პოლიტიკა
მსოფლიო

27

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ქალწულშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; წარმოების ზრდა. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა, მსგავსი ფოტოზეც არასდროს მინახავს" - ახალი მღვიმე რაჭაში, რომლის შესახებ შესაძლოა არაფერი გსმენიათ
"იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა, მსგავსი ფოტოზეც არასდროს მინახავს" - ახალი მღვიმე რაჭაში, რომლის შესახებ შესაძლოა არაფერი გსმენიათ

"...ზუს­ტად ვიცი, რომ პირ­ვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ვარ, ვინც ეს სა­ოც­რე­ბა პირ­ველ­მა ვნა­ხე, გა­და­ვი­ღე და ჩემი ფო­ტო­ე­ბით მსოფ­ლი­ოს გა­ვაც­ნობ, რომ არ­სე­ბობს უც­ნა­უ­რი სი­ლა­მა­ზე და ეს უც­ნა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკუთ­ვნის... რაჭა, მუ­რა­დის მღვი­მე, კლუბ "თეთ­ნულ­დის" დარ­ბა­ზი" - ეს ქუ­თა­ი­სე­ლი მთამ­სვლე­ლის, ფო­ტოგ­რა­ფის, მოგ­ზა­ურ-მთამ­სვლელ­თა კლუბ "თეთ­ნულ­დის" წევ­რი­სა და დამ­ფუძ­ნებ­ლის არ­ჩილ გე­გე­ნა­ვას სი­ტყვე­ბია.

საქ­მე ეხე­ბა, 2014 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს აღ­მო­ჩე­ნილ ახა­ლი მღვი­მის გა­სას­ვლელს, რომ­ლი­თაც ჯერ ცო­ტამ თუ იცის, არა­და, რო­გორც არ­ჩი­ლი ამ­ბობს, ეს იმა­ზე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და დი­დია, ვიდ­რე "სა­თაფ­ლი­ის მღვი­მე"...მთამ­სვლელ-მოგ­ზა­ურ­თა კლუ­ბი რა­ჭა­ში მღვი­მე­ე­ბის შე­სას­წავ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და და იქ ასე­თი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თა. გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზის გამო, ზუსტ მდე­ბა­რე­ო­ბას ვერ ასა­ხე­ლე­ბენ, თუმ­ცა აღ­მო­ჩე­ნის წუ­თე­ბი­დან აცხა­დებ­დნენ, რომ მღვი­მე მას­შტა­ბუ­რია და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მისი შეს­წავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ტის თქმა შე­ეძ­ლე­ბათ.ერთ-ერთ მღვი­მე­ში, რაც მცი­რე ზო­მის ეგო­ნათ, გა­სას­ვლელს მი­აგ­ნეს, რო­მე­ლიც მე­ო­რე, უფრო მას­შტა­ბურ სივ­რცეს უკავ­შირ­დე­ბა... მას რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა გან­შტო­ე­ბა და სარ­თუ­ლი აქვს. ასე­ვე არის ჭები, თუმ­ცა მათი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. იქვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია სა­ინ­ტე­რე­სო და იშ­ვი­ა­თი სა­ხის ნაღ­ვენ­თი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი.

არ­ჩილ გე­გე­ნა­ვა "თეთ­ნულ­დის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, წევ­რი, მთამ­სვლე­ლი და მოგ­ზა­ურ-მთამ­სვლელ­თა კლუ­ბის ფო­ტოგ­რა­ფი:

- 2014 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, შა­ბათ-კვი­რას კლუ­ბის ერთ-ერთი რი­გი­თი გას­ვლა გვქონ­და. გვინ­დო­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მღვი­მე­ე­ბი დაგ­ვეზ­ვე­რა, დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ინ­ფორ­მა­ცია გა­მოგ­ვე­ტა­ნა და ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ერთ-ერ­თის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და, მწყემ­სის მიერ იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი და მას "მუ­რა­დის მღვი­მეს" ეძა­ხი­ან...

- ზუსტ ად­გილს გა­სა­გე­ბია, რომ არ ასა­ხე­ლებთ, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით რომ გვი­თხრათ, სად არის?

- ის ტყე რა­ჭი­სა და ტყი­ბუ­ლის სა­ზღვარ­ზეა, ად­გი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად რა­ჭას ეკუთ­ვნის... მწყემ­სის­გან ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და, რომ იქ სა­ი­დან­ღაც ქარი უბე­რავ­და...

- მი­წის ქვე­მოთ და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი მეტ­რია? - 200 მეტ­რამ­დე, საკ­მა­ოდ დიდი მღვი­მეა.

- შე­უს­წავ­ლელ ად­გი­ლას ასე ჩას­ვლა სა­ხი­ფა­თო არ იყო?- მთამ­სვლე­ლელ­ბი ვართ, სპი­ლი­ო­ლო­გის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ გვქო­ნია, თუმ­ცა რა­ღაც ეტა­პამ­დე ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვინ­ტე­რეს­დე­ბით ხოლ­მე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მღვი­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, იქამ­დე, სა­ნამ ამ აღ­მო­ჩე­ნას გა­ვა­კე­თებ­დით, ნაკ­ლე­ბი ცოდ­ნა გვქონ­და. ჩვენ შო­რის იყო ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის უნი­ვე­რის­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი - ირაკ­ლი ჯუ­ლა­ყი­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩვე­ნი კლუ­ბის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და წევ­რია...

რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში შე­ვე­დით, გან­ვლაგ­დით იმ ად­გი­ლებ­ში, რაც ცნო­ბი­ლი იყო, ფან­რე­ბით ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე და იმ დროს უცებ ჭერ­ზე რა­ღაც შავი ლაქა გა­მოჩ­ნდა, სა­დაც უკვე ჩვე­ნი მეკლდე­უ­რე­ბი აძ­ვრნენ, - ვნა­ხავთ, რა ხდე­ბაო. არა­ნა­ი­რი თოკი არ გვქონ­და და არც ჩა­საბ­მე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

- უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გა­რე­შე რო­გორ გა­რის­კეთ?- კი, და­ვარ­ღვი­ეთ ეს წე­სე­ბი, მაგ­რამ ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ გავ­რის­კეთ. მთამ­სვლელ­მა (გი­ორ­გი ენუ­ქი­ძე), რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი აძ­ვრა, იქი­დან და­ბალ ხმა­ზე (ყვი­რი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა) დაგ­ვი­ძა­ხა, - აქ, მე­ო­რე მხა­რეს, გა­და­სას­ვლე­ლია და წა­ვე­დიო. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ კლუ­ბის მე­ო­რე წევ­რიც გაჰ­ყვა, რად­გა­ნაც იმის­გან არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია აღარ გვქონ­და, მაგ­რამ ესეც და­ი­კარ­გა. ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, იქ ხომ არა­ფე­რი იჭერს. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ნარ­ჩე­ნე­ბიც ავმძვრა­ლი­ყა­ვით და და­ვი­ნა­ხეთ, რომ იქი­დან გა­ო­ცე­ბუ­ლი და გა­ფით­რე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ... მოკ­ლედ, ისე­თი სა­ნა­ხა­ო­ბა დაგ­ვხვდა, რომ მსგავ­სი რამ ფო­ტო­ზეც არას­დროს მი­ნა­ხავს. მა­შინ­ვე სუ­რა­თე­ბი გა­და­ვი­ღე. გაგ­ვა­ო­ცა ნა­ნახ­მა.

- რამ­დენ ხანს იყა­ვით მღვი­მე­ში? - 7 სა­ა­თი, რომ გა­მო­ვე­დი და მწყემს მუ­რა­დის ფო­ტო­ე­ბი ვა­ნა­ხე, ვკი­თხე, - ეს თუ იცო­დი, რომ იყო-მეთ­ქი? პირ­ვე­ლად ვხე­და­ვო (მუ­რა­დი იმ­დენ ხანს გა­რეთ გვე­ლო­დე­ბო­და). შოკ­ში ჩა­ვარ­და. ფო­ტო­ე­ბი მა­შინ­ვე "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­ტირ­თე, მოვ­ნიშ­ნე ნაც­ნო­ბი სპი­ლე­ო­ლო­გი მე­გობ­რე­ბი, მერე გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუტს მივ­მარ­თეთ და არც მათ არ ჰქონ­დათ ამ მღვი­მე­ზე ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა 2001 წელს ნუს­ხა­ში აღ­წე­რი­ლია რა­ჭის მღვი­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ესტრშიც არის შე­ტა­ნი­ლი, თუმ­ცა ეს არ­სად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა.

- მოკ­ლედ, თქვე­ნი აღ­მო­ჩე­ნაა...- იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ გარ­შე­მო "მუ­რა­დის მღვი­მის" შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და, თუმ­ცა იქ არ­სე­ბულ გა­და­სას­ვლელ­სა და იქა­ურ სა­ო­ცარ სივ­რცე­ზე არა­ფე­რი. მღვი­მის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის აღ­მო­ჩე­ნა უკვე ჩვენ გვე­კუთ­ვნის. ის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კი­ლო­მეტრზეა გა­ჭი­მუ­ლი, სა­დაც კი­დევ სამი ჭაა, ჩა­სას­ვლე­ლი, რაც სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მო­საკ­ვლე­ვია.

ფო­ტო­ე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ლე­ვან ბუ­თხუ­ზი "ნე­ი­შე­ნალ ჯე­ოგ­რა­ფი­კის" რე­დაქ­ტო­რი შეგ­ვეხ­მი­ა­ნა, ამ ად­გი­ლით და­ინ­ტე­რეს­და. 2015 წელს მათ ოფის­ში პრე­ზენ­ტა­ცი­აც გავ­მარ­თეთ, ამე­რი­კელ მეც­ნი­ე­რებს დაგ­ვა­კავ­ში­რა, მღვი­მე­ზე ფილ­მიც გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- თქვე­ნი ვა­რა­უ­დით, იქ არ­სე­ბუ­ლი "ბურ­თე­ბი" რა წარ­მო­ნაქ­მნე­ბი უნდა იყოს? - ერთი ვა­რა­უ­დით, თით­ქოს თა­ვის დრო­ზე, რა­ღაც მჟა­ვამ წარ­მოშ­ვა, მე­ო­რე ვერ­სი­ით, ელექტრო­ლი­ზის და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი იყო, რად­გა­ნაც ადრე იქ წყა­ლი ყო­ფი­ლა. მერე წყალ­მა და­იკ­ლო და "ბურ­თე­ბი" დარ­ჩა. თუმ­ცა "მჟა­ვის ვერ­სია" გა­მო­ი­რი­ცხა, რად­გა­ნაც ანა­ლი­ზი ჩა­ვუ­ტა­რეთ, წყა­ლი წა­მო­ვი­ღეთ საკ­ვლე­ვად და მჟა­ვის არა­ნა­ი­რი ნა­სა­ხი არ აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ ის ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნე­ლია.

- ვინ და­იხ­მა­რეთ? - "პრპო­მე­თეს მღვი­მის" სპი­ლი­ო­ლო­გე­ბი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან და მათი კე­თი­ლი ნე­ბით და მხარ­და­ჭე­რით რა­ღა­ცე­ებს ვიკ­ვლევ­დით, ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მათ­გან, ვინც ეს მღვი­მე ნახა, ყვე­ლა ადას­ტუ­რებს, რომ ეს არის უნი­კა­ლუ­რი ფორ­მე­ბის და იშ­ვი­ა­თი.

- სა­ხელ­მწი­ფო ამ თე­მით არ ინ­ტე­რეს­დე­ბა?- გვინ­და, რომ გა­და­ი­ბა­როს ეს მღვი­მე, მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭოს და იქა­უ­რო­ბა და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ად გა­მო­ცხად­დეს. მარ­თლა სა­გან­ძუ­რია. ად­გი­ლი, რომ­ლის მსგავ­სი ალ­ბათ მსოფ­ლი­ო­ში არ­სად არის. ასე რომ, ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობს. მით უფრო, რომ იქ კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო მღვი­მეა...

უბ­რა­ლოდ, ერთი ფაქ­ტი მახ­სოვს, რო­დე­საც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რა­ჭა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ იმ­ყო­ფე­ბო­და, ერთხელ ახ­სე­ნა, რომ რა­ჭა­ში ახა­ლი მღვი­მე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ... გვე­გო­ნა, მი­ხე­დავ­დნენ, მაგ­რამ არა­ვის გახ­სე­ნე­ბია. მთა­ვა­რია, რომ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ად გა­მო­ცხად­დეს, შე­მო­ი­სა­ზღვროს, ჭიშ­კა­რი გა­უ­კეთ­დეს, თო­რემ დიდი საფრ­თხე არ­სე­ბობს, რომ იქა­უ­რო­ბა და­ა­ზი­ა­ნონ, ისე­ვე რო­გორც 90-იან წლებ­ში, ერთ-ერთი მღვი­მის სტა­ლაქ­ტი­დე­ბი მოჭ­რეს და რეს­ტორ­ნის ინ­ტე­რი­ე­რის­თვის წა­ი­ღეს...ფაქ­ტია, რომ ამ მღვი­მეს სე­რი­ო­ზუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უნდა...

ლალი ფა­ციაAMBEBI.GE
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

"იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა, მსგავსი ფოტოზეც არასდროს მინახავს" - ახალი მღვიმე რაჭაში, რომლის შესახებ შესაძლოა არაფერი გსმენიათ

"იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა, მსგავსი ფოტოზეც არასდროს მინახავს" - ახალი მღვიმე რაჭაში, რომლის შესახებ შესაძლოა არაფერი გსმენიათ

"...ზუსტად ვიცი, რომ პირველი ფოტოგრაფი ვარ, ვინც ეს საოცრება პირველმა ვნახე, გადავიღე და ჩემი ფოტოებით მსოფლიოს გავაცნობ, რომ არსებობს უცნაური სილამაზე და ეს უცნაურობა საქართველოს ეკუთვნის... რაჭა, მურადის მღვიმე, კლუბ "თეთნულდის" დარბაზი" - ეს ქუთაისელი მთამსვლელის, ფოტოგრაფის, მოგზაურ-მთამსვლელთა კლუბ "თეთნულდის" წევრისა და დამფუძნებლის არჩილ გეგენავას სიტყვებია.   

საქმე ეხება, 2014 წლის 1-ელ ნოემბერს აღმოჩენილ ახალი მღვიმის გასასვლელს, რომლითაც ჯერ ცოტამ თუ იცის, არადა, როგორც არჩილი ამბობს, ეს იმაზე მეტად საინტერესო და დიდია, ვიდრე "სათაფლიის მღვიმე''... მთამსვლელ-მოგზაურთა კლუბი რაჭაში მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა და იქ ასეთი აღმოჩენა გააკეთა. გასაგები მიზეზის გამო, ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ, თუმცა აღმოჩენის წუთებიდან აცხადებდნენ, რომ მღვიმე მასშტაბურია და მის შესაძლებლობებზე მისი შესწავლის შემთხვევაში, მეტის თქმა შეეძლებათ. ერთ-ერთ მღვიმეში, რაც მცირე ზომის ეგონათ, გასასვლელს მიაგნეს, რომელიც მეორე, უფრო მასშტაბურ სივრცეს უკავშირდება... მას რამდენიმე პატარა განშტოება და სართული აქვს. ასევე არის ჭები, თუმცა მათი დათვალიერება ვერ მოხერხდა. იქვე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ნაღვენთი წარმონაქმნები.

არჩილ გეგენავა "თეთნულდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, წევრი, მთამსვლელი და მოგზაურ-მთამსვლელთა კლუბის ფოტოგრაფი:

- 2014 წლის 1-ელ ნოემბერს, შაბათ-კვირას კლუბის ერთ-ერთი რიგითი გასვლა გვქონდა. გვინდოდა, ადგილობრივი მღვიმეები დაგვეზვერა, დაგვეთვალიერებინა, ინფორმაცია გამოგვეტანა და ტურისტული მარშრუტები გაგვეკეთებინა. ერთ-ერთის შესახებ ყველამ იცოდა, მწყემსის მიერ იყო აღმოჩენილი და მას "მურადის მღვიმეს" ეძახიან...

- ზუსტ ადგილს გასაგებია, რომ არ ასახელებთ, მაგრამ დაახლოებით რომ გვითხრათ, სად არის?

- ის ტყე რაჭისა და ტყიბულის საზღვარზეა, ადგილი ადმინისტრაციულად რაჭას ეკუთვნის... მწყემსისგან ინფორმაცია გვქონდა, რომ იქ საიდანღაც ქარი უბერავდა...

- მიწის ქვემოთ დაახლოებით რამდენი მეტრია? - 200 მეტრამდე, საკმაოდ დიდი მღვიმეა.

- შეუსწავლელ ადგილას ასე ჩასვლა სახიფათო არ იყო? - მთამსვლელელბი ვართ, სპილიოლოგის აღჭურვილობა არ გვქონია, თუმცა რაღაც ეტაპამდე ასეთ სიტუაციებში ვინტერესდებით ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, მღვიმეების შესახებ, იქამდე, სანამ ამ აღმოჩენას გავაკეთებდით, ნაკლები ცოდნა გვქონდა. ჩვენ შორის იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერისტეტის პროფესორი - ირაკლი ჯულაყიძე, რომელიც ასევე ჩვენი კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია...

როდესაც აღნიშნულ სივრცეში შევედით, განვლაგდით იმ ადგილებში, რაც ცნობილი იყო, ფანრებით ფოტოების გადაღება დავიწყე და იმ დროს უცებ ჭერზე რაღაც შავი ლაქა გამოჩნდა, სადაც უკვე ჩვენი მეკლდეურები აძვრნენ, - ვნახავთ, რა ხდებაო. არანაირი თოკი არ გვქონდა და არც ჩასაბმელი აღჭურვილობა.

- უსაფრთხოების ზომების გარეშე როგორ გარისკეთ? - კი, დავარღვიეთ ეს წესები, მაგრამ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ გავრისკეთ. მთამსვლელმა (გიორგი ენუქიძე), რომელიც პირველი აძვრა, იქიდან დაბალ ხმაზე (ყვირილი არ შეიძლება) დაგვიძახა, - აქ, მეორე მხარეს, გადასასვლელია და წავედიო. ნახევარი საათის შემდეგ კლუბის მეორე წევრიც გაჰყვა, რადგანაც იმისგან არანაირი ინფორმაცია აღარ გვქონდა, მაგრამ ესეც დაიკარგა. ვნერვიულობდით, იქ ხომ არაფერი იჭერს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, დანარჩენებიც ავმძვრალიყავით და დავინახეთ, რომ იქიდან გაოცებული და გაფითრებული ბიჭები ბრუნდებოდნენ... მოკლედ, ისეთი სანახაობა დაგვხვდა, რომ მსგავსი რამ ფოტოზეც არასდროს მინახავს. მაშინვე სურათები გადავიღე. გაგვაოცა ნანახმა.

- რამდენ ხანს იყავით მღვიმეში? - 7 საათი, რომ გამოვედი და მწყემს მურადის ფოტოები ვანახე, ვკითხე, - ეს თუ იცოდი, რომ იყო-მეთქი? პირველად ვხედავო (მურადი იმდენ ხანს გარეთ გველოდებოდა). შოკში ჩავარდა. ფოტოები მაშინვე "ფეისბუქზე" ავტირთე, მოვნიშნე ნაცნობი სპილეოლოგი მეგობრები, მერე გეოგრაფიის ინსტიტუტს მივმართეთ და არც მათ არ ჰქონდათ ამ მღვიმეზე ინფორმაცია, თუმცა 2001 წელს ნუსხაში აღწერილია რაჭის მღვიმეები, რომლებიც რეესტრშიც არის შეტანილი, თუმცა ეს არსად მოიხსენიება.

- მოკლედ, თქვენი აღმოჩენაა... - იმ განსხვავებით, რომ გარშემო "მურადის მღვიმის" შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა იქ არსებულ გადასასვლელსა და იქაურ საოცარ სივრცეზე არაფერი. მღვიმის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის აღმოჩენა უკვე ჩვენ გვეკუთვნის. ის დაახლოებით ერთი კილომეტრზეა გაჭიმული, სადაც კიდევ სამი ჭაა, ჩასასვლელი, რაც სერიოზულად გამოსაკვლევია.

ფოტოების ინტერნეტით გავრცელების შემდეგ, ლევან ბუთხუზი "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" რედაქტორი შეგვეხმიანა, ამ ადგილით დაინტერესდა. 2015 წელს მათ ოფისში პრეზენტაციაც გავმართეთ, ამერიკელ მეცნიერებს დაგვაკავშირა, მღვიმეზე ფილმიც გვაქვს გადაღებული.

- თქვენი ვარაუდით, იქ არსებული "ბურთები" რა წარმონაქმნები უნდა იყოს? - ერთი ვარაუდით, თითქოს თავის დროზე, რაღაც მჟავამ წარმოშვა, მეორე ვერსიით, ელექტროლიზის დამუხტული ნაწილაკები იყო, რადგანაც ადრე იქ წყალი ყოფილა. მერე წყალმა დაიკლო და "ბურთები" დარჩა. თუმცა "მჟავის ვერსია" გამოირიცხა, რადგანაც ანალიზი ჩავუტარეთ, წყალი წამოვიღეთ საკვლევად და მჟავის არანაირი ნასახი არ აღმოჩნდა. ამიტომ ის ყველაფერი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

- ვინ დაიხმარეთ? - "პრპომეთეს მღვიმის" სპილიოლოგები ჩვენი მეგობრები არიან და მათი კეთილი ნებით და მხარდაჭერით რაღაცეებს ვიკვლევდით, ჩართულები იყვნენ, მათგან, ვინც ეს მღვიმე ნახა, ყველა ადასტურებს, რომ ეს არის უნიკალური ფორმების და იშვიათი.

- სახელმწიფო ამ თემით არ ინტერესდება? - გვინდა, რომ გადაიბაროს ეს მღვიმე, მნიშვნელობა მიანიჭოს და იქაურობა დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს. მართლა საგანძურია. ადგილი, რომლის მსგავსი ალბათ მსოფლიოში არსად არის. ასე რომ, ტურისტული მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. მით უფრო, რომ იქ კიდევ რამდენიმე საინტერესო მღვიმეა...

უბრალოდ, ერთი ფაქტი მახსოვს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში წინასაარჩევნოდ იმყოფებოდა, ერთხელ ახსენა, რომ რაჭაში ახალი მღვიმე აღმოვაჩინეთ... გვეგონა, მიხედავდნენ, მაგრამ არავის გახსენებია. მთავარია, რომ დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს, შემოისაზღვროს, ჭიშკარი გაუკეთდეს, თორემ დიდი საფრთხე არსებობს, რომ იქაურობა დააზიანონ, ისევე როგორც 90-იან წლებში, ერთ-ერთი მღვიმის სტალაქტიდები მოჭრეს და რესტორნის ინტერიერისთვის წაიღეს... ფაქტია, რომ ამ მღვიმეს სერიოზული ყურადღების მიქცევა უნდა...

ლალი ფაცია AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ