პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცესა დიანას მოგონებებიდან: "თაფლობის თვის დროს ვენების გადაჭრა მინდოდა"
პრინცესა დიანას მოგონებებიდან: "თაფლობის თვის დროს ვენების გადაჭრა მინდოდა"

ქორ­წი­ნე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ პრინ­ცე­სა დი­ა­ნამ გა­ა­კე­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ენ­დრიუ მორ­ტონ­მა სკან­და­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფია "დი­ა­ნა: მისი რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია" და­წე­რა. დი­ა­ნამ ავ­ტო­რის­გან მო­ი­თხო­ვა, რომ წიგ­ნის შექ­მნა­ში მისი ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ე­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­ნა. მორ­ტონ­მა დი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა. თუმ­ცა 20 წლის შემ­დეგ, პრინ­ცე­სას ჩა­ნა­წე­რე­ბის სტე­ნოგ­რა­მა ხე­ლახ­ლა გა­მო­ცე­მუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლი გახ­და და მას­ზე უფრო შო­კის­მომ­გვრე­ლი ფაქ­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

დი­ა­ნას მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მას სა­ში­ნე­ლი თაფ­ლო­ბის თვე ჰქონ­და. ის და პრინ­ცი ჩარლ­ზი ბროდ­ლენდში წა­ვიდ­ნენ, სა­დაც თაფ­ლო­ბის თვის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. "ბროდ­ლენდში რომ ჩა­ვე­დით, სა­ღა­მოს ფი­ლო­სო­ფოს ვან დერ პო­სის წიგ­ნე­ბი მო­ი­ტა­ნეს, შვი­დი წიგ­ნი. ჩარლ­ზი მათ ხმა­მაღ­ლა კი­თხუ­ლობ­და და ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით გან­გვე­ხი­ლა და გაგ­ვე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა წიგ­ნე­ბი ყო­ველ­დღე".

თაფ­ლო­ბის თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სა­მე­ფო იახ­ტის ბორტზე გაგ­რძელ­და. თუ გგო­ნი­ათ, რომ ეს რო­მან­ტი­კუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო, ცდე­ბით. იახ­ტა სავ­სე იყო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის სტუმ­რე­ბით, 21 ოფი­ცე­რით და კი­დევ 256 ადა­მი­ა­ნით. მა­გი­დას­თან ფრა­კე­ბით სხდე­ბოდ­ნენ და სა­ნამ მი­ირ­თმევ­დნენ, გვერ­დით ოთახ­ში სა­მე­ფო ორ­კესტრი უკ­რავ­და სა­ო­მარ მარშს. "ყო­ველ­დღე მე და ჩარლზს ბრი­ტა­ნე­თის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა გაგ­ვერ­თო, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო არ მრჩე­ბო­და. მივ­ხვდი, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბას... ამ დრო­ის­თვის ჩემი ბუ­ლე­მია უკონ­ტრო­ლო იყო. დღე­ში ოთხჯერ შე­ტე­ვა მე­მარ­თე­ბო­და. რაც ხელ­ში მომ­ხვდე­ბო­და, ეგ­რე­ვე ვჭამ­დი და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გული მე­რე­ო­და. რა­სა­კირ­ვე­ლია, ეს ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევ­და. იახ­ტი­დან შოტ­ლან­დი­ა­ში გა­და­ვე­დით, სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. ყვე­ლა იქ იყო ჩვენს შე­სახ­ვედ­რად და სწო­რედ იქ ავ­ფეთ­ქდი" - იხ­სე­ნებ­და ჩა­ნა­წე­რებ­ში ლედი დი­ა­ნა.

"ჩარლზს არ ვენ­დო­ბო­დი, მე­გო­ნა, რომ კა­მი­ლას ყო­ველ ხუთ წუთ­ში ურე­კავ­და, რომ ეკი­თხა, რა ექნა ამ ქორ­წი­ნე­ბის­თვის. იმის­თვის, რომ დამ­ხმა­რე­ბო­და, ჩარლზ­მა ლო­რენს ვან დერ პოს­ტი მო­მიგ­ზავ­ნა. მაგ­რამ ვერც იმან გა­მი­გო. სულ უფრო გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბო­და ჩემ­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩარლზს სულ სე­ირ­ნო­ბა უნ­დო­და. ის თვლი­და, რომ არა­ფე­რი იყო იმა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო, ვიდ­რე მა­ღალ მთა­ზე ჯდო­მა და ჩემ­თვის ლო­რენს ვან დერ პოს­ტის ან კარლ იუნ­გის ნაშ­რო­მე­ბის კი­თხვა...

...ჩარლ­ზი გიჟ­დე­ბო­და დე­და­ზე, რიდი ქონ­და მა­მის, მე კი მის­თვის ყო­ველ­თვის მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი... არა­სო­დეს უთ­ქვამს "ძვირ­ფა­სო, გინ­და და­ლე­ვა?", ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და: "დე­დი­კო, გსურთ და­ლე­ვა? ბე­ბია, გნე­ბავთ და­ლე­ვა? დი­ა­ნა, შენ?". მე კი სუ­ლე­ლუ­რად სულ მე­გო­ნა, რომ ცოლი პირ­ველ ად­გილ­ზე უნდა მდგა­რი­ყო. ბალ­მო­რა­ლე­ში აგ­ვის­ტო­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე გავ­ჩერ­დით. იმ­დე­ნად დათ­რგუ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი ის დღე­ე­ბი, სულ ვიკ­ლებ­დი და ვიკ­ლებ­დი წო­ნა­ში. იმა­საც კი ვფიქ­რობ­დი, რომ ვე­ნე­ბი გა­და­მეჭ­რა..." - ნათ­ქვა­მია ლედი დის მო­გო­ნე­ბებ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია marieclaire.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პრინცესა დიანას მოგონებებიდან: "თაფლობის თვის დროს ვენების გადაჭრა მინდოდა"

პრინცესა დიანას მოგონებებიდან: "თაფლობის თვის დროს ვენების გადაჭრა მინდოდა"

ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ პრინცესა დიანამ გააკეთა ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ენდრიუ მორტონმა სკანდალური ბიოგრაფია "დიანა: მისი რეალური ისტორია" დაწერა. დიანამ ავტორისგან მოითხოვა, რომ წიგნის შექმნაში მისი ჩართულობა გაესაიდუმლოებინა. მორტონმა დიანას გარდაცვალებამდე სიტყვა შეასრულა. თუმცა 20 წლის შემდეგ, პრინცესას ჩანაწერების სტენოგრამა ხელახლა გამოცემული ბიოგრაფიის ნაწილი გახდა და მასზე უფრო შოკისმომგვრელი ფაქტები გამოიკვეთა.

დიანას მოგონებების მიხედვით, მას საშინელი თაფლობის თვე ჰქონდა. ის და პრინცი ჩარლზი ბროდლენდში წავიდნენ, სადაც თაფლობის თვის პირველი ნახევარი უნდა გაეტარებინათ. "ბროდლენდში რომ ჩავედით, საღამოს ფილოსოფოს ვან დერ პოსის წიგნები მოიტანეს, შვიდი წიგნი. ჩარლზი მათ ხმამაღლა კითხულობდა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით განგვეხილა და გაგვეანალიზებინა წიგნები ყოველდღე".

თაფლობის თვის მეორე ნახევარი სამეფო იახტის ბორტზე გაგრძელდა. თუ გგონიათ, რომ ეს რომანტიკული მოგზაურობა იყო, ცდებით. იახტა სავსე იყო მაღალი სტატუსის სტუმრებით, 21 ოფიცერით და კიდევ 256 ადამიანით. მაგიდასთან ფრაკებით სხდებოდნენ და სანამ მიირთმევდნენ, გვერდით ოთახში სამეფო ორკესტრი უკრავდა საომარ მარშს. "ყოველდღე მე და ჩარლზს ბრიტანეთის მაღალი საზოგადოება უნდა გაგვერთო, ამიტომ საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩებოდა. მივხვდი, რომ ვერ მოვახერხებდი ასეთ სიტუაციასთან გამკლავებას... ამ დროისთვის ჩემი ბულემია უკონტროლო იყო. დღეში ოთხჯერ შეტევა მემართებოდა. რაც ხელში მომხვდებოდა, ეგრევე ვჭამდი და რამდენიმე წუთში გული მერეოდა. რასაკირველია, ეს ხასიათის ცვლილებებს იწვევდა. იახტიდან შოტლანდიაში გადავედით, სამეფო რეზიდენციაში. ყველა იქ იყო ჩვენს შესახვედრად და სწორედ იქ ავფეთქდი" - იხსენებდა ჩანაწერებში ლედი დიანა.

"ჩარლზს არ ვენდობოდი, მეგონა, რომ კამილას ყოველ ხუთ წუთში ურეკავდა, რომ ეკითხა, რა ექნა ამ ქორწინებისთვის. იმისთვის, რომ დამხმარებოდა, ჩარლზმა ლორენს ვან დერ პოსტი მომიგზავნა. მაგრამ ვერც იმან გამიგო. სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ჩემთვის მდგომარეობა. ჩარლზს სულ სეირნობა უნდოდა. ის თვლიდა, რომ არაფერი იყო იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მაღალ მთაზე ჯდომა და ჩემთვის ლორენს ვან დერ პოსტის ან კარლ იუნგის ნაშრომების კითხვა...

...ჩარლზი გიჟდებოდა დედაზე, რიდი ქონდა მამის, მე კი მისთვის ყოველთვის მესამე ადამიანი ვიყავი... არასოდეს უთქვამს "ძვირფასო, გინდა დალევა?", ყოველთვის ამბობდა: "დედიკო, გსურთ დალევა? ბებია, გნებავთ დალევა? დიანა, შენ?". მე კი სულელურად სულ მეგონა, რომ ცოლი პირველ ადგილზე უნდა მდგარიყო. ბალმორალეში აგვისტოდან ოქტომბრამდე გავჩერდით. იმდენად დათრგუნული ვიყავი ის დღეები, სულ ვიკლებდი და ვიკლებდი წონაში. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ვენები გადამეჭრა..." - ნათქვამია ლედი დის მოგონებებში.

მომზადებულია marieclaire.ru-ს მიხედვით

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"