საქართველოს შესაძლოა, NBA-ის მოქმედი ჩემპიონები ესტუმრონ. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" კალათბურთელები საქართველოში მათი ქართველი თანაგუნდელის, ზაზა ფაჩულიას მოწვევით ჩამოდიან. როგორც წყარომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ფაჩულიამ თანაგუნდელები ზაფხულში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე დასასწრებად მოიწვია. ამ ეტაპზე უცნობია, რა შემადგენლობით ჩამოვა გუნდი საქართველოში, თუმცა წყაროს ცნობით, მათ რიგებში გუნდის რამდენიმე ვარსკვლავი იქნება.
სპორტულ სამყაროში მიაჩნიათ, რომ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელების საქართველოში შესაძლო სტუმრობის შესახებ ირიბი მინიშნება ზაზა ფაჩულიამ, ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გააკეთა. როგორც ფაჩულიამ აღნიშნა, მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის თასი საქართველოში ჩამოვიდოდა განაგრძეთ კითხვა