აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რაც გაავრცელეს ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "რუსთავის2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს, რადგან ის ბინძური კამპანიის ნაწილია.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რაც გაავრცელეს ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საკმაოდ მძიმე სურათს, რომელიც ჩამოყალიბებულია. მე გთხოვთ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან არის უმარტივესი, ძალიან ბინძური კამპანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.