სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში შეგიმცირდებათ ვიდეოჯარიმის გადასახადი 20%-ით
რა შემთხვევაში შეგიმცირდებათ ვიდეოჯარიმის გადასახადი 20%-ით

ვი­დე­ო­ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მი ინერ­გე­ბა. კერ­ძოდ, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა და­ჯა­რი­მე­ბულ მო­ქა­ლა­ქეს ეძ­ლე­ვა ე.წ. სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი და თუ და­კის­რე­ბულ ჯა­რი­მას შე­სა­ბა­მი­სი სმს-შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან 10 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­იხ­დის, მისი ოდე­ნო­ბა 20%-ით შე­უმ­ცირ­დე­ბა. სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი და­ჯა­რი­მე­ბულ პირს ფოს­ტით, მხო­ლოდ სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ოდს არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ეგ­ზავ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, პრო­ექ­ტის "უსაფრ­თხო ქა­ლა­ქი, უსაფრ­თხო რე­გი­ო­ნი, უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა" ფარ­გლებ­ში, შე­ი­მუ­შა­ვა ვი­დე­ო­ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მო­დე­ლი.

"ამ მიდ­გო­მით გა­ი­ზარ­დე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში დრო­უ­ლად გა­დახ­დი­ლი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა და და­ი­ზო­გე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სე­ბი. მსგავ­სი მო­დე­ლი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, იტა­ლი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

პრო­ექ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ვი­დე­ო­ფირ­ზე ან ფო­ტო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი და­ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ახალ წესს. მსგავს მიდ­გო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს ეს­ტო­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა.

შსს-ს გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­რღვევს აღარ რჩე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თავი აა­რი­დოს სა­ჯა­რი­მო ქვით­რის ჩა­ბა­რე­ბას.

ხი­ლეთ ვი­დეო

"ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბის ამო­ღე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, 6 თვი­დან 1 წლამ­დე იზ­რდე­ბა ჯა­რი­მის აღ­სრუ­ლე­ბის ვადა. ფოს­ტა, ორ­ჯერ ჩა­ბა­რე­ბის

ნაც­ვლად, ვალ­დე­ბუ­ლია, სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი მხო­ლოდ ერთხელ ჩა­ა­ბა­როს და თუ სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ, ფოს­ტა სა­ჯა­რი­მო ქვით­რის ჩა­ბა­რე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნულ ჯა­რი­მას თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნებს და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 30 დღის შემ­დეგ იგი ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა გავ­რცელ­დე­ბა მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­წე­რილ ჯა­რი­მებ­ზე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის სფე­რო­ში", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ვი­დეო/ფოტო ჯა­რი­მე­ბი აღარ და­ე­კის­რე­ბა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ლი­ზი­ნი­გით გამ­ცემ კომ­პა­ნი­ებს; გა­მარ­ტივ­დე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის წე­სე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბა ავ­ტო­სა­ლი­ზინ­გო სფე­რო­ში ოპე­რი­რე­ბა­დი ბიზ­ნეს-სექ­ტო­რის­თვის.

ასე­ვე, და­წეს­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი ან/და ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის პი­რო­ბებ­ში მო­პე­დის მარ­თვი­სათ­ვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა შემთხვევაში შეგიმცირდებათ ვიდეოჯარიმის გადასახადი 20%-ით

რა შემთხვევაში შეგიმცირდებათ ვიდეოჯარიმის გადასახადი 20%-ით

ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით, მხოლოდ საშეღავათო პერიოდს არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" ფარგლებში, შეიმუშავა ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი.

"ამ მიდგომით გაიზარდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები. მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში", - აცხადებენ შსს-ში.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს. მსგავს მიდგომას ითვალისწინებს ესტონეთის კანონმდებლობა.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას.

ხილეთ ვიდეო

"ვიდეოჯარიმების ამოღების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების

ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს და თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში", - აცხადებენ შსს-ში.

პროექტის თანახმად, ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინიგით გამცემ კომპანიებს; გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში ოპერირებადი ბიზნეს-სექტორისთვის.

ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი