სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი წამყვანის უცნობი გატაცება - ნიკა ლომიძე ფანტასტიკურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის
ცნობილი წამყვანის უცნობი გატაცება - ნიკა ლომიძე ფანტასტიკურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის

არც ისე დიდი ხნის წინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, თუმ­ცა არც წლე­ბის შემ­დეგ კარ­გავს წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი ტე­ლე­სა­ხე პო­პუ­ლა­რო­ბას. ნიკა ლო­მი­ძე დღეს სა­კუ­თა­რი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლია, რო­გორც იტყვი­ან, კადრს მიღ­მა საქ­მი­ა­ნობს. ბოლო დროს კი სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა - ხელ­ნა­კეთ ნა­მუ­შევ­რებს ქმნის, კერ­ძოდ, დე­კო­რა­ტი­ულ სა­ნა­თებს...

18 ივ­ნისს თა­ვი­სი ხე­ლით შექ­მნი­ლი ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა მო­ა­წყო, რაც სა­კუ­თარ იუ­ბი­ლეს და­ამ­თხვია. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა ნა­მუ­შევ­რე­ბი მო­უ­წო­ნა და შე­ა­ქო..."ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა დღე­ის­თვის რეკ­ლა­მაა. და­ძა­ბულ რე­ჟიმ­სა და გა­დაღ­ლი­ლო­ბა­ში უეც­რად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ საქ­მე, რა­საც ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის შექ­მნაა ჰქვია, მა­წყნა­რებს, თან, გა­მომ­დის კი­დეც. ეს ნივ­თე­ბი სა­ნა­თე­ბია", - ამ­ბობს ნიკა.ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნი­სას სხვა­დას­ხვა­ნა­ირ მა­სა­ლას იყე­ნებს. გა­დაყ­რილ ნივ­თებს, ძველ მი­ლებს, ჭან­ჭი­კებს, წიგ­ნებს, თი­ხას და კი­დევ ბევრ მა­სა­ლას. "ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, თუკი რამ ძვე­ლი ნივ­თი აქვთ, არ უნდა გა­და­აგ­დონ, ჯერ მე უნდა მკი­თხონ, - გა­მო­გად­გე­ბა თუ არა რა­მე­ში... თა­ვი­დან ერთი ნივ­თი ვცა­დე, რა გა­მო­ვა-მეთ­ქი? მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­მა, რა­ღაც და­მა­წყნა­რა, თან, რაც გა­ვა­კე­თე, თვი­თონ მო­მე­წო­ნა. მერე მე­გობ­რე­ბის­გან და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­რე­ბა მოჰ­ყვა, ესეც სტი­მუ­ლი იყო და წა­ვი­და და წა­ვი­და... ჰოდა, ახლა ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ისე არ არის, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემი პრო­ფე­სი­აა ან ბიზ­ნე­სი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ვერ­თე, არა, სუფ­თა ჰო­ბია".- თუმ­ცა, ამ საქ­მეს შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა რომ ჰქონ­დეს, არ იქ­ნე­ბა ური­გო...

- ჩემი მე­გო­ბა­რი ლონ­დო­ნი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი და მე­ჩხუ­ბა, ხომ არ გა­გიჟ­დი, ამის ასე და­ტო­ვე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! სა­ი­ტი მა­ინც შექ­მე­ნი, ატ­ვირ­თე იქ ყვე­ლა­ფე­რი და რა­ღაც ფორ­მა მი­ე­ციო. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი ჯერ ოფის­ში მიყ­რია... თუმ­ცა მივ­ხვდი, რომ ასე რო­დემ­დე უნდა ეყა­როს და აი, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უკვე ეს გა­მო­ფე­ნაა... ნა­მუ­შევ­რე­ბი დენ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ირ­თვე­ბა. ის დატ­ვირ­თვა არ აქვს, რომ დად­გა და წიგ­ნი წა­ი­კი­თხო, დე­კო­რა­ტი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ინ­ტე­რი­ერს ალა­მა­ზებს.ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ყვე­ლას რა­ღაც ხა­სი­ა­თი აქვს. იმ­დე­ნად სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, რომ ალ­ბათ მათ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იპო­ვის თა­ვი­სას.- რო­გორც ვა­ტყობ, წიგ­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად გაქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- კი, ძველ წიგ­ნებს ვი­ყე­ნებ, ისე­თებს, რო­მელ­საც არა­ვინ წა­ი­კი­თხავს, მა­გა­ლი­თად, მა­მა­ჩე­მის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან სულ ასე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მოვ­ზი­დე. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მაც მომ­ცა უამ­რა­ვი ასე­თი წიგ­ნი...

- მე­უღ­ლე, თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი რას გე­უბ­ნე­ბა? - თეამ რამ­დე­ნი­მეს თვა­ლი უკვე და­ად­გა და თა­ვის სა­ხე­ლიც და­არ­ქვა, - ჩე­მი­აო. მოს­წონს ნი­ტა­საც, გა­და­რე­უ­ლია და აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბა. ერთი ფი­გუ­რა თვი­თონ გა­მი­კე­თა, უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მა­საც კარ­გად გა­მო­უ­ვი­და.

- რო­გორც მახ­სოვს, პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი ხარ. ალ­ბათ ეს პრო­ფე­სი­აც გეხ­მა­რე­ბა ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. - კი, არ­ქი­ტექ­ტო­რი ვარ, მაგ­რამ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა კულ­ტუ­რაა და ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან ძა­ლი­ან შორს არის. სა­ერ­თოდ, მე­გო­ნა, რომ მი­უწ­ვდო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩეთ­ვის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­გორც უკვე ვთქვი, შე­საძ­ლე­ბე­ლია და მომ­წონს.

- ე.ი. ნი­ტა­საც მოს­წონს მა­მის საქ­მი­ა­ნო­ბა... რას ნიშ­ნავს ნიტა შენს ცხოვ­რე­ბა­ში და თა­ვად რას აკე­თებს ახლა? - ნიტა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ყვე­ლა­ზე კარ­გი "ნა­მუ­შე­ვა­რია", ნი­ტაც უნდა გა­მოვ­ფი­ნო (იცი­ნის)...

რამ ის საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბა, ვი­ტყვი, რომ ნიუ-იორ­კის ჯოფ­რის ბა­ლე­ტის სკო­ლა­ში პორ­ტფო­ლიო გა­ვაგ­ზავ­ნეთ და და­ფი­ნან­სე­ბა უკვე მი­ი­ღო. ჰოდა, ცოტა ხან­ში, ერთი თვით ნიუ-იორკში მი­ემ­გზავ­რე­ბა, მი­იწ­ვი­ეს. გა­ეც­ნო­ბა იქა­უ­რო­ბას, ნა­ხავს, თუ მო­ე­წო­ნე­ბა, გა­აგ­რძე­ლებს იქ სწავ­ლას.მინ­და, რომ იქ და­ამ­თავ­როს და ის­წავ­ლოს სე­რი­ო­ზულ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებს, თან, ნიუ-იორ­კი ამის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია. თუმ­ცა თვი­თონ მსა­ხი­ო­ბო­ბა უნდა და ცეკ­ვაც... მშობ­ლე­ბი იმ აზ­რზე ვართ, რომ სა­ბო­ლო­ოდ, თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს. მგო­ნი, იქამ­დე მი­ვი­და, რომ ორი სფე­რო გა­ა­ერ­თი­ა­ნოს - ცეკ­ვა და მსა­ხი­ო­ბო­ბა, რაც უკვე მი­უ­ზიკ­ლი გა­მო­დის... მოკ­ლედ, ვნა­ხოთ...- ნი­ჭი­ე­რი და ცნო­ბი­ლი გო­გო­ნაა ნიტა... - ახლა უკვე რო­გორც ნი­ტას მამა ასე მიც­ნო­ბენ. რო­გორც ყვე­ლა მა­მას, შვი­ლის წარ­მა­ტე­ბა მეც მე­ა­მა­ყე­ბა და მი­ხა­რია. "მამა ნახე, მამა ნა­ხეო" - ეგ არის (იცი­ნის)...

- ნიკა, წარ­სუ­ლის ნოს­ტალ­გია არ გაქვს... - მა­გის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა, უფრო ტე­ლე­ვი­ზი­ის ნოს­ტალ­გია მაქვს. სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი გა­და­ცე­მას, ვიქ­ნე­ბო­დი წამ­ყვა­ნი. ადრე უფრო მი­წყნა­რე­ბუ­ლი იყო ეს გრძნო­ბა და ახლა ვა­ტყობ, რომ გა­აქ­ტი­ურ­და... ხალ­ხი ქუ­ჩა­ში რომ მხვდე­ბა, მე­უბ­ნე­ბა, - რა­ტომ არ­სად ჩან­ხარ, გვე­ნატ­რე­ბიო...

- სა­მა­გი­ე­როდ, თეა ჩანს ეკ­რან­ზე, - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რის წევ­რია... - მას ცეკ­ვის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია და ბედ­ნი­ე­რია, რომ ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი არ­სე­ბობს, რომ ზო­გა­დად ცეკ­ვა პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. რო­გორც ყო­ველ­თვის, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, თა­ვის სტუ­დი­ა­ში ას­წავ­ლის ბავ­შვებს და მუ­შა­ობს ან­სამ­ბლთან...

- რას ეტყო­დი მო­ნატ­რე­ბელ მა­ყუ­რე­ბელს? - მო­ნატ­რე­ბუ­ლი მე უფრო ვარ (იღი­მის)... ვგიჟ­დე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მი­ზი­ა­რე­ბენ და მი­ნა­წი­ლე­ბენ, მჩუქ­ნი­ან, გა­მო­ხა­ტა­ვენ ჩემ მი­მართ სით­ბოს და სიყ­ვა­რულს... მიყ­ვარ­ხართ...

ლალი ფა­ციაAMBEBI.GE
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ცნობილი წამყვანის უცნობი გატაცება - ნიკა ლომიძე ფანტასტიკურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის

ცნობილი წამყვანის უცნობი გატაცება - ნიკა ლომიძე ფანტასტიკურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის

არც ისე დიდი ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო, თუმცა არც წლების შემდეგ კარგავს წარსულში ცნობილი ტელესახე პოპულარობას. ნიკა ლომიძე დღეს საკუთარი სარეკლამო კომპანიის მფლობელია, როგორც იტყვიან, კადრს მიღმა საქმიანობს. ბოლო დროს კი საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა - ხელნაკეთ ნამუშევრებს ქმნის, კერძოდ, დეკორატიულ სანათებს...

18 ივნისს თავისი ხელით შექმნილი ნივთების გამოფენა მოაწყო, რაც საკუთარ იუბილეს დაამთხვია. დამთვალიერებელმა ნამუშევრები მოუწონა და შეაქო... "ჩემი ძირითადი საქმიანობა დღეისთვის რეკლამაა. დაძაბულ რეჟიმსა და გადაღლილობაში უეცრად აღმოვაჩინე, რომ საქმე, რასაც ხელნაკეთი ნივთების შექმნაა ჰქვია, მაწყნარებს, თან, გამომდის კიდეც. ეს ნივთები სანათებია", - ამბობს ნიკა. ნამუშევრების შექმნისას სხვადასხვანაირ მასალას იყენებს. გადაყრილ ნივთებს, ძველ მილებს, ჭანჭიკებს, წიგნებს, თიხას და კიდევ ბევრ მასალას. "ჩემმა მეგობრებმა იციან, თუკი რამ ძველი ნივთი აქვთ, არ უნდა გადააგდონ, ჯერ მე უნდა მკითხონ, - გამოგადგება თუ არა რამეში... თავიდან ერთი ნივთი ვცადე, რა გამოვა-მეთქი? მუშაობის პროცესმა, რაღაც დამაწყნარა, თან, რაც გავაკეთე, თვითონ მომეწონა. მერე მეგობრებისგან დადებითი გამოხმარება მოჰყვა, ესეც სტიმული იყო და წავიდა და წავიდა... ჰოდა, ახლა ინტენსიურად ვმუშაობ, მაგრამ ისე არ არის, რომ ეს საქმიანობა ჩემი პროფესიაა ან ბიზნესი და ამ მიმართულებით გადავერთე, არა, სუფთა ჰობია". - თუმცა, ამ საქმეს შემდგომი განვითარება რომ ჰქონდეს, არ იქნება ურიგო...

- ჩემი მეგობარი ლონდონიდან იყო ჩამოსული და მეჩხუბა, ხომ არ გაგიჟდი, ამის ასე დატოვება როგორ შეიძლება?! საიტი მაინც შექმენი, ატვირთე იქ ყველაფერი და რაღაც ფორმა მიეციო. არადა, ყველაფერი ჯერ ოფისში მიყრია... თუმცა მივხვდი, რომ ასე როდემდე უნდა ეყაროს და აი, პირველი ნაბიჯი უკვე ეს გამოფენაა... ნამუშევრები დენში ჩვეულებრივად ირთვება. ის დატვირთვა არ აქვს, რომ დადგა და წიგნი წაიკითხო, დეკორატიული მნიშვნელობა აქვს, ინტერიერს ალამაზებს. ყველა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, ყველას რაღაც ხასიათი აქვს. იმდენად სხვადასხვანაირია, რომ ალბათ მათში ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისას. - როგორც ვატყობ, წიგნები აქტიურად გაქვს გამოყენებული.

- კი, ძველ წიგნებს ვიყენებ, ისეთებს, რომელსაც არავინ წაიკითხავს, მაგალითად, მამაჩემის ბიბლიოთეკიდან სულ ასეთი ლიტერატურა გამოვზიდე. ჩემმა მეგობარმაც მომცა უამრავი ასეთი წიგნი...

- მეუღლე, თეა გობეჯიშვილი რას გეუბნება? - თეამ რამდენიმეს თვალი უკვე დაადგა და თავის სახელიც დაარქვა, - ჩემიაო. მოსწონს ნიტასაც, გადარეულია და აქტიურად მეხმარება. ერთი ფიგურა თვითონ გამიკეთა, უცნაურია, მაგრამ მასაც კარგად გამოუვიდა.

- როგორც მახსოვს, პროფესიით არქიტექტორი ხარ. ალბათ ეს პროფესიაც გეხმარება ამ საქმიანობაში. - კი, არქიტექტორი ვარ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა კულტურაა და ჩემს პროფესიასთან ძალიან შორს არის. საერთოდ, მეგონა, რომ მიუწვდომელი იქნებოდა ჩეთვის ეს მიმართულება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, შესაძლებელია და მომწონს.

- ე.ი. ნიტასაც მოსწონს მამის საქმიანობა... რას ნიშნავს ნიტა შენს ცხოვრებაში და თავად რას აკეთებს ახლა? - ნიტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ყველაზე კარგი "ნამუშევარია", ნიტაც უნდა გამოვფინო (იცინის)...

რამ ის საქმიანობას ეხება, ვიტყვი, რომ ნიუ-იორკის ჯოფრის ბალეტის სკოლაში პორტფოლიო გავაგზავნეთ და დაფინანსება უკვე მიიღო. ჰოდა, ცოტა ხანში, ერთი თვით ნიუ-იორკში მიემგზავრება, მიიწვიეს. გაეცნობა იქაურობას, ნახავს, თუ მოეწონება, გააგრძელებს იქ სწავლას. მინდა, რომ იქ დაამთავროს და ისწავლოს სერიოზულ გამოცდილებას მიიღებს, თან, ნიუ-იორკი ამისთვის ყველაზე საინტერესო ადგილია. თუმცა თვითონ მსახიობობა უნდა და ცეკვაც... მშობლები იმ აზრზე ვართ, რომ საბოლოოდ, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მგონი, იქამდე მივიდა, რომ ორი სფერო გააერთიანოს - ცეკვა და მსახიობობა, რაც უკვე მიუზიკლი გამოდის... მოკლედ, ვნახოთ... - ნიჭიერი და ცნობილი გოგონაა ნიტა... - ახლა უკვე როგორც ნიტას მამა ასე მიცნობენ. როგორც ყველა მამას, შვილის წარმატება მეც მეამაყება და მიხარია. "მამა ნახე, მამა ნახეო" - ეგ არის (იცინის)...

- ნიკა, წარსულის ნოსტალგია არ გაქვს... - მაგის გარეშე არ შეიძლება, უფრო ტელევიზიის ნოსტალგია მაქვს. სიამოვნებით გავაკეთებდი გადაცემას, ვიქნებოდი წამყვანი. ადრე უფრო მიწყნარებული იყო ეს გრძნობა და ახლა ვატყობ, რომ გააქტიურდა... ხალხი ქუჩაში რომ მხვდება, მეუბნება, - რატომ არსად ჩანხარ, გვენატრებიო...

- სამაგიეროდ, თეა ჩანს ეკრანზე, - "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრია... - მას ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ბედნიერია, რომ ასეთი პროექტები არსებობს, რომ ზოგადად ცეკვა პოპულარული გახდა. როგორც ყოველთვის, აქტიურად მუშაობს, თავის სტუდიაში ასწავლის ბავშვებს და მუშაობს ანსამბლთან...

- რას ეტყოდი მონატრებელ მაყურებელს? - მონატრებული მე უფრო ვარ (იღიმის)... ვგიჟდები ამ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე მიზიარებენ და მინაწილებენ, მჩუქნიან, გამოხატავენ ჩემ მიმართ სითბოს და სიყვარულს... მიყვარხართ...

ლალი ფაცია AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება