელი და წყნარი გართობა

- ძირითადად, მე და ჩემი გუნდელები სადმე მივდივართ ან ერთმანეთს შინ ვსტუმრობთ. დიდი წვეულებების მოყვარული არ ვარ. თბილისში, მეგობრებთან ერთად ხშირად ყოფნას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ. თამაშის მერე, ისევ და ისევ გუნდელებთან ერთად, სადმე ბარში ან რესტორანში თუ ამოვყოფ ხოლმე თავს. ჩემი "გართობა" ჭამაა (იცინის). ხმაურიანი გართობები, კლუბები აღარ მომწონს. ერთი პერიოდი ღამის ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ ბოლო დროს აღარ მიზიდავს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი