გამრეკელის ქუჩაზე, სადაც მეპატრონის მიერ ბერი ნიკოლოზის გამოსახლებას მრევლი აპროტესტებს, მცირე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პოლიციის ინფორმაციით, ისინი გამრეკელის ქუჩაზე სახლის მეპატრონემ გამოიძახა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სახლში ხალხი აპირებს შეჭრას.
როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, გაერკვევიან ვითარებაში, ორივე მხარეს გაესაუბრებიან და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. "უნდა დაიწეროს განცხადება და შემოვიდეს პოლიციაში. მოქალაქემ დარეკა პოლიციაში და გვითხრა, რომ მემუქრებიან და ჩემთან შემოჭრას აპირებენ. მასაც გავესაუბრებით და შემდეგ გადაწყდება ყველაფერი. თუ მამაო კანონიერად ცხოვრობს ამ სახლში, ის აუცილებლად შევა იქ. ჩვენ ვითარებაში დღესვე გავერკვევით", - განმარტა პოლიციელმა.