მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მამაკაცი, ვის გამოც ნანა ნებიერიძეს გათენება უხარია
ვინ არის მამაკაცი, ვის გამოც ნანა ნებიერიძეს გათენება უხარია

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნანა ნე­ბი­ე­რი­ძეს სპორ­ტში დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქონ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის ტე­ლე­შო­უ­ე­ბი­დან გა­იც­ნო. სულ მალე ახალ სე­რი­ალ­ში ნანა ცო­ლის, საყ­ვარ­ლი­სა და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დის როლ­შიც მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა. მას ხში­რად უწევს უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო, ყველ­გან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია.

-ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გი­წევს გამ­გზავ­რე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ მგზავ­რო­ბა გიყ­ვარს, მაგ­რამ გზა­ში რა­ი­მე ექ­სტრე­მა­ლუ­რი არ მომ­ხდა­რა? აი, როცა სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დე და შე­გე­შინ­და?

- შარ­შან, თურ­ქე­თი­დან, იზ­მი­რი­დან მოვფრი­ნავ­დი და სიკ­ვდილს გა­და­ვურ­ჩი, სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. ვერ დას­ვეს თვითმფრი­ნა­ვი, ცაში ქა­ნა­ო­ბა და­ი­წყო. მთე­ლი ოცი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ჯე­ქი და ხმა­მაღ­ლა ვლო­ცუ­ლობ­დი. ცხოვ­რე­ბის ისე­თი ნი­უ­ან­სე­ბი ამო­ტივ­ტივ­და, რომ არ მახ­სოვ­და და არც ვიხ­სე­ნებ­დი, ტვინ­ში იყო და­ლე­ქი­ლი. ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პა­ნი­კა­ში არ ვვარ­დე­ბი, უბ­რა­ლოდ, სტრე­სი მაქვს და ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი მახ­სენ­დე­ბა, თა­ვად მიკ­ვირს.

- რამ­დენ­ჯერ ხართ სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნი­ლი?

- რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს და ყვე­ლა ცას უკავ­შირ­დე­ბა. მი­წა­ზე არც ავა­რი­ა­ში მოვ­ყო­ლილ­ვარ და არც რა­ი­მე ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ახლა დავ­ფიქ­რდი და ჩემი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბი მარ­ტო ცაში გარ­ბი-გა­მორ­ბის თვალ­წინ. მი­წა­ზე უფრო ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ვარ (იცი­ნის). პალ­მა დე მა­ი­ორ­კა­ში ვი­ყა­ვი და მან­ქა­ნა ვი­ქი­რა­ვე - "ფოლკს­ვა­გენ ჰოლი". ჩვენ ხომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და კა­ნო­ნი ყველ­გან უნდა და­ვარ­ღვი­ოთ (იცი­ნის). მოკ­ლედ, სამ­ჯერ წა­იყ­ვა­ნეს ჩემი მან­ქა­ნა და სამ­ჯერ მი­მიყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში. ბო­ლოს რომ მი­ვე­დი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იცი­ნოდ­ნენ, "გე­ორ­გი­ან ვუ­მე­ნი" მო­ვი­დაო (იცი­ნის). გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, სა­ღოლ თქვენ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე და­დი­ხარ­თო. სამი წლის წინ კი თურ­ქეთ­ში, ან­ტა­ლი­ა­ში, ვის­ვე­ნებ­დი. ყვე­ლა დამ­სვე­ნე­ბელს ეპა­ტი­ჟე­ბი­ან მა­საჟ­ზე და ჩემს ნო­მერ­ში რომ მო­ვიდ­ნენ, უი, თქვენ ნანა არ ხარ­თო? გა­ვოც­დი, ახალ­გახ­სნილ, პრეს­ტი­ჟულ თურ­ქულ სას­ტუმ­რო­ში რო­გორ მიც­ნეს-მეთ­ქი. თან, მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი ქარ­თვე­ლი, და­ნარ­ჩე­ნი სულ უცხო­ე­ლე­ბი ის­ვე­ნებ­დნენ. მა­სა­ჟის­ტი აღ­მოჩ­ნდა ბა­თუ­მე­ლი გოგო, სოფო და უფა­სო მა­სა­ჟიც "და­ვირ­ტყი" (იცი­ნის).

-მარ­თა­ლია, რომ ამე­რი­კა­ში ჩა­სულ­მა ბარ­გი და­კარ­გე და უფუ­ლოდ დარ­ჩი?

-კი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ, რომ­ლის თვითმფრი­ნა­ვი­თაც მივფრი­ნავ­დი, ბარ­გი და­მი­კარ­გა. სულ ვამ­ბობ­დი, ერთხელ ისე მოხ­დეს, უცხო­ეთ­ში ტან­საც­მლის გა­რე­შე დავ­რჩე და თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე "ჩა­ვიშ­მოტ­კო" ახა­ლი "ზმა­ნე­ბით-მეთ­ქი" და ამიხ­და ოც­ნე­ბა (იცი­ნის). რომ მი­თხრეს, თქვე­ნი ბარ­გი და­ი­კარ­გაო, იმის ნაც­ვლად, რომ ერთი ამ­ბა­ვი ამე­ტე­ხა, სი­ხა­რუ­ლით ჭკუ­ა­ზე არ ვი­ყა­ვი (იცი­ნის). გან­ცხა­დე­ბა და­მა­წე­რი­ნეს და აე­რო­პორ­ტი­დან პირ­და­პირ მა­ღა­ზი­ებ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩა­მაც­ვეს. მოკ­ლედ ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა ასე ავიხ­დი­ნე (იცი­ნის).

- რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა იყო შენ­თვის ისე­თი, რო­მელ­მაც სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­გიყ­ვა­ნა, მოგ­ხიბ­ლა და წა­მოს­ვლა აღარ გინ­დო­და?

- ჩი­ნეთ­მა, ნამ­დვი­ლად სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნა. ისე­თი აურა აქვს ამ ქვე­ყა­ნას, გრძნობ, რომ სას­წა­ულ­ში მოხ­ვდი, თუმ­ცა, იქ დარ­ჩე­ნა ნამ­დვი­ლად არ მომ­დო­მე­ბია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე ჩა­ვე­დით. სას­ტუმ­რო­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დი, ქუ­ჩა­ში ხალ­ხი ჩერ­დე­ბო­და და მაკ­ვირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი, დიდი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბით, ჩი­ნე­ლე­ბის­თვის "მე­ხუ­თე ელე­მენ­ტი" ვი­ყა­ვი. მე­ნე­ჯერ­მა მი­თხრა, მოდი რა, შუ­შის კოლ­ბა­ში ჩაგ­სვამ და ხალ­ხი მოვა შენს, რო­გორც სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტის, სა­ნა­ხა­ვა­დო (იცი­ნის). ასე, რომ ჩი­ნე­ლე­ბი­სათ­ვის ჩემი სი­გამ­ხდრი­თა და თვა­ლე­ბით "ნონ­სენ­სი" გავ­ხდი. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ვყო­ფილ­ვარ, ყუ­რა­დღე­ბას ვიქ­ცევ. ავ­სტრა­ლი­ა­ში, ოლიმ­პი­ა­და­ზე რომ ჩა­ვე­დით, ქუ­ჩა­ში ჯერ მაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, მერე მა­ჩე­რებ­დნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, სა­ი­დან ხარ­თო. მეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, აქ გად­მო­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, სამ­სა­ხურს მოგ­ცემთ, ბი­ნას, და­ზღვე­ვას და უზ­რუნ­ველ მო­მა­ვალს შე­გიქ­მნი­თო. იქ, ქა­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ლა­მაზ ქალს ყვე­ლა თვალს აყო­ლებს. თან, მე­უბ­ნე­ოდ­ნენ, ასე­თი ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი თუ გყავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისი­ნიც წა­მო­იყ­ვა­ნეო (იცი­ნის). რა ვქნა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ვერ ვი­ცხოვ­რებ. იქ მოგ­ზა­უ­რო­ბა და დას­ვე­ნე­ბა მირ­ჩევ­ნია.

- ამ­ბობ, ყველ­გან ყუ­რა­დღე­ბას ვიქ­ცე­ვო. და­ვი­ჯე­რო, შენს ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მოჩ­ნდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც შეძ­ლო შენი ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა და ვის გვერ­დი­თაც მოგ­ზა­უ­რო­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, კი­დევ უფრო რო­მან­ტი­კუ­ლი გახ­დე­ბა?

- ჩემს გვერ­დით არის ერ­თა­დერ­თი და უკა­ნას­კნე­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლის გამო და­ღა­მე­ბაც და გა­თე­ნე­ბაც მი­ხა­რია. ეს არის ჩემი ალექ­სან­დრე, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი. ის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია მთა­ვა­რი კა­ცია. მის­გან არა­ფე­რი მწყინს და ყვე­ლა­ფერს ვუს­რუ­ლებ. დი­ლით, როცა სარ­კეს­თან ვწეს­რიგ­დე­ბი, დგას და დაკ­ვირ­ვე­ბით მი­ყუ­რებს. ვე­კი­თხე­ბი, "ბუ" მოგ­წონ­ვარ, მპა­სუ­ხობს -კი და იმ დღეს უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. ის არის ჩემი ყო­ვე­ლი დღის გან­წყო­ბა და პო­ზი­ტი­ვი. ჯერ პი­რა­დუ­ლის­თვის არ მცა­ლია. ამ მხრივ პა­უ­ზა ავი­ღე. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს ვა­ჩუ­ქებ.

ნონა და­თე­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ არის მამაკაცი, ვის გამოც ნანა ნებიერიძეს გათენება უხარია

ვინ არის მამაკაცი, ვის გამოც ნანა ნებიერიძეს გათენება უხარია

მიუხედავად იმისა, რომ ნანა ნებიერიძეს სპორტში დიდი წარმატებები ჰქონდა, საზოგადოებამ ის ტელეშოუებიდან გაიცნო. სულ მალე ახალ სერიალში ნანა ცოლის, საყვარლისა და მრავალშვილიანი დედის როლშიც მოგვევლინება. მას ხშირად უწევს უცხოეთში მოგზაურობა და თავისი გამორჩეული გარეგნობის გამო, ყველგან ყურადღების ცენტრშია.

-ბევრ ქვეყანაში გიწევს გამგზავრება. გასაგებია, რომ მგზავრობა გიყვარს, მაგრამ გზაში რაიმე ექსტრემალური არ მომხდარა? აი, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედე და შეგეშინდა?

- შარშან, თურქეთიდან, იზმირიდან მოვფრინავდი და სიკვდილს გადავურჩი, საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვერ დასვეს თვითმფრინავი, ცაში ქანაობა დაიწყო. მთელი ოცი წუთის განმავლობაში ვიჯექი და ხმამაღლა ვლოცულობდი. ცხოვრების ისეთი ნიუანსები ამოტივტივდა, რომ არ მახსოვდა და არც ვიხსენებდი, ტვინში იყო დალექილი. ექსტრემალურ სიტუაციაში პანიკაში არ ვვარდები, უბრალოდ, სტრესი მაქვს და ისეთი რაღაცეები მახსენდება, თავად მიკვირს.

- რამდენჯერ ხართ სიკვდილს გადარჩენილი?

- რამდენჯერმე გადავურჩი სიკვდილს და ყველა ცას უკავშირდება. მიწაზე არც ავარიაში მოვყოლილვარ და არც რაიმე ექსტრემალურ სიტუაციაში. ახლა დავფიქრდი და ჩემი ცხოვრების კადრები მარტო ცაში გარბი-გამორბის თვალწინ. მიწაზე უფრო ამქვეყნიური ვარ (იცინის). პალმა დე მაიორკაში ვიყავი და მანქანა ვიქირავე - "ფოლკსვაგენ ჰოლი". ჩვენ ხომ ქართველები ვართ და კანონი ყველგან უნდა დავარღვიოთ (იცინის). მოკლედ, სამჯერ წაიყვანეს ჩემი მანქანა და სამჯერ მიმიყვანეს პოლიციაში. ბოლოს რომ მივედი, პოლიციელები იცინოდნენ, "გეორგიან ვუმენი" მოვიდაო (იცინის). გაოგნებულები იყვნენ, საღოლ თქვენ, თუ საქართველოში ასე დადიხართო. სამი წლის წინ კი თურქეთში, ანტალიაში, ვისვენებდი. ყველა დამსვენებელს ეპატიჟებიან მასაჟზე და ჩემს ნომერში რომ მოვიდნენ, უი, თქვენ ნანა არ ხართო? გავოცდი, ახალგახსნილ, პრესტიჟულ თურქულ სასტუმროში როგორ მიცნეს-მეთქი. თან, მხოლოდ მე ვიყავი ქართველი, დანარჩენი სულ უცხოელები ისვენებდნენ. მასაჟისტი აღმოჩნდა ბათუმელი გოგო, სოფო და უფასო მასაჟიც "დავირტყი" (იცინის).

-მართალია, რომ ამერიკაში ჩასულმა ბარგი დაკარგე და უფულოდ დარჩი?

-კი, ავიაკომპანიამ, რომლის თვითმფრინავითაც მივფრინავდი, ბარგი დამიკარგა. სულ ვამბობდი, ერთხელ ისე მოხდეს, უცხოეთში ტანსაცმლის გარეშე დავრჩე და თავიდან-ბოლომდე "ჩავიშმოტკო" ახალი "ზმანებით-მეთქი" და ამიხდა ოცნება (იცინის). რომ მითხრეს, თქვენი ბარგი დაიკარგაო, იმის ნაცვლად, რომ ერთი ამბავი ამეტეხა, სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი (იცინის). განცხადება დამაწერინეს და აეროპორტიდან პირდაპირ მაღაზიებში წამიყვანეს. თავიდან ბოლომდე ჩამაცვეს. მოკლედ ამერიკული ოცნება ასე ავიხდინე (იცინის).

- რომელი ქვეყანა იყო შენთვის ისეთი, რომელმაც სხვა განზომილებაში გადაგიყვანა, მოგხიბლა და წამოსვლა აღარ გინდოდა?

- ჩინეთმა, ნამდვილად სხვა განზომილებაში გადამიყვანა. ისეთი აურა აქვს ამ ქვეყანას, გრძნობ, რომ სასწაულში მოხვდი, თუმცა, იქ დარჩენა ნამდვილად არ მომდომებია. საერთაშორისო ტურნირზე ჩავედით. სასტუმროდან რომ გამოვდიოდი, ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და მაკვირდებოდა. ძალიან გამხდარი, დიდი ცისფერი თვალებით, ჩინელებისთვის "მეხუთე ელემენტი" ვიყავი. მენეჯერმა მითხრა, მოდი რა, შუშის კოლბაში ჩაგსვამ და ხალხი მოვა შენს, როგორც სამუზეუმო ექსპონატის, სანახავადო (იცინის). ასე, რომ ჩინელებისათვის ჩემი სიგამხდრითა და თვალებით "ნონსენსი" გავხდი. სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, ყურადღებას ვიქცევ. ავსტრალიაში, ოლიმპიადაზე რომ ჩავედით, ქუჩაში ჯერ მაკვირდებოდნენ, მერე მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, საიდან ხართო. მეხვეწებოდნენ, აქ გადმოდი საცხოვრებლად, სამსახურს მოგცემთ, ბინას, დაზღვევას და უზრუნველ მომავალს შეგიქმნითო. იქ, ქალების დეფიციტია და ლამაზ ქალს ყველა თვალს აყოლებს. თან, მეუბნეოდნენ, ასეთი ლამაზი ქალები თუ გყავთ საქართველოში, ისინიც წამოიყვანეო (იცინის). რა ვქნა, უცხო ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. იქ მოგზაურობა და დასვენება მირჩევნია.

- ამბობ, ყველგან ყურადღებას ვიქცევო. დავიჯერო, შენს ცხოვრებაში არ გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც შეძლო შენი ყურადღების მიპყრობა და ვის გვერდითაც მოგზაურობა, ყოველდღიურობა, კიდევ უფრო რომანტიკული გახდება?

- ჩემს გვერდით არის ერთადერთი და უკანასკნელი მამაკაცი, რომლის გამო დაღამებაც და გათენებაც მიხარია. ეს არის ჩემი ალექსანდრე, ჩემი შვილიშვილი. ის ჩემს ცხოვრებაში ორწელიწად-ნახევარია მთავარი კაცია. მისგან არაფერი მწყინს და ყველაფერს ვუსრულებ. დილით, როცა სარკესთან ვწესრიგდები, დგას და დაკვირვებით მიყურებს. ვეკითხები, "ბუ" მოგწონვარ, მპასუხობს -კი და იმ დღეს უბედნიერესი ვარ. ის არის ჩემი ყოველი დღის განწყობა და პოზიტივი. ჯერ პირადულისთვის არ მცალია. ამ მხრივ პაუზა ავიღე. იმედია, მომავალში გამოჩნდება მამაკაცი, რომელსაც ყველაფერს ვაჩუქებ.

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"

"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი

ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - სპეციალისტები ზაფხულის განმავლობაში ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად სთავაზობს