Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: "მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა "ჩაეკვეხებინა" კითხვები"
რას ყვება დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: "მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა "ჩაეკვეხებინა" კითხვები"

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმა, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რას და­დე­ბი­თად აფა­სებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ შეხ­ვედ­რი­სას მამა და­ვით ჭინ­ჭა­რა­უ­ლი დე­კა­ნო­ზის ოჯა­ხის წევ­რებ­საც და პატ­რი­არ­ქსაც სა­უ­ბარს ხში­რად აწყვე­ტი­ნებ­და.რო­გორც თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ სა­პატ­რი­არ­ქოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, უწ­მინ­დეს­მა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ლო­ცა და მათ იგი­ვე გა­უ­მე­ო­რა, რაც გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მოს­ვლი­სას ბრძა­ნა, რომ მამა გი­ორ­გის­გან ცუდი არას­დროს არა­ფე­რი გა­უ­გია."შეხ­ვედ­რას და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ. ვი­ტყვი, რომ მამა და­ვით ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ცდი­ლობ­და, სა­უ­ბა­რი შეგ­ვე­წყვი­ტა და "ჩა­ეკ­ვე­ხე­ბი­ნა" თა­ვი­სი კი­თხვე­ბი. ხე­ლიც კი მო­მის­ვა რამ­დენ­ჯერ­მე ზურ­გზე და მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. პატ­რი­არ­ქმა გა­ი­მე­ო­რა პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ჰქონ­და. უწ­მინ­დეს­მა დაგ­ვლო­ცა", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქმა შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ".

თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე კვლავ იმ პო­ზი­ცი­ა­ზე რჩე­ბა, რომ უწ­მინ­დესს საქ­მე­ზე სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"პატ­რი­არ­ქმა გვი­თხრა, მამა გი­ორ­გის­გან ცუდი არა­ფე­რი გა­მი­გი­აო და ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კე­ნო. სა­უ­ბარს უწ­მინ­დეს­საც აწყვე­ტი­ნებ­დნენ. პატ­რი­არ­ქმა მოგ­ვის­მი­ნა, მან მხო­ლოდ ერთი ინ­ტერ­ვიუ გა­მახ­სე­ნა ჩემი, რო­მე­ლიც გა­ზეთ­ში და­ი­ბეჭ­და, თუმ­ცა მეტი არა­ფე­რი უკი­თხავს. მე­უ­ფე ია­კობ­მა მი­თხრა, რომ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს პატ­რი­არ­ქს, თუმ­ცა ამა­ში ეჭვი მე­პა­რე­ბა, რად­გან მას არ გას­ჩე­ნია არც ერთი კი­თხვა ჩემს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვრჩე­ბი ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ უწ­მინ­დე­სი საქ­მე­ზე სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

რას ყვება დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: "მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა "ჩაეკვეხებინა" კითხვები"

რას ყვება დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: "მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა "ჩაეკვეხებინა" კითხვები"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრისას მამა დავით ჭინჭარაული დეკანოზის ოჯახის წევრებსაც და პატრიარქსაც საუბარს ხშირად აწყვეტინებდა. როგორც თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა, უწმინდესმა ოჯახის წევრები დალოცა და მათ იგივე გაუმეორა, რაც გერმანიიდან ჩამოსვლისას ბრძანა, რომ მამა გიორგისგან ცუდი არასდროს არაფერი გაუგია. "შეხვედრას დადებითად ვაფასებ. ვიტყვი, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, საუბარი შეგვეწყვიტა და "ჩაეკვეხებინა" თავისი კითხვები. ხელიც კი მომისვა რამდენჯერმე ზურგზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა გაიმეორა პოზიცია, რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა. უწმინდესმა დაგვლოცა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. მისივე თქმით, პატრიარქმა შეხვედრისას განაცხადა, რომ "ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ".

თორნიკე მამალაძე კვლავ იმ პოზიციაზე რჩება, რომ უწმინდესს საქმეზე სრული ინფორმაცია არ აქვს.

"პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს დისკრედიტაციისკენო. საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა მოგვისმინა, მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ გამახსენა ჩემი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა მეტი არაფერი უკითხავს. მეუფე იაკობმა მითხრა, რომ სრული ინფორმაცია აქვს პატრიარქს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მას არ გასჩენია არც ერთი კითხვა ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით. ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი