მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლესი ინფორმაცია ლონდონიდან - გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, გარდაცვლილი 1 და დაშავებული 8 ადამიანი
უახლესი ინფორმაცია ლონდონიდან - გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, გარდაცვლილი 1 და დაშავებული 8 ადამიანი

ლონ­დონ­ში, ფინსბე­რი პარ­კის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 1 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 8 კი და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, გარ­დაც­ვლი­ლი 48 წლის მა­მა­კა­ცია. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

შემ­თხვე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 00:20 სა­ათ­ზე მოხ­და. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მე­ჩე­თი­დან გა­მო­სულ ადა­მი­ან­თა ჯგუფს და­ე­ჯა­ხა. დამ­ნა­შა­ვე და­ა­კა­ვეს.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ტე­რე­ზა მეის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცია შემ­თხვე­ვას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც "პო­ტენ­ცი­ურ ტე­რაქტს".

"პო­ლი­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მომ­ხდა­რი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი ტე­რაქ­ტი. დღეს მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო სხდო­მას გავ­მარ­თავ", - აღ­ნიშ­ნა ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ლონ­დო­ნის მერი სა­დიქ ხანი კი ლონ­დო­ნე­ლებს სიმ­შვი­დი­სა და სი­ფხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს. "ჩვენ ჯერ არ ვი­ცით მომ­ხდა­რის ყვე­ლა დე­ტა­ლი, მაგ­რამ ეს იყო აშ­კა­რა და გან­ზრახ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა უდა­ნა­შა­უ­ლო ლონ­დო­ნე­ლებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა სა­დიქ ხან­მა.

მისი თქმით, ეს იყო თავ­დას­ხმა ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

"მო­ვუ­წო­დებ ლონ­დო­ნე­ლებს სიმ­შვი­დის­კენ და სი­ფხიზ­ლის­კენ. გთხოვთ, თუ რამე სა­ეჭ­ვოს შე­ამ­ჩნევთ, პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეთ. ლონ­დო­ნის პო­ლი­ცი­ამ და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა მო­ახ­დი­ნა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში", - დას­ძი­ნა ლონ­დო­ნის მერ­მა.

ლონ­დონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

უახლესი ინფორმაცია ლონდონიდან - გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, გარდაცვლილი 1 და დაშავებული 8 ადამიანი

უახლესი ინფორმაცია ლონდონიდან - გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, გარდაცვლილი 1 და დაშავებული 8 ადამიანი

ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, პოლიცია შემთხვევას განიხილავს, როგორც "პოტენციურ ტერაქტს".

"პოლიციამ დაადასტურა, რომ მომხდარი განიხილება, როგორც პოტენციური ტერაქტი. დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას გავმართავ", - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლონდონის მერი სადიქ ხანი კი ლონდონელებს სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებს. "ჩვენ ჯერ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე", - აღნიშნა სადიქ ხანმა.

მისი თქმით, ეს იყო თავდასხმა ტოლერანტობისა და თავისუფლების ღირებულებებზე.

"მოვუწოდებ ლონდონელებს სიმშვიდისკენ და სიფხიზლისკენ. გთხოვთ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ, პოლიციას შეატყობინეთ. ლონდონის პოლიციამ დამატებითი ძალების განლაგება მოახდინა ქალაქის ქუჩებში", - დასძინა ლონდონის მერმა.

ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"