სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჩემი არცერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა ადამიანმა დაწერა“
„ჩემი არცერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა ადამიანმა დაწერა“

"გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" - "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის მე­ო­რე ტური უკვე და­ი­წყო. პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გად 272 კონ­კურ­სან­ტი­დან 15 სა­უ­კე­თე­სო გა­მოვ­ლინ­და - 10 მკი­თხვე­ლის, ხოლო 5 ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი. მათი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის წა­კი­თხვა და შე­ფა­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ჟი­უ­რის უკვე 16 ივ­ნი­სი­დან შე­უძ­ლია, სა­ბო­ლო­ოდ კი ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში 5 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­მელ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ცე­მა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა იზ­რუ­ნებს.

მკი­თხვე­ლი ინ­ტე­რე­სით ეც­ნო­ბა თი­თო­ე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რულ თუ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ნი­უ­ან­სებს. ამ­ჟა­მად ჟი­უ­რის რჩე­ულს ნო­დარ მა­მა­ცაშ­ვილს გა­გაც­ნობთ.

ნო­დარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი: 64 წლის ვარ. ჩემ­მა ბავ­შვო­ბამ და ახალ­გაზ­რდო­ბამ პოსტსტა­ლი­ნურ ეპო­ქა­ში გა­ი­ა­რა, ანუ მე, რო­გორც ჩემი თა­ო­ბის ბევრ წარ­მო­მად­გე­ნელს, მო­მიხ­და საბ­ჭო­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­დაც­ვლა ჯერ ეროვ­ნულ და მერე ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. არის ჩემს ცოხვრე­ბა­ში ერთი მო­მენ­ტი, რო­მელ­ზე სა­უ­ბა­რიც არ მსი­ა­მოვ­ნებს ხოლ­მე. ბავ­შვო­ბა­ში, 10 წლის რომ ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოვ­ხვდი. ბე­დის­წე­რამ ისე ინე­ბა, რომ უარი მეთ­ქვა 4 გრძნო­ბა­თა­გან პირ­ველ­ზე, ანუ მხედ­ვე­ლო­ბა­ზე. 100 პრო­ცენ­ტით უსი­ნათ­ლო ვარ. ეს იყო დიდი ტრა­გე­დია ჩე­მით­ვის, მაგ­რამ ახლა მე ცხოვ­რე­ბას ვი­ღებ ისეთს, რო­გო­რიც მო­მე­ცა და ვცდი­ლობ, რომ ამ პი­რო­ბებ­ში და ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­ვახ­დი­ნო სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა. ცხოვ­რე­ბა ხომ თვით­რე­ა­ლი­ზე­ბაა.

- ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ბავ­შვო­ბი­დან­ვე გქონ­დათ?

- რო­გორც ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტორს, მეც სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან­ვე, პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და მა­თე­მა­ტი­კის, ფი­ზი­კის და ტექ­ნი­კურ საგ­ნე­ბის მი­მართ. ხში­რად არ­ჩე­ვანს ეს გა­ნა­პი­რო­ბებს. ერთხანს ლექ­სებს ვწერ­დი რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ დრო­ზე მივ­ხვდი, რომ ლექ­სე­ბის წერა არ იყო ჩემი საქ­მე. ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნე გავ­ხდი, მე თვი­თონ პრო­ზის წე­რა­ზე არ მი­ფიქ­რია. და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის ასაკ­ში შემ­თხვე­ვით მოვ­კი­დე ხელი პრო­ზას.

- დღეს რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- მე მყავს ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი და კარ­გი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც 10 წლის წინ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, დღემ­დე მწო­ლი­ა­რეა, მე მიხ­დე­ბა მისი მოვ­ლა. პა­რა­ლე­ლუ­რად ვწერ. უცხო ადა­მი­ა­ნის­თვის შე­საძ­ლოა წარ­მო­უდ­გე­ნელ რა­მეს ვამ­ბობ, მაგ­რამ ჩემ­თვის უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ყო­ფაა ეს. სულ არ ვწუ­წუ­ნებ, მო­წუ­წუ­ნე არც ადა­მი­ანს უყ­ვარს და არც ღმერ­თს. 2011 წელს ჩემი ერთი მო­თხრო­ბა ნახა და კონ­კურ­სში მი­ა­ღე­ბი­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა ჩი­ტიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც იმ წელს რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის თავ­მჯდო­მა­რე იყო. გა­მარ­ჯვე­ბის ილუ­ზი­ე­ბი არ მქო­ნია, თუმ­ცა, მე­სა­მე პრე­მია და­ვიმ­სა­ხუ­რე და დიდი სტი­მუ­ლი მო­მე­ცა. ბახი ამ­ბობს: "მე კომ­პო­ზი­ტო­რი არ ვარ, მე ვარ იმპრო­ვი­ზა­ტო­რი, ვი­ღებ თე­მებს და ვა­კე­თებ იმპრო­ვი­ზა­ცი­ას." ჩემი მწერ­ლო­ბაც იყო იმპრო­ვი­ზა­ცია, ავი­ღებ­დი თე­მას და ვი­ტყო­დი, ეს უნდა დავ­წე­რო ისე, რო­გორც ო. ჰენ­რი და­წერ­და, ეს კი უნდა დავ­წე­რო ისე, რო­გორც და­წერ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, ანუ მე-19 სა­უ­კუ­ნის სტი­ლით. ასე რომ, ყვე­ლა ჩემს ნა­წარ­მო­ებს ჰქონ­და ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნა. ამ­ბო­ბენ, რომ ჩემი არ­ცერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ჰგავს, თით­ქოს სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­მა და­წე­რაო - მი­ზე­ზი რაც არის, უკვე იცით. როცა მე­კი­თხე­ბი­ან, თქვენ მწე­რა­ლი ხართ? - არა, კაცო, მე მწე­რა­ლი არ ვარ! ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლის გა­მოთ­ქმი­სა არ იყოს, "მე ვარ სა­წყა­ლი მომ­წერ­ლო კაცი". "სა­წყა­ლი" ამ შემ­თხვე­ვა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი არ არის, არა­მედ კაცი, რო­მელ­საც უნდა, რომ წე­როს, უხა­რია, ეს აძ­ლევს მას ში­ნა­გა­ნი რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მე ვწერ იმი­ტომ, რომ მსი­ა­მოვ­ნებს. ეს არის ჩემი ნა­თე­ლი სხი­ვი. მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მით 4 წიგ­ნი გა­მო­ვე­ცი.

- პა­ლიტ­რა L-ის ეს კონ­კურ­სი თქვენ­თვის რი­გით მე­ო­რე კონ­კურ­სია?

- არა. მა­ნამ­დეც მი­მი­ღია სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ოღონდ წა­რუ­მა­ტებ­ლად. ამ კონ­კურ­სში უც­ნა­უ­რად აღ­მოვ­ჩნდი. მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ასე­თი და ასე­თი კონ­კურ­სი ტარ­დე­ბაო. ბესტსე­ლე­რი არას­დროს და­მი­წე­რია. მქონ­და მო­თხრო­ბა. ამ მო­თხრო­ბას ფი­ნა­ლი მო­ვა­ცა­ლე და გავ­გზავ­ნე. მე­ო­რე ტურ­შიც გა­და­ვე­დი. ამის შემ­დეგ ერთი ამ­დე­ნი კი­დევ დავ­წე­რე, სა­ნამ გა­და­მა­ლულ ფი­ნალს გა­მო­ვა­ჩენ­დი. შე­ვი­ტა­ნე და­მა­ტე­ბი­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, გა­ვამ­დიდ­რე ჰო­ნო­რის და ერო­ტი­კის დე­ტა­ლე­ბი, რათა უფრო კი­თხვა­დი გამ­ხდა­რი­ყო. ასეც ვუ­წო­დე ჩემ­თვის - "ნა­წარ­მო­ე­ბი ჰო­რო­რის, მის­ტი­კი­სა და ერო­ტი­კის საკ­მა­ზით". ბესტსე­ლე­რის და­წე­რა რთუ­ლია. მე შე­ვე­ცა­დე სხვა­დას­ხვა ეპო­ქის სურ­ნე­ლი შე­მე­ტა­ნა ჩემს ნა­წარ­მო­ებ­ში, რო­მე­ლიც 1840 წლით, შეიხ მირ ფეშე აღა მუშ­ტა ჰი­დის ცხოვ­რე­ბით იწყე­ბა და სხვა­დას­ხვა ეპო­ქას მო­ი­ცავს. ყვე­ლა ეპიგ­რა­ფი, რო­მე­ლიც ამ ნა­წარ­მო­ე­ბის 31 თავს ერ­თვის, ჩემი მო­ფიქ­რე­ბუ­ლია.

- ახ­ლოვ­დე­ბა ფი­ნა­ლი, რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- რა ვიცი... როცა ვწერ­დი, ვამ­ბობ­დი: ჩემი პროგ­რა­მის მაქ­სი­მუ­მია გა­და­ვი­დე მე­ო­რე ტურ­ში. ეს შე­ვას­რუ­ლე, ახლა რაც მოხ­დე­ბა, მოხ­დეს.... მარ­ტო მწვერ­ვა­ლე­ბი ხომ არ არ­სე­ბობს, უღელ­ტე­ხი­ლე­ბიც არის. მე სავ­სე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი უღელ­ტე­ხი­ლო­ბის ფუნ­ქცი­ით.

ეკა სა­ლა­ღა­ია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„ჩემი არცერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა ადამიანმა დაწერა“

„ჩემი არცერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა ადამიანმა დაწერა“

"გახდი ბესტსელერის ავტორი" - „პალიტრა L“-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური უკვე დაიწყო. პირველი ტურის შედეგად 272 კონკურსანტიდან 15 საუკეთესო გამოვლინდა - 10 მკითხველის, ხოლო 5 ჟიურის რჩეული. მათი ნაწარმოებების გაგრძელების წაკითხვა და შეფასება საზოგადოებასა და ჟიურის უკვე 16 ივნისიდან შეუძლია, საბოლოოდ კი ივლისის დასაწყისში 5 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთა ნაწარმოებების გამოცემასა და პოპულარიზაციაზე გამომცემლობა იზრუნებს.

მკითხველი ინტერესით ეცნობა თითოეული კონკურსანტის ლიტერატურულ თუ ბიოგრაფიულ ნიუანსებს. ამჟამად ჟიურის რჩეულს ნოდარ მამაცაშვილს გაგაცნობთ.

ნოდარ მამაცაშვილი: 64 წლის ვარ. ჩემმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ პოსტსტალინურ ეპოქაში გაიარა, ანუ მე, როგორც ჩემი თაობის ბევრ წარმომადგენელს, მომიხდა საბჭოური ღირებულებების გადაცვლა ჯერ ეროვნულ და მერე ლიბერალურ ღირებულებებზე. არის ჩემს ცოხვრებაში ერთი მომენტი, რომელზე საუბარიც არ მსიამოვნებს ხოლმე. ბავშვობაში, 10 წლის რომ ვიყავი, ოჯახის წევრებთან ერთად ავტოკატასტროფაში მოვხვდი. ბედისწერამ ისე ინება, რომ უარი მეთქვა 4 გრძნობათაგან პირველზე, ანუ მხედველობაზე. 100 პროცენტით უსინათლო ვარ. ეს იყო დიდი ტრაგედია ჩემითვის, მაგრამ ახლა მე ცხოვრებას ვიღებ ისეთს, როგორიც მომეცა და ვცდილობ, რომ ამ პირობებში და ამ საშუალებებით მოვახდინო საკუთარი თავის რეალიზება. ცხოვრება ხომ თვითრეალიზებაა.

- ლიტერატურის მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გქონდათ?

- როგორც ყველა ლიტერატორს, მეც სკოლის პერიოდიდანვე, პრობლემები მქონდა მათემატიკის, ფიზიკის და ტექნიკურ საგნების მიმართ. ხშირად არჩევანს ეს განაპირობებს. ერთხანს ლექსებს ვწერდი როგორც ყველა ქართველი, მაგრამ დროზე მივხვდი, რომ ლექსების წერა არ იყო ჩემი საქმე. ლიტერატურის მცოდნე გავხდი, მე თვითონ პროზის წერაზე არ მიფიქრია. დაახლოებით 40 წლის ასაკში შემთხვევით მოვკიდე ხელი პროზას.

- დღეს როგორ მიმდინარეობს თქვენი ყოველდღიურობა?

- მე მყავს ძალიან სიმპათიური და კარგი მეუღლე, რომელსაც 10 წლის წინ მძიმე დაავადება აღმოაჩნდა, დღემდე მწოლიარეა, მე მიხდება მისი მოვლა. პარალელურად ვწერ. უცხო ადამიანისთვის შესაძლოა წარმოუდგენელ რამეს ვამბობ, მაგრამ ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი ყოფაა ეს. სულ არ ვწუწუნებ, მოწუწუნე არც ადამიანს უყვარს და არც ღმერთს. 2011 წელს ჩემი ერთი მოთხრობა ნახა და კონკურსში მიაღებინა მონაწილეობა ქალბატონმა მანანა ჩიტიშვილმა, რომელიც იმ წელს რევაზ ინანიშვილის ლიტერატურული კონკურსის თავმჯდომარე იყო. გამარჯვების ილუზიები არ მქონია, თუმცა, მესამე პრემია დავიმსახურე და დიდი სტიმული მომეცა. ბახი ამბობს: „მე კომპოზიტორი არ ვარ, მე ვარ იმპროვიზატორი, ვიღებ თემებს და ვაკეთებ იმპროვიზაციას.“ ჩემი მწერლობაც იყო იმპროვიზაცია, ავიღებდი თემას და ვიტყოდი, ეს უნდა დავწერო ისე, როგორც ო. ჰენრი დაწერდა, ეს კი უნდა დავწერო ისე, როგორც დაწერდა ილია ჭავჭავაძე, ანუ მე-19 საუკუნის სტილით. ასე რომ, ყველა ჩემს ნაწარმოებს ჰქონდა ერთი კონკრეტული ამოცანა. ამბობენ, რომ ჩემი არცერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა ადამიანმა დაწერაო - მიზეზი რაც არის, უკვე იცით. როცა მეკითხებიან, თქვენ მწერალი ხართ? - არა, კაცო, მე მწერალი არ ვარ! ზაალ სამადაშვილის გამოთქმისა არ იყოს, „მე ვარ საწყალი მომწერლო კაცი“. „საწყალი“ ამ შემთხვევაში სოციალური სტატუსი არ არის, არამედ კაცი, რომელსაც უნდა, რომ წეროს, უხარია, ეს აძლევს მას შინაგანი რეალიზების საშუალებას. მე ვწერ იმიტომ, რომ მსიამოვნებს. ეს არის ჩემი ნათელი სხივი. მომეცა საშუალება და კეთილი ადამიანების თანადგომით 4 წიგნი გამოვეცი.

- პალიტრა L-ის ეს კონკურსი თქვენთვის რიგით მეორე კონკურსია?

- არა. მანამდეც მიმიღია სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა, ოღონდ წარუმატებლად. ამ კონკურსში უცნაურად აღმოვჩნდი. მეგობარმა მითხრა, ასეთი და ასეთი კონკურსი ტარდებაო. ბესტსელერი არასდროს დამიწერია. მქონდა მოთხრობა. ამ მოთხრობას ფინალი მოვაცალე და გავგზავნე. მეორე ტურშიც გადავედი. ამის შემდეგ ერთი ამდენი კიდევ დავწერე, სანამ გადამალულ ფინალს გამოვაჩენდი. შევიტანე დამატებითი სიტუაციები, გავამდიდრე ჰონორის და ეროტიკის დეტალები, რათა უფრო კითხვადი გამხდარიყო. ასეც ვუწოდე ჩემთვის - „ნაწარმოები ჰორორის, მისტიკისა და ეროტიკის საკმაზით“. ბესტსელერის დაწერა რთულია. მე შევეცადე სხვადასხვა ეპოქის სურნელი შემეტანა ჩემს ნაწარმოებში, რომელიც 1840 წლით, შეიხ მირ ფეშე აღა მუშტა ჰიდის ცხოვრებით იწყება და სხვადასხვა ეპოქას მოიცავს. ყველა ეპიგრაფი, რომელიც ამ ნაწარმოების 31 თავს ერთვის, ჩემი მოფიქრებულია.

- ახლოვდება ფინალი, რა მოლოდინი გაქვთ?

- რა ვიცი... როცა ვწერდი, ვამბობდი: ჩემი პროგრამის მაქსიმუმია გადავიდე მეორე ტურში. ეს შევასრულე, ახლა რაც მოხდება, მოხდეს.... მარტო მწვერვალები ხომ არ არსებობს, უღელტეხილებიც არის. მე სავსებით კმაყოფილი ვარ ჩემი უღელტეხილობის ფუნქციით.

ეკა სალაღაია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს