იტალიის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ გამოააშკარავა აფერისტი, რომელიც მრავალი წელი მონტენეგროს პრინცად ასაღებდა თავს.
სტეფან ცერნეტიჩი 57 წლის ტურინელი მამაკაცია, რომელიც თავს ასაღებდა სამეფო პირად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 1918 წლიდან მონარქული ოჯახი აღარ ყავს.
თავისი "ტიტულის" მეშვეობით ის ძვირფასი ავტომობილებით მგზავრობდა, მაღალი წრის ღონისძიებებს ესწრებოდა, ჩერდებოდა ძვირადღირებულ სასტუმროებში, მოკლედ როგორც ნამდვილი პრინცი, ისე ცხოვრობდა. სოციალურ ქსელში მისი პროფილები სავსეა ცნობილ ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან და სასულოერო პირებთან გადაღებული ფოტოებით. თვითმარქვია პრინცს ყოველწლიურად პატიჟებდნენ ბარონესა ეფრუსი დე როტშილდის ყვავილების ბალზე, სადაც ის მონაკოს სამეფო ოჯახთან ერთად ატარებდა დროს. მისი მეგობრების რიცხვშია დიდი ჩოგბურთის ვარსკვლავი ნოვაკ ჯოკოვიჩიც.
მონაკოს პრინც ალბერთან ერთად
ცრუ პრინცი და მისი თანამგზავრი, რომელიც თავს იტალიაში მაკედონიის ელჩად ასაღებდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. 2014 წელს "პრინცმა" პამელა ანდერსონს სამეფო ტიტული მიანიჭა.
იმისთვის, რომ თავის ლეგენდის დამაჯერებლობა შეენარჩუნებინა, თვითმარქვია მუდმივად ანახლებდა საიტს, სადაც მისი "ოჯახის" პორტრეტები იყო წარმოდგენილი, მშობლიური სასახლის ფოტოები და "მონარქის" ტიტულების ჩამონათვალი. ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ კაცი მაღალ საზოგადოებაში ხელგაშლილად მიეღოთ.
სტეფანი მაშინ გამოიჭირეს, როცა იტალიის მდიდრულ სასტუმროში ერთ კვირიანი ცხოვრების ანგარიში რომში მაკედონიის საელჩოს გადაუგზავნა გადასახდელად, სადაც განაცხადეს, რომ პრინცი არ ყავთ. სტეფანი უკვე დაკავებულია და მას თაღლითობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.
მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით