სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა
მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა

სტამ­ბო­ლი-თბი­ლი­სის რე­ი­სი დაგ­ვი­ა­ნე­ბით შეს­რულ­და. რო­გორც მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი აცხა­დებს, თვითმფრი­ნა­ვი აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კვლავ სტამ­ბოლ­ში და­ეშ­ვა.

"შე­იქ­მნა ისე­თი სი­ტუ­ა­ცია, რომ ტურ­ბუ­ლენ­ტურ ზო­ნა­ში მოვ­ყე­ვით და ხალ­ხი აფო­რი­აქ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ მეხი და­ე­ცა ჩვენს თვითმფრი­ნავს. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან", - გა­ნუ­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-ს ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ნუცა ფარ­ღა­ლა­ვამ.

კი­დევ ერთი მგზავ­რის, გა­და­ცე­მა "ექი­მე­ბის" წამ­ყვა­ნის და­ვით ლო­ლა­ძის თქმით, "აფ­რე­ნი­დან 15 წუთ­ში წრე­დი შე­იკ­რა, გაჩ­ნდა მეხი და და­არ­ტყა თვითმფრი­ნავს. ამის მერე იყო მარ­თვის პრობ­ლე­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, პი­ლოტ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თვითმფრი­ნა­ვი და­ეს­ვა ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში", - აღ­ნიშ­ნა ლო­ლა­ძემ. შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა "ექი­მე­ბის" წამ­ყვან­მა კოტე მა­თი­თაშ­ვილ­მაც: "მოკ­ლედ, მეხ­მა გლი­ჯა ჩვენს თვითმრი­ნავს (კი და­ვი­ნა­ხე კაი ძლი­ე­რი ელვა ფრთას­თან, მაგ­რამ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი) ასე გვი­თხრეს, გა­დავ­რჩით! აფ­რე­ნი­დან 40 წთ-ში დავ­ჯე­ქით ისევ ათა­თურ­ქში.... ახლა კარ­გად ვართ, პი­ლო­ტი ძლი­ე­რი, მად­ლო­ბა მას!!!!!!!! ვე­ლო­დე­ბით შემ­დეგ აფ­რე­ნას, შო­კია!!! 80% იყო შან­სი, ასე ამ­ბო­ბენ... მფრი­ნა­ვის ხმა სა­უბ­რი­სას... ვა­ა­აა კი­ნოა რა!" - წერს მა­თი­თაშ­ვი­ლი.

ავი­ა­კომ­პა­ნია "ატ­ლას გლო­ბა­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სი შეს­რულ­და.

"სტამ­ბო­ლი-თბი­ლი­სის რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბი­სას, უა­მინ­დო­ბის გამო თვითმფრი­ნავს სტამ­ბოლ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წია, თუმ­ცა რე­ი­სი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეს­რულ­და", - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­ში.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა

მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა

სტამბოლი-თბილისის რეისი დაგვიანებით შესრულდა. როგორც მგზავრების ნაწილი აცხადებს, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა.

"შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით და ხალხი აფორიაქდა. აღმოჩნდა, რომ მეხი დაეცა ჩვენს თვითმფრინავს. დაშავებულები არ არიან", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ერთ-ერთმა მგზავრმა ნუცა ფარღალავამ.

კიდევ ერთი მგზავრის, გადაცემა "ექიმების" წამყვანის დავით ლოლაძის თქმით, "აფრენიდან 15 წუთში წრედი შეიკრა, გაჩნდა მეხი და დაარტყა თვითმფრინავს. ამის მერე იყო მართვის პრობლემები. შესაბამისად, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაესვა ათათურქის აეროპორტში", - აღნიშნა ლოლაძემ. შემთხვევის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა "ექიმების" წამყვანმა კოტე მათითაშვილმაც: "მოკლედ, მეხმა გლიჯა ჩვენს თვითმრინავს (კი დავინახე კაი ძლიერი ელვა ფრთასთან, მაგრამ რას წარმოვიდგენდი) ასე გვითხრეს, გადავრჩით! აფრენიდან 40 წთ-ში დავჯექით ისევ ათათურქში.... ახლა კარგად ვართ, პილოტი ძლიერი, მადლობა მას!!!!!!!! ველოდებით შემდეგ აფრენას, შოკია!!! 80% იყო შანსი, ასე ამბობენ... მფრინავის ხმა საუბრისას... ვაააა კინოა რა!" - წერს მათითაშვილი.

ავიაკომპანია "ატლას გლობალის" ინფორმაციით, მოგვიანებით თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდა.

"სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას, უამინდობის გამო თვითმფრინავს სტამბოლში დაბრუნება მოუწია, თუმცა რეისი მოგვიანებით შესრულდა", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს ავიაკომპანიაში.

"გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავებულია 3 მოქალაქე" - შსს შემზარავი ავარიის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

"სავარაუდოდ, მოსახვევიდან გადავარდა... ამბობენ, რომ გზიდან გადასულ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა" - როგორ მოხდა შატილის გზაზე შემზარავი ავარია

ბათუმში, ხინიკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა