პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იცავენ თანამედროვე თვითმფრინავებს მეხისა და სხვა საჰაერო საფრთხეებისგან
როგორ იცავენ თანამედროვე თვითმფრინავებს მეხისა და სხვა საჰაერო საფრთხეებისგან

ორი­ო­დე დღის წინ, სტამ­ბო­ლი-თბი­ლი­სის რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბი­სას თვითმფრი­ნავს მეხი და­ე­ცა. შემ­თხვე­ვა თურ­ქეთ­ში, აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მოხ­და. ავი­ა­ლა­ი­ნე­რის კორ­პუს­ში მე­ხის მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, ეკი­პაჟ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დო­ბით ჩა­ი­ა­რა და ბორტზე მყოფ­თა­გან არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვითმფრი­ნა­ვი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა, შემ­თხვე­ვის­გან არც ისაა და­ზღვე­უ­ლი. თვითმფრი­ნავ­ში მე­ხის მოხ­ვედ­რის ფაქ­ტე­ბი არც ისე იშ­ვი­ა­თია.

2016 წლის ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში მოს­კოვ­ში შე­რე­მე­ტი­ე­ვოს აე­რო­პორ­ტში ჩა­მო­ვარ­დნილ­მა მეხ­მა სად­გომ­ზა მდგა­რი ერ­თდრო­უ­ლად სამი თვითმფრი­ნა­ვი და­ა­ზი­ა­ნა. ელექტრულ­მა მუხტმა სა­ჰა­ე­რო ლა­ი­ნე­რე­ბის რიგი ელექტრო­სის­ტე­მე­ბი მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა. იმა­ვე წლის მარ­ტში ნიუ-იორკში მე­ხის მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ავა­რი­უ­ლად Embraer E170-ი და­ეშ­ვა, რო­მელ­შიც 55 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ავი­ა­კომ­პა­ნია Delta-ს თვითმფრი­ნა­ვის მარ­ცხე­ნა ბორ­ტში მეხ­მა საკ­მა­ოდ დიდი ად­გი­ლი ამოწ­ვა. 2011 წლის 12 მა­ისს ავი­ა­კომ­პა­ნია Emirates-ის A380-ს მეხი ლონ­დო­ნის ჰით­რო­უს აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბი­სას მოხ­ვდა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ეს მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კის მცი­რე ნა­წი­ლია.

რო­გორც წესი, მე­ხის მოხ­ვედ­რა თვითმფრი­ნავს არ აზი­ა­ნებს. თუმ­ცა რე­ი­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე თვითმფრი­ნავს გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ხსნი­ან რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი­დან და დე­ტა­ლუ­რად ამოწ­მე­ბენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის­გან სა­ჰა­ე­რო ლა­ი­ნე­რის შე­მო­ნა­კე­რი ზა­რალ­დე­ბა. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად მწყობ­რი­დან ელექტრო­სის­ტე­მე­ბი გა­მო­ი­დის.

თვითმფრი­ნა­ვებს მე­ხის მოხ­ვედ­რის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იცა­ვენ. პირ­ველ რიგ­ში ეს ელექტრო­ნულ ნა­წილს ეხე­ბა. ცალ­კე­უ­ლი ელექტრო­სის­ტე­მე­ბი, ისე­ვე, რო­გორც ელექტრო­სა­დე­ნე­ბი ეკ­რა­ნი­რე­ბუ­ლია - ეს მათ მძლავ­რი ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი იმ­პულ­სის­გან იცავს.

თუ თვითმფრი­ნა­ვით ხში­რად დაფ­რი­ნავთ და ამავდრო­უ­ლად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი გაქვთ, ილუ­მი­ნა­ტო­რი­დან ფრთის ბო­ლო­ებ­ზე უკან გაშ­ვე­რილ ერ­თგვარ წვრილ ღე­რო­ებს შე­ამ­ჩნევ­დით. ეს - ელექტრო­გან­მუმხტვე­ლე­ბია. ფრე­ნი­სას, ჰა­ერ­თან ხა­ხუ­ნის შე­დე­გად, თვითმფრი­ნა­ვის კორ­პუს­ზე სტა­ტი­კუ­რი მუხ­ტი გროვ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მუმხტვე­ლე­ბი სწო­რედ ამ მუხ­ტის მო­ცი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ხდე­ბა თვითმფრი­ნავ­ში მე­ხის მოხ­ვედ­რი­სას. ასეთ დროს მგზავ­რე­ბი წა­მი­ე­რად მხო­ლოდ ხმა­უ­რის გა­გე­ბას და უე­ცა­რი ნა­თე­ბის და­ნახ­ვას ას­წრე­ბენ.

თა­ნა­მედ­რო­ვე თვითმფრი­ნა­ვებს (Airbus A350, Boeing 787), რომ­ლე­ბიც უმე­ტე­სად კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლე­ბის­გან მზად­დე­ბა, კონ­სტურ­ქცი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სპი­ლენ­ძის თხე­ლი ბადე აქვთ და­ტა­ნე­ბუ­ლი. მე­ხის მოხ­ვედ­რი­სას, ეს ბადე ერ­თდგვა­რი დამ­ცა­ვი ზღუ­დის და ეკ­რა­ნის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს და მეხს თვითმფრი­ნა­ვის სა­ლონ­ში შეღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს.

ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ში უმ­სხვი­ლე­სი კა­ტას­ტრო­ფა, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზიც მე­ხის და­ცე­მა გახ­და, 1963 წლის 8 დე­კემ­ბერს მოხ­და. ელექტრო­მუხტმა ავი­ა­კომ­პა­ნია Pan American-ის კუთ­ვნილ Boeing 707-ზე საწ­ვა­ვის ავ­ზე­ბის აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. მი­წა­ზე და­ნარ­ცხე­ბულ ალ­მო­დე­ბულ თვითმფრი­ნავ­ში, ბორტზე მყო­ფი ოთხმოც­და­ერ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­მარ­თვე­ლოს სა­ქო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა. ავი­ა­ლა­ი­ნე­რებ­ზე გან­მუმხტვე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა გახ­და. ამაცდ­რო­უ­ლად, საწ­ვა­ვის აფეთ­ქე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის, ავ­ზებ­ში გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის ინერ­ტუ­ლი აი­რე­ბით შევ­სე­ბა და­ი­წყეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ იცავენ თანამედროვე თვითმფრინავებს მეხისა და სხვა საჰაერო საფრთხეებისგან

როგორ იცავენ თანამედროვე თვითმფრინავებს მეხისა და სხვა საჰაერო საფრთხეებისგან

ორიოდე დღის წინ, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა. შემთხვევა თურქეთში, აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ავიალაინერის კორპუსში მეხის მოხვედრის შემდეგ, ეკიპაჟმა დაუყოვნებლივ აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და ბორტზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად მიიჩნევა, შემთხვევისგან არც ისაა დაზღვეული. თვითმფრინავში მეხის მოხვედრის ფაქტები არც ისე იშვიათია.

2016 წლის ივნისის დასაწყისში მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტში ჩამოვარდნილმა მეხმა სადგომზა მდგარი ერთდროულად სამი თვითმფრინავი დააზიანა. ელექტრულმა მუხტმა საჰაერო ლაინერების რიგი ელექტროსისტემები მწყობრიდან გამოყვანა. იმავე წლის მარტში ნიუ-იორკში მეხის მოხვედრის შემდეგ ავარიულად Embraer E170-ი დაეშვა, რომელშიც 55 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკომპანია Delta-ს თვითმფრინავის მარცხენა ბორტში მეხმა საკმაოდ დიდი ადგილი ამოწვა. 2011 წლის 12 მაისს ავიაკომპანია Emirates-ის A380-ს მეხი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დაშვებისას მოხვდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ეს მხოლოდ სტატისტიკის მცირე ნაწილია.

როგორც წესი, მეხის მოხვედრა თვითმფრინავს არ აზიანებს. თუმცა რეისის დასრულებისთანავე თვითმფრინავს გარკვეული დროით ხსნიან რეგულარული ფრენებიდან და დეტალურად ამოწმებენ. ყველაზე მეტად მსგავსი შემთხვევებისგან საჰაერო ლაინერის შემონაკერი ზარალდება. შედარებით იშვიათად მწყობრიდან ელექტროსისტემები გამოიდის.

თვითმფრინავებს მეხის მოხვედრისგან სპეციალური საშუალებებით იცავენ. პირველ რიგში ეს ელექტრონულ ნაწილს ეხება. ცალკეული ელექტროსისტემები, ისევე, როგორც ელექტროსადენები ეკრანირებულია - ეს მათ მძლავრი ელექტრომაგნიტური იმპულსისგან იცავს.

თუ თვითმფრინავით ხშირად დაფრინავთ და ამავდროულად დაკვირვებული თვალი გაქვთ, ილუმინატორიდან ფრთის ბოლოებზე უკან გაშვერილ ერთგვარ წვრილ ღეროებს შეამჩნევდით. ეს - ელექტროგანმუმხტველებია. ფრენისას, ჰაერთან ხახუნის შედეგად, თვითმფრინავის კორპუსზე სტატიკური მუხტი გროვდება. აღნიშნული განმუმხტველები სწორედ ამ მუხტის მოცილებას უზრუნველყოფენ. დაახლოებით იგივე ხდება თვითმფრინავში მეხის მოხვედრისას. ასეთ დროს მგზავრები წამიერად მხოლოდ ხმაურის გაგებას და უეცარი ნათების დანახვას ასწრებენ.

თანამედროვე თვითმფრინავებს (Airbus A350, Boeing 787), რომლებიც უმეტესად კომპოზიციური მასალებისგან მზადდება, კონსტურქციაში სპეციალური სპილენძის თხელი ბადე აქვთ დატანებული. მეხის მოხვედრისას, ეს ბადე ერთდგვარი დამცავი ზღუდის და ეკრანის ფუნქციას ასრულებს და მეხს თვითმფრინავის სალონში შეღწევის შესაძლებლობას არ აძლევს.

ავიაციის ისტორიში უმსხვილესი კატასტროფა, რომლის გამომწვევი მიზეზიც მეხის დაცემა გახდა, 1963 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ელექტრომუხტმა ავიაკომპანია Pan American-ის კუთვნილ Boeing 707-ზე საწვავის ავზების აფეთქება გამოიწვია. მიწაზე დანარცხებულ ალმოდებულ თვითმფრინავში, ბორტზე მყოფი ოთხმოცდაერთივე ადამიანი დაიღუპა.

გამოძიების შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველოს საქოქალაქო თვითმფრინავების ექსპლუატაციის კანონმდებლობაში მრავალი ცვლილება შეიტანა. ავიალაინერებზე განმუმხტველების გამოყენება აუცილებელი პირობა გახდა. ამაცდროულად, საწვავის აფეთქების თავიდან აცილებისთვის, ავზებში გამოცარიელებული მოცულობის ინერტული აირებით შევსება დაიწყეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"