სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში 65,6 მილიონი ადამიანი ლტოლვილობაში ცხოვრობს
მსოფლიოში 65,6 მილიონი ადამიანი ლტოლვილობაში ცხოვრობს

გა­ე­რომ, 20 ივ­ნისს გა­ე­რო ლტოლ­ვილ­თა მსოფ­ლიო დღე აღ­ნიშ­ნა და ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, იძუ­ლე­ბით ად­გილ­ნაც­ვა­ლე­თა პირ­თა შე­სა­ხებ მის მიერ ბოლო წლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც გა­მო­აქ­ვენ­და. კერ­ძოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, 65 მი­ლი­ონ­ზე მეტი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი და 22 მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ლტოლ­ვი­ლია და მათ­მა უმე­ტე­სო­ბამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი ომი­სა და ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხის გამო და­ტო­ვა.

გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ წუთს, და­ახ­ლო­ე­ბით 20 ადა­მი­ა­ნი ტო­ვებს სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელს და მათი მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბის ფონ­ზე, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მო­ბი­ზი­ლე­ბულ რე­სურ­სებს სულ უფრო მცირ­დე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წელს, მსოფ­ლიო ლტოლ­ვილ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა, რაც ბოლო დროს მსოფ­ლი­ო­ში გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ად­გილ­ნაც­ვალ პირ­თა რი­ცხვი. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა სა­ა­გენ­ტომ რო­მე­ლიც 19 ივ­ნისს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მო­ი­ცავს რო­გორც ლტოლ­ვი­ლებს, ისე თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლებ­სა და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ად­გილ­ნაც­ვალ პი­რებს და და­ახ­ლო­ე­ბით, 300 ათა­სით მე­ტია ვიდ­რე 2015 წლის ბო­ლოს იყო.

ბოლო წლებ­ში, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა, სი­რია სწო­რედ იქ მიმ­დი­ნა­რე ექ­ვსწლი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გამო და­ტო­ვა, რომ­ლის მას­შტა­ბე­ბიც ყო­ველ­წლი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა და სას­ტი­კი ხდე­ბა. მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ხან სამ­თავ­რო­ბოს ძა­ლე­ბის, ხა­ნაც ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დახ­მის სა­მიზ­ნე ხდე­ბა.

ამ მხრივ, სა­ხი­ფა­თოა ე.წ. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილს აკონ­ტრო­ლე­ბენ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და გავ­ლე­ნას კარ­გავს, იმ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, ვინც ტე­რო­რის­ტებს გა­მო­ექ­ცა, არ სჯე­რათ, რომ ისი­ნი ოდეს­მე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ, მით უფრო, მათ სამ­შობ­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლის გარ­და, სა­მუ­შაო და­კარ­გეს და იცი­ან, რომ თუნ­დაც დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ლუკ­მა-პუ­რის გა­რე­შე მო­უ­წევთ ცხოვ­რე­ბა.

ამი­ტო­მაც, მა­თი­ვე თქმით, ურ­ჩევ­ნი­ათ, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც, გა­ე­როს მიერ გახ­სნილ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ კა­რავ-ქა­ლა­ქებ­ში იცხოვ­რონ, რად­გან იქ მათ ოჯა­ხებს არ შიათ, არ სცი­ვათ და უსაფრ­თხოდ არი­ან. ამი­ტომ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ამ ეტ­პა­ზე არც ფიქ­რო­ბენ და ელი­ან, რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბა მათ­თვის "მე­სა­მე ქვე­ყა­ნა" – ანუ ად­გი­ლი, სა­დაც გა­და­ა­სახ­ლე­ბენ და სა­დაც ახალ და მშვი­დო­ბი­ან ცხოვ­რე­ბას და­ი­წყე­ბენ.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, იორ­და­ნია, ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც 10 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 700 000 ლტოლ­ვი­ლის­თვის თავ­შე­საფ­რად იქცა. მათი დიდი ნა­წი­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია. ად­ვო­კა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუ­ფი მათ­გან 50 ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ლტოლ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს იცავს.

ჯე­ი­ნი ფლე­მინ­გი, ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბის ერთ-ერთი პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­ი­მე­დო პროგ­ნოზს ვერ აკე­თებს და აცხა­დებს, რომ ვი­თა­რე­ბა, ხვალ და ზეგ ვერ გა­მოს­წორ­დე­ბა, მე­ტიც ის ამ­ბობს, რომ ლტოლ­ვილ­თა მდგო­მა­რო­ე­ბა, შე­საძ­ლოა, წლო­ბით არ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს:

"რო­გორც წესი, მე კლი­ენ­ტებს ვე­უბ­ნე­ბი: ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით მა­ნამ, სა­ნამ თქვენ სა­კუ­თა­რი თა­ვის დახ­მა­რე­ბა შე­გეძ­ლე­ბათ. სა­ნამ ფეხ­ზე დადგბით და სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა შე­გეძ­ლე­ბათ. და ეს კი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს 10 წელს, ოც წელს. ან სუ­ლაც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა".

გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლეს­მა კო­მი­სა­რი­ატ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და, რომ მეტი შე­წი­რუ­ლო­ბა გა­ი­ღონ ლტოლ­ვილ­თა და­სახ­მა­რებ­ლად. ბო­ლოს კი, გა­ე­რომ რამ­დე­ნი­მე მუს­ლი­მუ­რი ქვეყ­ნის რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რის იმის ნე­ბარ­თვა მო­ი­პო­ვა, რომ მათ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ლტოლ­ვილ­თა პროგ­რა­მებს ფული შეს­წი­რონ. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ნავ­თო­ბით მდი­და­რი ზო­გი­ერ­თი ის­ლა­მუ­რი ქვეყ­ნი­დან, შე­საძ­ლოა, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვა და­ი­წყოს.

ლტოლ­ვილ­თა სა­კი­თხებ­ში გა­ე­როს უმაღ­ლეს­მა კო­მი­სარ­მა, ფი­ლი­პო გრან­ტიმ 20 ივ­ნისს, ლტოლ­ვილ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ნიშ­ნა, რომ ად­გილ­ნაც­ვა­ლი პი­რე­ბის მი­მართ შიში და მათი იზო­ლა­ცია ხელს ვერ შე­უ­წყობს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას.

ად­გილ­ნაც­ვალ პირ­თა ყვე­ლა­ზე დიდ ჯგუფს, 12 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ანს, სი­რი­ე­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ. შემ­დეგ, 7,7 მი­ლი­ო­ნით კო­ლუმ­ბი­ე­ლე­ბი მო­დი­ან, მათ მერე კი, ავ­ღა­ნე­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 4,7 მი­ლი­ო­ნია...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მსოფლიოში 65,6 მილიონი ადამიანი ლტოლვილობაში ცხოვრობს

მსოფლიოში 65,6 მილიონი ადამიანი ლტოლვილობაში ცხოვრობს

გაერომ, 20 ივნისს გაერო ლტოლვილთა მსოფლიო დღე აღნიშნა და ამავდროულად, ორგანიზაციამ, იძულებით ადგილნაცვალეთა პირთა შესახებ მის მიერ ბოლო წლებში მოპოვებული მონაცემებიც გამოაქვენდა. კერძოდ, თანამედროვე მსოფლიოში, 65 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და 22 მილიონნახევარი ლტოლვილია და მათმა უმეტესობამ საცხოვრებელი ადგილი ომისა და ძალადობის საფრთხის გამო დატოვა.

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ წუთს, დაახლოებით 20 ადამიანი ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს და მათი მზარდი რაოდენობის ფონზე, მშვიდობისმყოფელი და უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მობიზილებულ რესურსებს სულ უფრო მცირდება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს, მსოფლიო ლტოლვილთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, რაც ბოლო დროს მსოფლიოში გაუარესებული ვითარების შედეგია. გაეროს მონაცემებით, ადგილნაცვალ პირთა რიცხვი. ეს მაჩვენებელი, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ რომელიც 19 ივნისს გამოაქვეყნა, მოიცავს როგორც ლტოლვილებს, ისე თავშესაფრის მაძიებლებსა და საკუთარ ქვეყანაში ადგილნაცვალ პირებს და დაახლოებით, 300 ათასით მეტია ვიდრე 2015 წლის ბოლოს იყო.

ბოლო წლებში, ათასობით ადამიანმა, სირია სწორედ იქ მიმდინარე ექვსწლიან სამოქალაქო ომის გამო დატოვა, რომლის მასშტაბებიც ყოველწლიურად ფართოვდება და სასტიკი ხდება. მშვიდობიანი მოსახლეობა ხან სამთავრობოს ძალების, ხანაც ტერორისტების თავდახმის სამიზნე ხდება.

ამ მხრივ, სახიფათოა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები, რომლებმაც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ და მიუხედავად იმისა, "ისლამური სახელმწიფო" ბოლო თვეების განმავლობაში ტერიტორიებსა და გავლენას კარგავს, იმ მშვიდობიან მოსახლეობას, ვინც ტერორისტებს გამოექცა, არ სჯერათ, რომ ისინი ოდესმე საკუთარ საცხოვრებელში დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო, მათ სამშობლოში საცხოვრებლის გარდა, სამუშაო დაკარგეს და იციან, რომ თუნდაც დაბრუნების შემთხვევაში, ლუკმა-პურის გარეშე მოუწევთ ცხოვრება.

ამიტომაც, მათივე თქმით, ურჩევნიათ, ჯერჯერობით მაინც, გაეროს მიერ გახსნილ და ორგანიზებულ კარავ-ქალაქებში იცხოვრონ, რადგან იქ მათ ოჯახებს არ შიათ, არ სცივათ და უსაფრთხოდ არიან. ამიტომ, სამშობლოში დაბრუნებაზე ამ ეტპაზე არც ფიქრობენ და ელიან, როდის გამოჩნდება მათთვის "მესამე ქვეყანა" – ანუ ადგილი, სადაც გადაასახლებენ და სადაც ახალ და მშვიდობიან ცხოვრებას დაიწყებენ.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, იორდანია, ქვეყანა, რომელშიც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახლა დაახლოებით 700 000 ლტოლვილისთვის თავშესაფრად იქცა. მათი დიდი ნაწილი ძალადობის მსხვერპლია. ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფი მათგან 50 ყველაზე მოწყვლადი ლტოლვილის ინტერესებს იცავს.

ჯეინი ფლემინგი, ლტოლვილთა დახმარების ერთ-ერთი პროექტის წარმომადგენელი, საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებს და აცხადებს, რომ ვითარება, ხვალ და ზეგ ვერ გამოსწორდება, მეტიც ის ამბობს, რომ ლტოლვილთა მდგომაროება, შესაძლოა, წლობით არ გაუმჯობესდეს:

"როგორც წესი, მე კლიენტებს ვეუბნები: ჩვენ დაგეხმარებით მანამ, სანამ თქვენ საკუთარი თავის დახმარება შეგეძლებათ. სანამ ფეხზე დადგბით და საკუთარ თავზე ზრუნვა შეგეძლებათ. და ეს კი შეიძლება გაგრძელდეს 10 წელს, ოც წელს. ან სულაც, მთელი ცხოვრება".

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა საერთაშორისო საზოგადოებას არაერთხელ მოუწოდა, რომ მეტი შეწირულობა გაიღონ ლტოლვილთა დასახმარებლად. ბოლოს კი, გაერომ რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის რელიგიური ლიდერის იმის ნებართვა მოიპოვა, რომ მათმა მოქალაქეებმა ლტოლვილთა პროგრამებს ფული შესწირონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნავთობით მდიდარი ზოგიერთი ისლამური ქვეყნიდან, შესაძლოა, გაჭირვებულებისთვის საჭირო თანხების მოზიდვა დაიწყოს.

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანტიმ 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ადგილნაცვალი პირების მიმართ შიში და მათი იზოლაცია ხელს ვერ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას.

ადგილნაცვალ პირთა ყველაზე დიდ ჯგუფს, 12 მილიონამდე ადამიანს, სირიელები შეადგენენ. შემდეგ, 7,7 მილიონით კოლუმბიელები მოდიან, მათ მერე კი, ავღანელები არიან, რომელთა რაოდენობამ 4,7 მილიონია...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"