თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #9 -ში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი შუახნის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია უტარდება.
"პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას მრავლობითი სახის მოტეხილობები აღენიშნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა შეუძლებელია", - განაცხადა რატიანმა.