ყველაზე დიდი თანხები, რაც ვარსკვლავებს ოფიციანტებისთვის უჩუქებიათ

ყველაზე დიდი თანხები, რაც ვარსკვლავებს ოფიციანტებისთვის უჩუქებიათ

ხშირად ვარსკვლავები მილიონებს დასვენებაში, სახლებში და ლიმუზინებში ხარჯავენ. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხება, რომ ხელგაშლილობას იჩენენ და ოფიციანტებს დიდი ოდენობის თანხას უტოვებენ მომსახურების სჩუქრად. წარმოიგდგენთ ასეთ ყველაზე ცნობილ ფაქტებს, როდესაც სელებრითებმა განსაკუთრებული ხელგაშლილობა გამოიჩინეს.

ჯონი დეპი

2008 წელს დეპი ჩიკაგოში ”საზოგადოების მტრებს” იღებდა და ხშირად შედიოდა ადგილობრივ სტეიკჰაუსში. გადაღბის ბოლო დღეს მსახიობი მეგობრებთან ერთად ესტუმრა რესტორანს ღვინის დასალევად. ნადიმის დასასრულს კი დეპმა მიმტანს 4000 დოლარი დაუტოვა მომსახურეობის საჩუქრად.

ჩარლზ ბარკლი

ცნობილ კალათბურთელს კაზინოში თამაში უყვარს. ერთხელ მან 700 000 დოლარი მოიგო, კრუპიეს კი საჩუქრად 25 000 დოლარი დაუტოვა. ამასთან, მოგვიანებით ბარკლი გულახდილად ნანობდა, რომ მეტი არ აჩუქა კაზინოს თანამშრომელს.

პერის ჰილტონი

2014 წელს მეგობრებთან ერთად ჰილტონი ნიუ იორკის ღამის კლუბ Marquee-ში ერთობოდა. წვეულება ძალიან მდიდრული იყო, კომპანიამ მხოლოდ შამპანურზე 100 000 დოლარამდე დახარჯა. ბარის ხარჯების გასტუმრების შემდეგ, პერისმა პერსონალს 47 000 დოლარი დაუტოვა მომსახურების საჩუქრად.

ჯეი ზი

რეპერი მაიამიზე სეირნობისას ბარში შევიდა, სადაც 250 000-ს სასმელი დალია მეგობრებთან ერთად. საღამოთი კმაყოფილმა ჯეი ზიმ, მომსახურე პერსონალს 50 000 დოლარი აჩუქა, რაც დღემდე ითველება რეკორდულ თანხად, რაც ვარსკვლავებს მომსახურების საუჩუქრად დაუტოვებიათ.

დოქტორი დრე

დოქტორი დრე ჰოლივუდურ კლიბ ”სქაიბარში” მთელი ღამით ერთობოდა, კარგ განწყობაზე მყოფმა რეპერმა პერსონალს 5000 დოლარი დაუტოვა.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება