კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარ­ლა­მენ­ტმა 115 ხმით ერ­თხმად, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტი მი­ი­ღო. კენ­ჭისყრა­ზე ასე­ვე 115 ხმით მხა­რი და­უ­ჭი­რეს აჭა­რის ავ­ტო­ნო­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის ახალ რე­დაქ­ცი­ას.

კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია პარ­ლა­მენ­ტის არც ერთ ოპო­ზი­ცი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. ოპო­ზი­ცი­ამ პრო­ცესს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი კენ­ჭსყ­რის შე­დეგს ტა­შით შეხ­ვდა.

შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტით სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა ყა­ლიბ­დე­ბა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ერთ-ერთი საკ­ვან­ძო პრინ­ცი­პი შე­რე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მი­დან პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლაა, თუმ­ცა მმარ­თველ გუნდში არ­სე­ბუ­ლი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გამო, გა­და­წყდა, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამოქ­მედ­დე­ბა, მო­მა­ვა­ლი 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი კი, კვლავ არ­სე­ბუ­ლი შე­რე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ამ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ერთჯე­რა­დად, 3%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი იმოქ­მე­დებს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი არა­პირ­და­პი­რი წე­სით იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი. პრე­ზი­დენ­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ აირ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა პარ­ლა­მენ­ტის 150 წევ­რის­გან, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რის­გან და პარ­ტი­ე­ბის მიერ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ხმოს­ნე­ბი­სა­გან.

კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა, პრე­ზი­დენ­ტის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს - ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს გა­უქ­მე­ბა და მის ნაც­ვლად, თავ­დაც­ვის საბ­ჭოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რომ­ლის ფორ­მი­რე­ბაც სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა.

ამას­თან, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის რიგი მუხ­ლე­ბი ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩას­წორ­და: - პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, ე.წ. გა­და­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის წეს­ში ე.წ. ჭერი წეს­დე­ბა; პარ­ლა­მენ­ტის მიერ უზე­ნა­ე­სი და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, ასე­ვე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი­სა და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვა შე­საძ­ლოა ხმა­თა 3/5-ით მოხ­დეს; გა­ნი­ხი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის არა­პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვის დროს, პირ­ველ ტურ­ში, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბი­თა და ღია კენ­ჭისყ­რით არ­ჩე­ვის სა­კი­თხი.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რას, რიგ­გა­რე­შე სხდო­მის ფორ­მატ­ში გაგ­რძელ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა. ხვალ, 12:00 სა­ათ­ზე, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მუხ­ლობ­რი­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ამის შემ­დეგ პრო­ცე­სი რიგ­გა­რე­შე სხდო­მის ფორ­მატ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო. კენჭისყრაზე ასევე 115 ხმით მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის ახალ რედაქციას.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტის არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას. ოპოზიციამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, უმრავლესობა კი კენჭსყრის შედეგს ტაშით შეხვდა.

შემუშავებული დოკუმენტით საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებული პროექტის რიგი მუხლები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე ჩასწორდა: - პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესში ე.წ. ჭერი წესდება; პარლამენტის მიერ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სახალხო დამცველის არჩევა შესაძლოა ხმათა 3/5-ით მოხდეს; განიხილება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დროს, პირველ ტურში, კვალიფიციური უმრავლესობითა და ღია კენჭისყრით არჩევის საკითხი.

მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სხდომის ფორმატში გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. ხვალ, 12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად განიხილავენ. ამის შემდეგ პროცესი რიგგარეშე სხდომის ფორმატში გადაინაცვლებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."