პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო საჟინიანი სტეფანეს "ემუქრება" - რას პასუხობს "X ფაქტორიდან" გავარდნილ კონკურსანტს მენტორი
სოფო საჟინიანი სტეფანეს "ემუქრება" - რას პასუხობს "X ფაქტორიდან" გავარდნილ კონკურსანტს მენტორი

მე­გა­შოუ "X ფაქ­ტო­რი" თან­და­თან და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის და შე­სა­ბა­მი­სად, სულ უფრო იძა­ბე­ბა გან­წყო­ბა პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა თუ მა­ყუ­რე­ბელ­ში. 19 ივ­ნისს მე­ო­თხე ლა­ივ­შო­უ­ზე იმ ოთხი კონ­კურ­სან­ტის ვი­ნა­ო­ბა გა­ირ­კვა, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლო­ბის­თვის ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლე­ბენ. პრო­ექ­ტი სოფო სა­ჟი­ნი­ან­მა და­ტო­ვა, რომ­ლის­თვი­საც გა­დამ­წყვე­ტი სოფო ნი­ჟა­რა­ძის "არა" აღ­მოჩ­ნდა.

პრო­ექ­ტი­დან გაგ­დე­ბულ­მა სა­ჟი­ნი­ან­მა AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა ერთ-ერთი მენ­ტო­რის სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბის გამო. მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა მენ­ტო­რის შე­ფა­სე­ბა, რო­მელ­მაც სო­ფოს მიერ შეს­რუ­ლე­ბულ სიმ­ღე­რა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი ვერ და­ი­ნა­ხა. სოფო სა­ჟი­ნი­ა­ნი სტე­ფა­ნეს "და­ე­მუქ­რა" კი­დეც:

"პრო­ექ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ვა­პი­რებ აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შაო სა­კუ­თარ თავ­ზე, ჩავ­წე­რო ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რო­მელ­საც პირ­ველ რიგ­ში სტე­ფა­ნეს გა­ვუგ­ზავ­ნი. მან თქვა, სო­ფოს სიმ­ღე­რა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს ვერ ვგრძნო­ბო, ამი­ტომ მო­ის­მი­ნოს ის სიმ­ღე­რე­ბი, რო­მე­ლიც ჩე­მია და ვნა­ხოთ თუ არ და­ი­ნა­ხავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს. გულ­ზე მომ­ხვდა ეს ნათ­ქვა­მი.

ჩავ­წერ ჩემს სიმ­ღე­რებს და პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სტე­ფა­ნეს გა­ვუგ­ზავ­ნი. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ­ღე­რო ბი­ორ­კი შე­ნე­ბუ­რად, რად­გან ეს ურ­თუ­ლე­სი კომ­პო­ზი­ცი­აა. სულ ვკან­კა­ლებ­დი ერთი ნო­ტიც რომ არ და­მე­კარ­გა, მე ეს შევ­ძე­ლი და დღეს სა­კუ­თარ თავ­ზე გა­ვი­მარ­ჯვე. ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბა...." - აღ­ნიშ­ნა კონ­კურ­სან­ტმა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ აფა­ა­სებს სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი შო­უ­დან გაგ­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტის გა­ნა­წყე­ნე­ბულ კო­მენ­ტარს, თუმ­ცა მან სა­ჟი­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა:

"რაზე უნდა გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი? მე მაქვს ჩემი სა­მუ­შაო და ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს. სა­წყე­ნია, რომ სოფო ჩემ­ზე ნა­წყე­ნი არის, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეს­თან კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნას" - აღ­ნიშ­ნა სტე­ფა­ნემ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

სოფო საჟინიანი სტეფანეს "ემუქრება" - რას პასუხობს "X ფაქტორიდან" გავარდნილ კონკურსანტს მენტორი

სოფო საჟინიანი სტეფანეს "ემუქრება" - რას პასუხობს "X ფაქტორიდან" გავარდნილ კონკურსანტს მენტორი

მეგაშოუ "X ფაქტორი" თანდათან დასასრულისკენ მიდის და შესაბამისად, სულ უფრო იძაბება განწყობა პროექტის მონაწილეებსა თუ მაყურებელში. 19 ივნისს მეოთხე ლაივშოუზე იმ ოთხი კონკურსანტის ვინაობა გაირკვა, რომლებიც პირველობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. პროექტი სოფო საჟინიანმა დატოვა, რომლისთვისაც გადამწყვეტი სოფო ნიჟარაძის "არა" აღმოჩნდა.

პროექტიდან გაგდებულმა საჟინიანმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა ერთ-ერთი მენტორის სტეფანე მღებრიშვილის შეფასების გამო. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მენტორის შეფასება, რომელმაც სოფოს მიერ შესრულებულ სიმღერაში ინდივიდუალიზმი ვერ დაინახა. სოფო საჟინიანი სტეფანეს "დაემუქრა" კიდეც:

"პროექტიდან წასვლის შემდეგ, ვაპირებ აქტიურად ვიმუშაო საკუთარ თავზე, ჩავწერო ახალი სიმღერები, რომელსაც პირველ რიგში სტეფანეს გავუგზავნი. მან თქვა, სოფოს სიმღერაში ინდივიდუალიზმს ვერ ვგრძნობო, ამიტომ მოისმინოს ის სიმღერები, რომელიც ჩემია და ვნახოთ თუ არ დაინახავს ინდივიდუალიზმს. გულზე მომხვდა ეს ნათქვამი.

ჩავწერ ჩემს სიმღერებს და პირველ რიგში, სწორედ სტეფანეს გავუგზავნი. შეუძლებელია იმღერო ბიორკი შენებურად, რადგან ეს ურთულესი კომპოზიციაა. სულ ვკანკალებდი ერთი ნოტიც რომ არ დამეკარგა, მე ეს შევძელი და დღეს საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ხალხი ყველაფერს ხვდება...." - აღნიშნა კონკურსანტმა ჩვენთან საუბრისას.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ აფაასებს სტეფანე მღებრიშვილი შოუდან გაგდებული კონკურსანტის განაწყენებულ კომენტარს, თუმცა მან საჟინიანის განცხადებაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

"რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი? მე მაქვს ჩემი სამუშაო და ვაკეთებ ჩემს საქმეს. საწყენია, რომ სოფო ჩემზე ნაწყენი არის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ პროექტის მონაწილესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნას" - აღნიშნა სტეფანემ ჩვენთან საუბრისას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება