პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ანტიკვარული წიგნი და პისტოლეტი დაუბრუნა
პროკურატურამ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ანტიკვარული წიგნი და პისტოლეტი დაუბრუნა

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მო­რი­გი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი წიგ­ნი - "ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მი­ხედ­ვით", - პა­რი­ზი 1823 და "პა­რა­ბე­ლუ­მის" ტი­პის პის­ტო­ლე­ტი და­უბ­რუნ­დე­ბათ.

ასე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­დევ ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ დამ­დგა­რი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის და გა­ნა­ჩე­ნით ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გახ­სნი­ლია ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის მო­რი­გი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი. კერ­ძოდ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2011 წლის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყო­ფის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­ქა­ლა­ქე პავ­ლე კუ­სი­ანს 30 000 აშშ დო­ლა­რად სურ­და გა­ე­ყი­და მისი ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი ფრან­გულ და იტა­ლი­ურ ენებ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი წიგ­ნი - "ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მი­ხედ­ვით" - პა­რი­ზი 1823.

პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყოფ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გახ­სნის ინ­სცე­ნი­რე­ბი­სა და ამ გზით წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის იმი­ჯის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ხსე­ნე­ბუ­ლი წიგ­ნის თით­ქოს­და ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე. ამავდრო­უ­ლად, წიგ­ნის მე­სა­კუთ­რე პავ­ლე კუ­სი­ა­ნი და­ი­ბა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის და მუ­ქა­რის შე­დე­გად იძუ­ლე­ბით და­ა­წე­რი­ნეს ხელ­წე­რი­ლი, თით­ქოს ეს უკა­ნას­კნე­ლი ან­ტიკ­ვა­რულ წიგნს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­დას­ცემ­და ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, ვი­ნა­ი­დან იგი წარ­მო­ად­გენ­და იშ­ვი­ათ სა­მუ­ზე­უ­მო და ბიბ­ლი­ო­თე­კის ექ­სპო­ნატს, რომ­ლის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაც მას არ გა­აჩ­ნდა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­გან იძუ­ლე­ბით ხელ­წე­რი­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ ან­ტიკ­ვა­რუ­ლი წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას გა­დას­ცა.

უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე ოთარ მი­ქა­ძე­საც და­უბ­რუნ­დე­ბა. 2011 წელს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 1940 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "პა­რა­ბე­ლუ­მის" ტი­პის პის­ტო­ლე­ტის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით რე­გის­ტრა­ცი­ას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის უხე­ში ჩა­რე­ვით, ია­რა­ღის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში მიქ­ცე­ვის მიზ­ნით ჩა­მო­არ­თვეს და უარი უთხრეს მის რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე.

ჩვენ მიერ მი­ღე­ბუ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პავ­ლე კუ­სი­ანს და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი წიგ­ნი -"ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მი­ხედ­ვით" - პა­რი­ზი 1823, ხოლო ოთარ მი­ქა­ძეს და­უბ­რუნ­დე­ბა და მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა და­ი­რე­გის­ტრი­როს მის­თვის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

გარ­და ამი­სა, ახალ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა უკა­ნო­ნოდ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო. მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ხუ­როშ­ვილს კა­ნო­ნი­ერ სა­კუთ­რე­ბა­ში გა­აჩ­ნდა ქ.თბი­ლის­ში, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე არ­სე­ბუ­ლი 3 990 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი მას­ზე არ­სე­ბუ­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რით, რაც 2011 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში და­ი­გეგ­მა მისი ჩა­მორ­თმე­ვის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის შექ­მნა.

ამ მიზ­ნით, 2011 წლის 25 ივ­ლისს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო ან­გა­რიშფაქ­ტუ­რის დამ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე, თით­ქოს ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­კუ­თა­რი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის გა­ქი­რა­ვე­ბით იღებ­და იმა­ზე მეტ თან­ხას, ვიდ­რე ამას ან­გა­რიშფაქ­ტუ­რა­ში ასა­ხავ­და. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ხე­ლოვ­ნუ­რად შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, 2012 წლის 10 აპ­რილს გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლის მი­მართ დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და მას გა­ნე­სა­ზღვრა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და ჯა­რი­მა 10 000 ლარი. ამა­ვე გა­ნა­ჩე­ნით, მი­წის ნაკ­ვე­თი და ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ჩა­მო­ერ­თვა მსჯავ­რდე­ბულს და გა­და­ე­ცა სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში.

ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით სრუ­ლად და­დას­ტურ­და მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს და­ინ­ტე­რე­სე­ბა ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის გა­მოც პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­მარ­თავს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო გა­ნა­ჩე­ნის გა­უქ­მე­ბის და ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლის­თვის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვა­ში მხი­ლე­ბულ ყო­ფილ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ­სჯე­ლებს მათ მი­მართ დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხზე. ამ დრო­ის­თვის ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გახ­სნი­ლია ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის 64 ფაქ­ტი, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის მო­თხოვ­ნით, სა­სა­მარ­თლო­ში 24 მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ გა­იგ­ზავ­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა; და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 136 მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თაც და­უბ­რუნ­დათ და დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცეს­შია 36 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მათ შო­რის 72 ავ­ტო­მან­ქა­ნა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი, სა­ო­ფი­სე და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი, ღვი­ნის ქარ­ხა­ნა, სა­ცუ­რაო კომ­პლექ­სი, სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი და ა.შ.", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პროკურატურამ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ანტიკვარული წიგნი და პისტოლეტი დაუბრუნა

პროკურატურამ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ანტიკვარული წიგნი და პისტოლეტი დაუბრუნა

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების საფუძველზე დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ანტიკვარული წიგნი - "ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით", - პარიზი 1823 და "პარაბელუმის" ტიპის პისტოლეტი დაუბრუნდებათ.

ასევე, პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და განაჩენით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე პავლე კუსიანს 30 000 აშშ დოლარად სურდა გაეყიდა მისი ოჯახის კუთვნილი ფრანგულ და იტალიურ ენებზე შესრულებული ანტიკვარული წიგნი - "ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით" - პარიზი 1823.

პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფმა სისხლის სამართლის საქმის გახსნის ინსცენირებისა და ამ გზით წარმატებული საგამოძიებო უწყების იმიჯის მოპოვების მიზნით, გამოძიება დაიწყო ხსენებული წიგნის თითქოსდა ბიბლიოთეკიდან ქურდობის ფაქტზე. ამავდროულად, წიგნის მესაკუთრე პავლე კუსიანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში და რამდენიმესაათიანი ფსიქოლოგიური ზეწოლის და მუქარის შედეგად იძულებით დააწერინეს ხელწერილი, თითქოს ეს უკანასკნელი ანტიკვარულ წიგნს ნებაყოფლობით გადასცემდა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ვინაიდან იგი წარმოადგენდა იშვიათ სამუზეუმო და ბიბლიოთეკის ექსპონატს, რომლის მოვლის საშუალებაც მას არ გააჩნდა. დაზარალებულისგან იძულებით ხელწერილის მიღების შემდეგ საგამოძიებო უწყებამ ანტიკვარული წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ასევე მოქალაქე ოთარ მიქაძესაც დაუბრუნდება. 2011 წელს დაზარალებული მოქალაქე მის მფლობელობაში არსებული 1940 წელს გამოშვებული "პარაბელუმის" ტიპის პისტოლეტის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციას ცდილობდა, რა დროსაც მას სამართალდამცავი ორგანოების უხეში ჩარევით, იარაღის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით ჩამოართვეს და უარი უთხრეს მის რეგისტრაციაზე.

ჩვენ მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, პავლე კუსიანს დაუბრუნდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ანტიკვარული წიგნი -"ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით" - პარიზი 1823, ხოლო ოთარ მიქაძეს დაუბრუნდება და მიეცემა საშუალება დაირეგისტრიროს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ცეცხლსასროლი იარაღი.

გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო. მოქალაქე გიორგი ხუროშვილს კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არსებული 3 990 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული ბენზინგასამართი სადგურით, რაც 2011 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა და სამართალდამცავ ორგანოებში დაიგეგმა მისი ჩამორთმევისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.

ამ მიზნით, 2011 წლის 25 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გიორგი ხუროშვილი დაკავებული იქნა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის დამზადების ფაქტზე, თითქოს ეს უკანასკნელი საკუთარი ბენზინგასამართი სადგურის გაქირავებით იღებდა იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ამას ანგარიშფაქტურაში ასახავდა. გამოძიების მიერ ხელოვნურად შეკრებილი მტკიცებულებების შედეგად, 2012 წლის 10 აპრილს გიორგი ხუროშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 10 000 ლარი. ამავე განაჩენით, მიწის ნაკვეთი და ბენზინგასამართი სადგური, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი ჩამოერთვა მსჯავრდებულს და გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით სრულად დადასტურდა მსჯავრდებულ გიორგი ხუროშვილის უდანაშაულობა და სამართალდამცავი ორგანოს დაინტერესება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რის გამოც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების და ჩამორთმეული ქონების გიორგი ხუროშვილისთვის დაბრუნების მოთხოვნით.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე. ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 64 ფაქტი, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, სასამართლოში 24 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა; დაზარალებულად ცნობილია 136 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ