პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჩუქრები უცნობ ადამიანებს - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის იდეა, რომელიც ინტერნეტმომხმარებელს აბედნიერებს
საჩუქრები უცნობ ადამიანებს - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის იდეა, რომელიც ინტერნეტმომხმარებელს აბედნიერებს

"გა­ვა­ჩუ­ქებ ჰას­კის ლეკვს"; "მსურ­ველს ვა­ჩუ­ქებ უნა­რებ­ში მომ­ზა­დე­ბის უფა­სო კურსს", "გა­ვა­ჩუ­ქებ წიგნს"... - და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა, "ფე­ის­ბუ­ქის" ერთ ჯგუფ­ში, მსგავ­სი ამ­ბე­ბი ტრი­ა­ლებს. ჯგუფ­საც შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლი ჰქვია - "სა­ჩუქ­რე­ბი" და მისი 21 000 წევ­რის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, ვინ­მეს რამე აჩუ­ქოს, ბუ­ნებ­რი­ვია უან­გა­როდ. ჯგუ­ფის შექ­მნის იდეა რე­ჟი­სორ­სა და სცე­ნა­რისტს გიგა ლო­ლა­ძეს ეკუთ­ვნის:

"იდეა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ყო­ფის­გან გაჩ­ნდა. ერთხელ რო­დე­საც ჩემი მე­უღ­ლე თაია სახ­ლს ალა­გებ­და, იპო­ვა ნივ­თი, რო­მე­ლიც ად­გილს იკა­ვებ­და, არა­და ძა­ლი­ან კარ­გი ნივ­თი იყო და და­ი­წუ­წუ­ნა სად წა­ვი­ღოო, ვუ­თხა­რი გა­ა­ჩუ­ქე-მეთ­ქი. ვის ვა­ჩუ­ქოო, ვიმ­სჯე­ლეთ და რომ ვერ მო­ვი­ფიქ­რეთ ვის­თვის გვე­ჩუ­ქე­ბი­ნა, აქე­დან გაჩ­ნდა იდეა, გა­მე­კე­თე­ბი­ნა ჯგუ­ფი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი და­დებ­დნენ ნივ­თებს და მსურ­ვე­ლი თა­ვად გა­მოჩ­ნდე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, მე­გო­ნა რომ მხო­ლოდ მე გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი ჯგუფს, მაგ­რამ იმ­დე­ნი ხალ­ხი და­ინ­ტე­რეს­და, რომ მხო­ლოდ მე და თაია ვე­ღარ ვმარ­თავთ.ჯგუფს ჰყავს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მო­დე­რა­ტო­რე­ბის გუნ­დი. ნამ­დვი­ლი გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­უ­ღა­ლა­ვად, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე აკონ­ტო­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც იმით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ჯგუფ­ში იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი და მცი­რე­დი და­ძა­ბუ­ლო­ბაც არ არ­სე­ბობს. გე­ტყვით იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, ვინც "სა­ჩუქ­რე­ბის" სუ­ლის ჩამ­დგმე­ლე­ბი არი­ან: თა­მარ მერ­ლა­ნი, ნინო ფუტ­კა­რა­ძე, თე­ო­ნა ფუტ­კა­რა­ძე, სა­ლო­მე ჯო­ხა­ძე, ირი ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი, მარი გო­გო­ლი­ძე, მო­დე­რი ნინა და ჩვე­ნი ემიგ­რან­ტი სა­ბერ­ძნე­თი­დან ნესი რო­ბა­ქი­ძე.- თუ გქონ­და რამე მი­ზა­ნი, როცა ამ ჯგუფს ქმნი­დი ? - მი­ზა­ნი ახლა უფრო მკა­ფი­ოა, ეს ჯგუ­ფი ცალ­სა­ხად ემ­სა­ხუ­რე­ბა უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ პო­ზი­ტი­ვის, სი­ხა­რუ­ლის და სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბას, რაც ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დით ჯგუ­ფის წევ­რებს და თი­თო­ე­ულ დღეს პო­ზი­ტი­ვით უვ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს.

- ჯგუფ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ო­ცა­რი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, ელო­დი ხალ­ხის ასეთ რე­აქ­ცი­ას? - ჯგუ­ფი ოფი­ცი­ა­ლუ­რად პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ამ ეტა­პის­თვის 21 000 წევ­რს გას­ცდა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა, არ ვიცი, ახლა რომ ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა არც ვე­ლო­დი ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ და გა­ხა­რე­ბუ­ლია ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი. ჩვენ ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია ერ­თმა­ნეთს სი­ხა­რუ­ლი და სით­ბო გა­ვუ­ზი­ა­როთ. ეს უკვე ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. მგო­ნი ეს ერ­თა­დერ­თი ჯგუ­ფია, რომ­ლის იდე­აც ჩა­ნა­სახ­ში­ვე გა­მო­რი­ცხავს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, უბ­რა­ლოდ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც რა­ღაც სა­ჩუ­ქა­რი ვერ შეხ­ვდათ, რად­გან ად­რინ­დე­ლი წე­სე­ბით, ვინც პირ­ველ კო­მენ­ტარს და­წერ­და, მას ეკუთ­ვნო­და სა­ჩუ­ქა­რი. ამის გამო წე­სე­ბი შევ­ცვა­ლეთ და ამ ეტა­პის­თვის იდე­ა­ლუ­რად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი და ჯგუფ­ში ჰარ­მო­ნია და პო­ზი­ტი­ვი სუ­ფევს.

- ვაკ­ვირ­დე­ბი და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო რამე გა­ჩუქ­და....- გე­თან­ხმებთ, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­ჩუ­ქა­რი გა­ჩუქ­და. მაგ: მას­წავ­ლე­ბელ­მა ორი აბი­ტუ­რი­ენ­ტი აიყ­ვა­ნა და მო­ამ­ზა­და უფა­სოდ, იყო სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კი­დან უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ლაშ­ქრო­ბა უფა­სოდ და ა.შ ასე­ვე ძი­რი­თა­დად ჩუქ­დე­ბა ნივ­თე­ბი და აქ ყვე­ლა­ზე მე­ტად გო­გო­ნე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. სხვა­თა შო­რის, ახლა ერთ-ერთ სა­კუ­რი­ე­რო კომ­პა­ნი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ქა­ლა­ქის და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეს კომ­პა­ნია შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად მი­ა­წო­დოს გამ­ჩუ­ქებ­ლის სა­ჩუ­ქარს მჩუ­ქე­ბელს, რაც ძა­ლი­ან კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა.ლადო გო­გო­ლა­ძეAMBEBI.GE
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

საჩუქრები უცნობ ადამიანებს - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის იდეა, რომელიც ინტერნეტმომხმარებელს აბედნიერებს

საჩუქრები უცნობ ადამიანებს - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის იდეა, რომელიც ინტერნეტმომხმარებელს აბედნიერებს

"გავაჩუქებ ჰასკის ლეკვს"; "მსურველს ვაჩუქებ უნარებში მომზადების უფასო კურსს", "გავაჩუქებ წიგნს"... - დაახლოებით ერთი თვეა, "ფეისბუქის" ერთ ჯგუფში, მსგავსი ამბები ტრიალებს. ჯგუფსაც შესაბამისი სახელი ჰქვია - "საჩუქრები" და მისი 21 000 წევრის ერთადერთი მიზანია, ვინმეს რამე აჩუქოს, ბუნებრივია უანგაროდ. ჯგუფის შექმნის იდეა რეჟისორსა და სცენარისტს გიგა ლოლაძეს ეკუთვნის:

"იდეა ჩვეულებრივი ყოფისგან გაჩნდა. ერთხელ როდესაც ჩემი მეუღლე თაია სახლს ალაგებდა, იპოვა ნივთი, რომელიც ადგილს იკავებდა, არადა ძალიან კარგი ნივთი იყო და დაიწუწუნა სად წავიღოო, ვუთხარი გააჩუქე-მეთქი. ვის ვაჩუქოო, ვიმსჯელეთ და რომ ვერ მოვიფიქრეთ ვისთვის გვეჩუქებინა, აქედან გაჩნდა იდეა, გამეკეთებინა ჯგუფი, სადაც ადამიანები დადებდნენ ნივთებს და მსურველი თავად გამოჩნდებოდა. თავდაპირველად, მეგონა რომ მხოლოდ მე გავუმკლავდებოდი ჯგუფს, მაგრამ იმდენი ხალხი დაინტერესდა, რომ მხოლოდ მე და თაია ვეღარ ვმართავთ. ჯგუფს ჰყავს ყველაზე მაგარი მოდერატორების გუნდი. ნამდვილი გმირები, რომლებიც დაუღალავად, მთელი დღის მანძილზე აკონტოლებენ ყველაფერს, რაც იმით გამოიხატება, რომ ჯგუფში იდეალური გარემოა შექმნილი და მცირედი დაძაბულობაც არ არსებობს. გეტყვით იმ ადამიანებსაც, ვინც "საჩუქრების" სულის ჩამდგმელები არიან: თამარ მერლანი, ნინო ფუტკარაძე, თეონა ფუტკარაძე, სალომე ჯოხაძე, ირი ლეკვეიშვილი, მარი გოგოლიძე, მოდერი ნინა და ჩვენი ემიგრანტი საბერძნეთიდან ნესი რობაქიძე. - თუ გქონდა რამე მიზანი, როცა ამ ჯგუფს ქმნიდი ? - მიზანი ახლა უფრო მკაფიოა, ეს ჯგუფი ცალსახად ემსახურება უცხო ადამიანების მიმართ პოზიტივის, სიხარულის და საჩუქრების ჩუქებას, რაც ძალიან კარგად გამოსდით ჯგუფის წევრებს და თითოეულ დღეს პოზიტივით უვსებენ ერთმანეთს.

- ჯგუფმა სოციალურ ქსელში საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია, ელოდი ხალხის ასეთ რეაქციას? - ჯგუფი ოფიციალურად პირველი ივნისიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპისთვის 21 000 წევრს გასცდა. წარმოიდგინეთ, რამხელა გამოხმაურება ჰპოვა, არ ვიცი, ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება არც ველოდი ასეთ გამოხმაურებას, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ და გახარებულია ჯგუფის ყველა წევრი. ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთმანეთს სიხარული და სითბო გავუზიაროთ. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. მგონი ეს ერთადერთი ჯგუფია, რომლის იდეაც ჩანასახშივე გამორიცხავს უკმაყოფილებას, უბრალოდ არიან ადამიანები, ვისაც რაღაც საჩუქარი ვერ შეხვდათ, რადგან ადრინდელი წესებით, ვინც პირველ კომენტარს დაწერდა, მას ეკუთვნოდა საჩუქარი. ამის გამო წესები შევცვალეთ და ამ ეტაპისთვის იდეალურად მიდის ყველაფერი და ჯგუფში ჰარმონია და პოზიტივი სუფევს.

- ვაკვირდები და უამრავი საინტერესო რამე გაჩუქდა.... - გეთანხმებთ, ძალიან ბევრი საინტერესო საჩუქარი გაჩუქდა. მაგ: მასწავლებელმა ორი აბიტურიენტი აიყვანა და მოამზადა უფასოდ, იყო სტომატოლოგიური კლინიკიდან უფასო მომსახურება, ლაშქრობა უფასოდ და ა.შ ასევე ძირითადად ჩუქდება ნივთები და აქ ყველაზე მეტად გოგონები აქტიურობენ. სხვათა შორის, ახლა ერთ-ერთ საკურიერო კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ქალაქის და ქვეყნის მასშტაბით ეს კომპანია შეღავათიან ფასად მიაწოდოს გამჩუქებლის საჩუქარს მჩუქებელს, რაც ძალიან კარგი შემოთავაზებაა. ლადო გოგოლაძე AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი