სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Hand4help - სტარტაპი, რომელიც მრავალფუნქციურ ხელის პროთეზებს აწარმოებს
Hand4help - სტარტაპი, რომელიც მრავალფუნქციურ ხელის პროთეზებს აწარმოებს

პირ­ვე­ლად ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა ხე­ლის ფუნ­ქცი­უ­რი პრო­თე­ზის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყეს. და­ბალ­და­ნა­ხარ­ჯი­ა­ნი, ფუნ­ქცი­უ­რი ხე­ლის პრო­თე­ზი, გან­კუთ­ვნი­ლია შშმ პი­რე­ბის­თვის, კერ­ძოდ მათ­თვის, ვი­საც ხელი ან არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ან ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს.

კომ­პა­ნია Hand4Help-მა, რო­მე­ლიც ექ­ვსმა ნი­ჭი­ერ­მა ახალ­გაზ­რდამ და­ა­ფუძნა, 2016 წელს "სტარ­ტაპ სა­ქარ­თვე­ლო­ში" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­მარ­ჯვე­ბაც მო­ი­პო­ვა. ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პის შე­სა­ხებ მის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს გი­ორ­გი დიღ­მე­ლაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

"Hand4help-ის იდეა გაჩ­ნდა მას შემ­დეგ, რაც შე­ვი­ტყვეთ პა­ტა­რა მა­რი­ა­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებ­და ხე­ლის პრო­თეზს. სწო­რედ მა­რი­ა­მის შემ­თხვე­ვამ გა­დაგ­ვა­წყვე­ტი­ნა პირ­ვე­ლი პრო­თე­ზის დამ­ზა­დე­ბა. რაც უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცა­ნით დღეს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ხე­ლის პრო­თე­ზებს მით მეტი პრობ­ლე­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ხე­ლის პრო­თე­ზე­ბის ფასი 5 000 -100 000 $-მდე მერ­ყე­ობს, ასე­ვე ბავ­შვე­ბის­თვის პრო­თე­ზე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად არ მზად­დე­ბა ან ის სა­ტა­რებ­ლად საკ­მა­ოდ მძი­მეა. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, დიდი ხა­ნია ამ სფე­რო­ში სი­ახ­ლე არა­ვის შე­უ­ტა­ნია. გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­დაგ­ვეჭ­რა ეს პრობ­ლე­მე­ბი და 3დ პრინ­ტე­რის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით შევ­ქმე­ნით ხე­ლის მრა­ვალ­ფუქნცი­უ­რი, რო­ბო­ტუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, და­ბალ­და­ნა­ხარ­ჯი­ა­ნი პრო­თე­ზი, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის, ბავ­შვე­ბის ჩათ­ვლით" – ამ­ბობს გი­ორ­გი.

Hand4help-ის პრო­დუქ­ცია კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რია - პრო­თე­ზი მის მფლო­ბელს სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ებ­თან ერ­თად სმარ­ტფონ­ზე მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის აკ­რე­ფი­სა და გაგ­ზავ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც აძ­ლევს.

"ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ხე­ლის პრო­თე­ზი გაგ­ვე­ხა­და უფრო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი. მომ­ხმა­რე­ბე­ლი თვი­თონ ირ­ჩევს, რა ფუნ­ქცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს მის პრო­თეზს, რო­გო­რი დი­ზა­ი­ნის უნდა იყოს ის და ა.შ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სურ­ვილს, მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ პრო­თე­ზით პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა, სმართფონ­ზე მე­სი­ჯის აკ­რე­ფა, პრე­ზენ­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და ა.შ.

Hand4help სო­ცი­ა­ლუ­რი მი­სი­აც აქვს - ხე­ლის პრო­თე­ზი გა­ხა­დეს ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის.

"ჩვენ და­ვა­არ­სეთ Hand4help Community სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და მათ, ვი­საც სხვი­სი დახ­მა­რე­ბის სუვრვი­ლი აქვს .ეს იქ­ნე­ბა იდე­ე­ბი, დი­ზა­ი­ნი თუ უშუ­ა­ლოდ ხე­ლის პრო­თე­ზის აწყო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. Hand4help Community-ის ფარ­გლებ­ში სრუ­ლი­ად უან­გა­როდ ვამ­ზა­დებთ ხე­ლის პრო­თე­ზებს, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლია იმ მი­ნი­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბით, რაც სა­ჭი­როა ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის", - ამ­ბობს გი­ორ­გი დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი.

სტარ­ტა­პის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხე­ლის პრო­თე­ზის­თვის სხვა ფუნ­ქცი­ე­ბის და­მა­ტე­ბა­საც აა­ნონ­სე­ბენ. #სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი ეკა გა­და­ხა­ბა­ძეAMBEBI.GE
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

Hand4help - სტარტაპი, რომელიც მრავალფუნქციურ ხელის პროთეზებს აწარმოებს

Hand4help - სტარტაპი, რომელიც მრავალფუნქციურ ხელის პროთეზებს აწარმოებს

პირველად ამიერკავკასიაში, ქართველმა სტუდენტებმა ხელის ფუნქციური პროთეზის წარმოება დაიწყეს. დაბალდანახარჯიანი, ფუნქციური ხელის პროთეზი, განკუთვნილია შშმ პირებისთვის, კერძოდ მათთვის, ვისაც ხელი ან არ აქვს განვითარებული ან ამპუტირებული აქვს.

კომპანია Hand4Help-მა, რომელიც ექვსმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დააფუძნა, 2016 წელს "სტარტაპ საქართველოში" მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა. ინოვაციური სტარტაპის შესახებ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს გიორგი დიღმელაშვილს ვესაუბრეთ.

"Hand4help-ის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ პატარა მარიამის შესახებ, რომელიც საჭიროებდა ხელის პროთეზს. სწორედ მარიამის შემთხვევამ გადაგვაწყვეტინა პირველი პროთეზის დამზადება. რაც უფრო დეტალურად გავეცანით დღეს ბაზარზე არსებულ ხელის პროთეზებს მით მეტი პრობლემა აღმოვაჩინეთ. აღმოჩნდა, რომ ხელის პროთეზების ფასი 5 000 -100 000 $-მდე მერყეობს, ასევე ბავშვებისთვის პროთეზები ფაქტობრივად არ მზადდება ან ის სატარებლად საკმაოდ მძიმეა. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი ხანია ამ სფეროში სიახლე არავის შეუტანია. გადავწყვიტეთ, გადაგვეჭრა ეს პრობლემები და 3დ პრინტერის ტექნოლოგიის გამოყენებით შევქმენით ხელის მრავალფუქნციური, რობოტული და რაც მთავარია, დაბალდანახარჯიანი პროთეზი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ბავშვების ჩათვლით" – ამბობს გიორგი.

Hand4help-ის პროდუქცია კონკურენტებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მაღალტექნოლოგიურია - პროთეზი მის მფლობელს სხვადასხვა ფუნქციებთან ერთად სმარტფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების აკრეფისა და გაგზავნის შესაძლებლობასაც აძლევს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ ხელის პროთეზი გაგვეხადა უფრო მაღალტექნოლოგიური. მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რა ფუნქციის განხორციელება უნდა შეეძლოს მის პროთეზს, როგორი დიზაინის უნდა იყოს ის და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა სურვილს, მომხმარებლებს შეუძლიათ პროთეზით პიანინოზე დაკვრა, სმართფონზე მესიჯის აკრეფა, პრეზენტაციის ჩატარება და ა.შ.

Hand4help სოციალური მისიაც აქვს - ხელის პროთეზი გახადეს ხელმისაწვდომი ყველასთვის.

"ჩვენ დავაარსეთ Hand4help Community საქართველოში. ეს არის საზოგადოება, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდება და მათ, ვისაც სხვისი დახმარების სუვრვილი აქვს .ეს იქნება იდეები, დიზაინი თუ უშუალოდ ხელის პროთეზის აწყობაში მონაწილეობის მიღება. Hand4help Community-ის ფარგლებში სრულიად უანგაროდ ვამზადებთ ხელის პროთეზებს, რომლებიც აღჭურვილია იმ მინიმალური ფუნქციებით, რაც საჭიროა ყოველდღიური მოხმარებისთვის", - ამბობს გიორგი დიღმელაშვილი.

სტარტაპის დამფუძნებლები პროდუქტის განვითარებაზე მუდმივად მუშაობენ და უახლოეს მომავალში ხელის პროთეზისთვის სხვა ფუნქციების დამატებასაც აანონსებენ. #სტარტაპერი #გვეამაყები ეკა გადახაბაძე AMBEBI.GE

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის