პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს
პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს

პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენტს მო­უ­წო­დებს, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით არ მი­ი­ღოს "შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი". ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­ზეც პარ­ლა­მენ­ტის თხოვ­ნას, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად რიგ­გა­რე­შე სე­სი­ის მოწ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე, უა­რით უპა­სუ­ხა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენტს ასე­ვე შეს­თა­ვა­ზა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წე­როს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის უკე­თე­სი ვერ­სია.

"ჩემს უარს აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სი. მე მო­ვუ­წო­დებ პარ­ლა­მენტს, არ მი­ი­ღოს უაღ­რე­სად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, და­უბ­რუნ­დეს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ შე­ნიშ­ვნებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს და სწო­რედ ამ სუ­ლის­კვე­თე­ბის რე­ჟიმ­ში და­წე­როს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უკე­თე­სი ვერ­სია. შევ­ქმნათ ერ­თი­ა­ნი თან­ხმო­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­სენ­სუს­ზე და რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებ­ზე. ნუ შე­ვუქ­მნით პრობ­ლე­მას ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბას. მე იმე­დი მაქვს, რომ ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში პა­ტივ­ცე­მუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა არ იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი უაღ­რე­სად დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში და გა­აგ­რძე­ლებს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გან­ხილ­ვას, სწო­რედ ჩემს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის ირ­გვლივ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს

პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით არ მიიღოს "შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები". ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც პარლამენტის თხოვნას, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, უარით უპასუხა.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ასევე შესთავაზა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე დაწეროს კონსტიტუციის პროექტის უკეთესი ვერსია.

"ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს კონსტიტუციის უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსენსუსზე და რომელიც დაფუძნებული იქნება ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად დაჩქარებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას, სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების ირგვლივ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."