რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟელეზნადაროჟნიში მიმდინარე წლის 23 აპრილს ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, 6 წლის ბიჭუნას სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანქანას მართავდა 31 წლის ოლგა ალისოვა, რომელიც ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ცოლია. ქალი მოძრაობდა 50 კმ/სთ სიჩქარით და თან მობილურზე საუბრობდა (იხილეთ ვიდეო)
მსხვერპლი ექვსი წლის ბიჭუნა - ალექსეი შიმკოა, რომელსაც მძღოლმა დაარტყა და ათეულობით მეტრი ათრია. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულის თქმით, "ბავშვი თავად ჩაუვარდა მანქანას ბორბლებში". ავარიის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც შოკისმომგვრელი შედეგი აჩვენა - თითქოს, 6 წლის ბიჭუნა ძლიერ მთვრალი იყო (მის სისხლში როგორღაც აღმოჩნდა 2,7 პრომილე ალკოჰოლი, რაც ერთ ბოთლ არაყს უდრის) და როგორც გამომძიებლებმა "დაადგინეს", ის თავად ჩაუვარდა მანქანას.
ბავშვის მშობლებმა დასკვნის შემდეგ განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზა მოითხოვეს. "დასკვნაში წერია, რომ ჩემ შვილს ერთი ბოთლი არაყი ქონდა დალეული და ასეთ მდგომარეობაში სიარულის თავი ქონდა და თან თავად შეუვარდა მანქანას ბორბლებში. ეს უსინდისობის ყოველგვარ საზღვარს ცილდება", - ამბობს ბიჭუნას მამა რომან შიმკო.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან გაქრა ქუჩის კამერების ჩანაწერები, განადგურებულია რიგი სამხილები და არ ჩატარებულა საკვანძო ექსპერტიზები. ამასთან, შემთხვევის თვითმხილველებს წნეხში ამყოფებდნენ და გამოძიება დიდი ხნის მანძილზე არ იწყებოდა.
ეჭვმიტანილი ოლგა ალისოვა მომხდარზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. ცნობილია, რომ ის პოდმოსკოვიეში კავშირგაბმულობის ქსელში მუშაობს, მისი მეუღლე კი ორგანიზებული დამნაშვეთა ჯგუფის წევრია, რომლის ანგარიშზეც მკვლელობები, ხალხის გატაცება, გამოძალვა, ქურდობები და გაუპატიურებაა.
იხილეთ ვიდეო