სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაალ უდუმაშვილის ემოციური დამშვიდობება მაყურებელთან და ატირებული დიანა ჯოჯუა
ზაალ უდუმაშვილის ემოციური დამშვიდობება მაყურებელთან და ატირებული დიანა ჯოჯუა

"კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნი ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელს და­ემ­შვი­დო­ბა. წამ­ყვან­მა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის შე­სა­ხებ მა­ყუ­რე­ბელს 9 სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­აც­ნო.

"ეს არის ჩემი ბოლო მი­მარ­თვა მა­ყუ­რებ­ლი­სად­მი, რო­გორც "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნის. დღეს მე 25- წლი­ან სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რას ვას­რუ­ლებ. ჩვენ ამი­ე­რი­დან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეკ­რა­ნი აღარ გაგ­ვყოფს. მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი და გაწ­ვდი­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ახლა ვთვლი, რომ დად­გა დრო, რო­დე­საც თა­ვად უნდა გავ­ხდე აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე და ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო იმ ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ტო­ტა­ლურ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას და ერთი კა­ცის მმარ­თვე­ლო­ბას და­ას­რუ­ლებს. ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად მაქვს. გა­ვი­ა­რე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა და შე­ვი­ძი­ნე უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ ვებ­რძო­ლო უსა­მარ­თლო­ბას. მე "რუს­თა­ვი 2"-ის გუნდთან და თქვენ­თან ერ­თად ერთხელ უკვე გა­ვი­მარ­ჯვე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, თუმ­ცა ქვე­ყა­ნას მთა­ვა­რი ბრძო­ლა წინ აქვს და მე ვა­პი­რებ თქვენ­თან ერ­თად კი­დევ ერთხელ გა­ვი­მარ­ჯვო ამ ბრძო­ლა­ში და ამ­ჯე­რად თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში და­ვა­მარ­ცხო ივა­ნიშ­ვი­ლის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი. ბო­ლოს მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა "რუს­თა­ვი 2"-ელს იმ წლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც აქ გა­ვა­ტა­რე. უდი­დე­სი მად­ლო­ბა თქვენ, რომ­ლის თა­ნად­გო­მა­საც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვგრძნობ­დი. მე თქვენ­თვის ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი და თქვენს სამ­სა­ხურ­ში ვიქ­ნე­ბი მო­მა­ვალ­შიც, პო­ლი­ტი­კა­ში", - აღ­ნიშ­ნა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა 9 სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

უდუ­მაშ­ვი­ლის დამ­შვი­დო­ბე­ბა ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ას­თვის, რო­მელ­მაც პირ­და­პი ეთერ­ში ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

"ეს გან­ცხა­დე­ბა ჩემ­თვის ახა­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამის გან­ცდა იმა­ზე უფრო მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მე­გო­ნა. 11 წე­ლია მე და შენ გვერ­დიგ­ვერდ ვზი­ვართ და მიგ­ვყავს ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა. მი­ჭირს უშე­ნოდ "კუ­რი­ე­რის" წარ­მოდ­გე­ნა, მაგ­რამ მეს­მის, რომ მო­ვი­და დრო გა­ა­კე­თო რა­ღაც სხვა. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ შენი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის მე­რად გახ­დო­მა­ში. მგო­ნია, რომ ყვე­ლა ის თვი­სე­ბა გაქვს, რო­მე­ლიც ამ ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნელს უნდა ჰქონ­დეს", -აღ­ნიშ­ნა დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაალ უდუმაშვილის ემოციური დამშვიდობება მაყურებელთან და ატირებული დიანა ჯოჯუა

ზაალ უდუმაშვილის ემოციური დამშვიდობება მაყურებელთან და ატირებული დიანა ჯოჯუა

"კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა. წამყვანმა საკუთარი გადაწყვეტილება პოლიტიკაში წასვლის შესახებ მაყურებელს 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ გააცნო.

"ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც "კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25- წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ. ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე აქტიური პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ ვებრძოლო უსამართლობას. მე "რუსთავი 2"-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმარჯვო ამ ბრძოლაში და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლოს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა "რუსთავი 2"-ელს იმ წლებისთვის, რომელიც აქ გავატარე. უდიდესი მადლობა თქვენ, რომლის თანადგომასაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი, როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც, პოლიტიკაში", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ.

უდუმაშვილის დამშვიდობება ემოციური აღმოჩნდა დიანა ჯოჯუასთვის, რომელმაც პირდაპი ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა.

"ეს განცხადება ჩემთვის ახალი არ ყოფილა, მაგრამ ამის განცდა იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. 11 წელია მე და შენ გვერდიგვერდ ვზივართ და მიგვყავს ქვეყნის მთავარი საინფორმაციო გადაცემა. მიჭირს უშენოდ "კურიერის" წარმოდგენა, მაგრამ მესმის, რომ მოვიდა დრო გააკეთო რაღაც სხვა. წარმატებებს გისურვებ შენი საყვარელი ქალაქის მერად გახდომაში. მგონია, რომ ყველა ის თვისება გაქვს, რომელიც ამ ქალაქის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს", -აღნიშნა დიანა ჯოჯუამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი