პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "იმედში" გადადის?
"კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "იმედში" გადადის?

ბოლო დროს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში არა­ერ­თი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ცვლი­ლე­ბე­ბი ჯერ "ტელე იმედს" შე­ე­ხო, სა­დაც რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა და ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­დნენ ("იმე­დის დილა, "დღის შოუ"), ახლა კი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია "რუს­თა­ვი 2"-ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (მოკ­ლედ, რა ხდე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ში)

ცოტა ხნის წინ, "კუ­რი­ე­რის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. იგი ჟურ­ნა­ლის­ტმა ნო­დარ მე­ლა­ძემ ჩა­ა­ნაც­ვლა. ჯერ კი­დევ მა­შინ, კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რობ­დნენ იმის შე­სა­ხებ, რომ ლა­ფე­რაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-დან "იმედ­ზე" გა­და­ი­ნაც­ვლა, თუმ­ცა მა­შინ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ფე­რაშ­ვილ­თან ერ­თად არხი კი­დევ სამ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­ტო­ვა, მათ შო­რის ნატა მახ­ვი­ლა­ძემ, რო­მე­ლიც 10 წელი მუ­შა­ობ­და "კუ­რი­ერ­ში". ეს უკა­ნას­კნე­ლი "იმედ­ზე" "ქრო­ნი­კის" ეთერ­ში უკვე გა­მოჩ­ნდა. AMBEBI.GE-ს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ფე­რაშ­ვილს "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ არ­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის პრო­დუ­სე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მის­გან სა­ბო­ლო­ოდ უარი მი­ი­ღო და სულ მალე ლა­ფე­რაშ­ვი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბას "იმედ­ზე" გა­აგ­რძე­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, თა­ვად გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით. მან გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ვცა­დეთ იმე­დის პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტორ­თან, მაია ჩუ­გოშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს. თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლიAMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

ცვლი­ლე­ბე­ბი "იმედ­ში" - ვინ რჩე­ბა და ვინ მი­დის ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან

რა­ტომ და­ი­ხუ­რა "იღ­ბლი­ა­ნი ბორ­ბა­ლი" და რა ელის სხვა გა­და­ცე­მებს "რუს­თა­ვი 2"-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "იმედში" გადადის?

"კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "იმედში" გადადის?

ბოლო დროს სატელევიზიო სივრცეში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ცვლილებები ჯერ "ტელე იმედს" შეეხო, სადაც რამდენიმე გადაცემა დაიხურა და ნაცნობი სახეები ტელეეკრანიდან გაუჩინარდნენ ("იმედის დილა, "დღის შოუ"), ახლა კი რეორგანიზაცია "რუსთავი 2"-ზე მიმდინარეობს (მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში)

ცოტა ხნის წინ, "კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა თანამდებობა დატოვა. იგი ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა. ჯერ კიდევ მაშინ, კულუარებში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ლაფერაშვილმა "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადაინაცვლა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. რამდენიმე კვირის წინ, გავრცელებული ინფორმაციით, ლაფერაშვილთან ერთად არხი კიდევ სამმა ჟურნალისტმა დატოვა, მათ შორის ნატა მახვილაძემ, რომელიც 10 წელი მუშაობდა "კურიერში". ეს უკანასკნელი "იმედზე" "ქრონიკის" ეთერში უკვე გამოჩნდა. AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლაფერაშვილს "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ არხის პოლიტიკური ბლოკის პროდუსერობა შესთავაზა, თუმცა მისგან საბოლოოდ უარი მიიღო და სულ მალე ლაფერაშვილი საქმიანობას "იმედზე" გააგრძელებს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თავად გიორგი ლაფერაშვილს დავუკავშირდით. მან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ იმედის პროგრამების დირექტორთან, მაია ჩუგოშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თამარ ბოჭორიშვილი AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

ცვლილებები "იმედში" - ვინ რჩება და ვინ მიდის ტელევიზიიდან

რატომ დაიხურა "იღბლიანი ბორბალი" და რა ელის სხვა გადაცემებს "რუსთავი 2"-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ